Mikheil Samkharadze
Apr 7 2012, 16:28
ბევრჯერ ითქვა, მაგრამ არავინ აღარ განავრცო ეს თემა. ავიღებ ჩემს თავზე ამ საქმეს და ჩამოვწერ უამრავ იუზერს მაღალი სტატუსებით. მაინტერესებს, რას ფიქრობთ თქვენ, რა დამსახურებისათვის მიიღეს ეს სტატუსები და რამდენად ლოგიკურია უფუნქციო და არააქტიურ იუზერებზე მსგავსი სტატუსების დანაწილება და გაფლანგვა:
Photographer:
ANUKA
archigio
chaba
dat21
erekle
GOREC
Gottfried Lenz off
Gruzinus_Vulgaris
Kikala
kotetbeli
Liza Niniashvili
mariami
N-JIO
n.n.n
Nika Pkhakadze
Nikala
Olegito
pantazia - შემოდის ხოლმე საიტზე, არ აფასებს, ფოტოს არ დებს, არ აკომენტარებს.
Photoanima
Photo_amateur
qonguri
Rasta
sabai
Sebastian
Shota Megrelishvili
TABASCO
tabu
Tato
Unc
Master
georg9152
ilarion baevi
iliko
javela
kakha
nachkebia
Amateur+
7day
alienoty
beshqena
BZIK
Cyb
devil
fani
GrigolS
Guka_David Gilmour
InvisibleM
Irakli Medoshvili
kakhabera
Kamikadze
keto
kitesa
krea
Lasha Ghughunishvili
lika
Maia Chkhaidze
Mia
MRme
Nata
NeoArt
nicalagua
nikka
nikusha
Nikusha23
Nino Tabutsadze
November Rain
oshkhe
Otar Ratiani
riko
sandriko
Sebastiao_Salgado
Sikvdila
Sophie Berdzenishvili
squee
Tarkhan Gasviani
toma
vaxtanga
vaxxx
zurikela
_vato_
Moderator
Moderator
Moderator-1
Moderator-2
Moderator-3
Moderator-4
Moderator-5
Moderator-6
Moderator-7
Moderator-8
(ძალიან ბევრი იუზერი ამოვშალე ამ სიიდან, მხოლოდ იმიტომ, რომ მახსოვს 2 წლის წინ იყენებდნენ ამ სტატუსებს, თორე სია გაცილებით ბევრია.)
სიტუაცია არის ძალიან მარტივი: მეც და ბევრ სხვასაც რატომღაც სასწაულად გამიჭირდა რაღაც სტატუსის მიღება, მაშინ როდესაც უამრავია, ვისაც არც კი უნახავს ეს სტატუსები რომ მიიღო ან, მას შემდეგ რაც ეს სტატუსი აქვთ, 2 წელი გავიდა და არც კი გამოუყენებიათ. უამრავი ამატეური მეგულება ამ საიტზე ვისა არასოდეს უნახავს ეს ნიკები ანტებული ბოკეზე. მეც კი ბევრი მათგანი არასოდეს მინახავს აქტიურ ფაზაში, არადა 2007 წლიდან ამ საიტზე ვარ !
უნდა გადახალისდეს საიტი,, ასე არ შეიძლება.
რაც შეეხება სხვა პრობლემას: ხალხნო, ნუ გეზარებათ კომენტარების და შეფასებების წერა! ფოტოგრაფი იმიტომ იღებს ფოტოს, რომ ჰყავდეს მნახველი, თქვენ ფოტოების გახსნაც გეზარებათ და თან ამ დროს აქტიური საიტი გინდათ. ახალმოსულებს არაფრად არ აგდებთ, გეგონება თქვენ ეგრევე პროფესიონალურად დაიწყეთ გადაღება. თუ არ მოინდებთ, არაფერიც არ შეიცვლება ამ საიტზე. მე მინდა, რომ შეიცვლოს უკეთესობისკენ და თქვენც სცადეთ.
მართალია მე დიდიხანია აღარაფერი დამიდია და ნუ პრონციპში გადაღებითაც აღარაფერი გადამიღია მას შემდეგ რაც აპარატი გავყიდე,მაგრამ შენ რატომ გაწუხებს ეს ყველაფერი ვერ მივხვდი : )))))))) არჯობია ამ ენერგიის ხარჯვას რაც ამაზე ფიქრს და წერას მოანდომე ისევ და ისევ რამე გადაგეღო? : ))
(საწყენად არ ვამბობ)
Mikheil Samkharadze
Apr 7 2012, 16:53
MRme,
შენს კომენტარშივე ჩანს, რომ საერთოდ გალერეასაც არ ათვალიერებ, თორემ ნახავდი, რომ ერთ-ერთი ყველაზე აქტიური იუზერი ისევ მე ვარ და მუდმივად ვტვირთავ ახალ-ახალ სურათებს.
მითუმეტეს თუ აქტიური ხარ საერთოდ რატო გინდება სტატუსებზე წერო : ))))) ყოველთვის ყველაზე ღრმად "მეხატა" სტატუსი .ვიღებდი იმას რაც მინდოდა რო გადამეღო და ვდებდი.
get relax man -_-
Mikheil Samkharadze
Apr 7 2012, 17:05
MRme,
მე ჩემი სტატუსისთვის არ "ვიბრძვი" თუ ხედავ

მოგწონს დრევანდელი ბოკე, რომელიც აღარ არსებობს?

ეტყობა მოგწონს, თორემ ადვილად მიხვდებოდი ჩემს სათქმელს
ამას არ ვგლოვობ ამდენი ხანია. თუ გვკიდია ყველას დავიკიდოთ ბოლომდე და აღარც სტატუსები გვჭირდება, თუ არ გვკიდია ვიაქტიუროთ. მხოლოდ ყიდვა გაყიდვისთვის თუ ფუნქციონირებს ეს ფორუმი მაშინ მე მკიდი.
ასე რომ ჯობია ეს სტატუსები რომ აქვთ მიცხობილი მოუშორებელი ტალახივით,
გავუწიოთ დახმარება და ჩამოვაშოროთ. და ვინც აქტიურია და ღირსია იმას მივცეთ.
თუ არადა ბოლომდე დავიკიდოთ ყველამ და ვიყოთ ისე როგორც ვართ.
პ.ს. მადლობა კეშა რომ ვიღაცეების არსებობა შემახსენე.
ზოგიერთი ნიკი რომ არ მენახა ეხლა არც არასდროს გამახსენდებოდა
მათი არსებობა
მე რომ შევდივარ ხოლმე ზოგ-ზოგიერთ იუზერთან ვაჭერ ხოლმე ღილაკს
მეტ სტატუსს იმსახურებს,მარა მგონი უშედეგოდ
Mikheil Samkharadze
Apr 7 2012, 17:35
Sgt. Gela Dzneladze,
კი მეც ძალიან ბევრი საერთოდ არც მახსოვდა
Chalo,
მეც ძალიან ბევრს ვაჭერ მაგრამ ნულია შედეგი ყოველთვის
შესანიშნავი თემაა

ახლა მაინც მიხვდებით ვისაც გაინტერესებთ რა დღეში ყოფილან საიტის მესვეურები თავის დროზე

კარგია რომ გაწუხებთ ეს საკითხები. ერთს გეტყვით, ჩვენი დღე და ღამე აქ ჯდომით იყო ის რაც იყო, (აქტიურობაც, აურზაურიც, ინტერესიც). თუ გინდატ იგივე ინტერესი გაჩნდეს დაივიწყეთ დაღლილობა და ცუდი ხასიათი, მეტი დრო გამოუყავიტ ბოკეს თან მთელი დღის განმავლობაში და სულ რაღაც 10-15 კაცი ამის გამკეთებელი საკმარისი იქნება რომ ყველაფერი გამოცოცხლდეს და ძველებური ჟრიამული ატყდეს აქ. დამიჯერეთ ყველა საიტს ხალხი ქმნის და ხალხივე უდგამს სულს.
რაც შეეხება სტატუსებს ეგ ხომ საერთოდ სასაცილოც აღარ არის კარგა ხანია.
ვისაც გაინტერესებთ შეგიძლიათ განვითარების გეგმა შეიმუშაოთ, გამოიტანოთ სასჯავროზე, ავწონ დავწონოთ ყველამ ერთად და ჩემი თავიც გენაცვალოთ ყველაფერში დაგიწერთ მხარს.
შეგიძლიათ?
გააკეთეთ!
აქ საუბარი არ იქნება საკმარისი?
შეიკრიბეთ და დაილაპარაკეთ.
მეც საჭიროდ ჩამთვლით?
ცემი თავი გენაცვალოთ.
(თავის დროზე ჩვენ არავინ არ დაგვდგომია გვერდით, სწორეთ რომ 10-15 კაცი იყო და ... მას მერე ბარე 8წელიც გავიდა)
error404
Apr 7 2012, 22:38
Mე დიდი ხანია სურატი არ ამიტვირთAვს რიგი მიზეზების გამო, მაგრამ ვისაც არ მოსწონს ჩემი სტტუსი შEგიძლიათ ადმინისტრაციასთან შეთანხმებით დამიკლოთ, არაა პრობლემა, ოღონდ წინასწარ დამიკავშირდით რომ გული არ გამისკდეს ნერვიულობით
batukela
Apr 7 2012, 23:38
Guja
Mikheil Samkharadze
Apr 8 2012, 00:32
error404, შენ არც ჩამიწერიხარ, არც გამივლია ტავში მსგავსი რამ

მე ვახსენე რას ვგულისხმობდი არაქტიურ იუზერებში

Nika Pkhakadze შეცდომით მიწერია სიაში, გამომეპარა
Guja,
გასაგებია. მოვიფიქრებთ

მოგწერთ
Sofio Gokhelashvili
Apr 8 2012, 01:27
QUOTE
დამიჯერეთ ყველა საიტს ხალხი ქმნის და ხალხივე უდგამს სულს.
ჯერ ადმინისტრაცია ქმნის და მერე ხალხი
თვეში 15 დღე გათიშულია საიტი და სულ რომ ძალიან გვინდო-უნდოდეს ბევრს შეუძლებელია უბრალოდ შემოსვლა
სხვაზე რომ არარ ვილაპარაკო ჯერ ამას დავწერ
error404
Apr 8 2012, 03:24
Mikheil Samkharadze,
Mაგას არც აქვს მიშა მმიშვნელობა ვწერივარ თუ არა. ჩემთვის პირადად სტატუსი მე10 ხარისხოვანია გინდ ბოკეზე დ. Gინდ ფოტოსაიტზე და ეგ დავაფიქსირე, ასევე ვურჩევ სხვებს. Dაიკიდეთ სტატუსი და შეფასებები და უბრალოდ სიამოვნებისთბის გაფაიღეთ მე ძალიან მწყდება გული რომ ცხოვრების ამ Eტაპზე გადასაღებად ნამდვილად არ Mცალია
Sofio Gokhelashvili
Apr 8 2012, 12:10
სტატუსი დარმუნებული ვარ მიშასაც კიდია.. უბრალოდ რა მომენტია იცით?
სტატუსი რომ გაქვს მაღალი უფრო მეტ ფოტოს დადების საშიალება გაქვს... და ერთგვარი წახალისებაცაა რომ ხალხი და საიტი შენს შემოქმედებას აფასებს და პატივს სცემს )))
Amateur ებზე არ არის აქ ლაპარაკი, შესაბამისად არც ჩემზე მაგრამ მაინც დავწერ
ადრე თითქმის მთელი დღე მქონდა ჩართული ბოკე,
ნუ როცა სახლში ვიყავი და კომპიუტერთან მიმიწვდებოდა ხელი
ფოტოებსაც ვტვირთავდი სიამოვნებით.
მაშინაც იყო რა თქმა უნდა იგივე "პაპსავიკობა" მაგრამ საღი აზრი მაინც ჭარბობდა.
არ ქონდა დიდი მნიშვნელობა ფოტო "ღირებულებას" მთავარია გიცნობდნენ,
ეს ცოტა ინტერესს უკარგავს თნდაც მაგ სტატუსს
არც დრო მაქვს, არც კამერა და არც ინტერესი, უბრალოდ დიდი სიყვარული და კარგი მოგონებები გამაჩნია ამ საიტის მიმართ
ახლა უბრალოდ განტვირთვისთვის ხანდახან შემოვდივარ,
მართალია ფოტოებსაც იშვიათად ვიღებ, მაგრამ რაც მიყვარდა ისევ მიყვარს
Chalo,
=თვეში 15 დღე გათიშულია საიტი=
მარტო შინთვის თუა გათიშული არ ვიცი.
ხან და ხან ხდება სერვერზე რაღაც პრობლემები მაგრამ სწორდება უმოკლეს დროში, ჩვენთან კიარა ტვიტერს და ფეისბუკს მოსდის ავარიები. ვფიქრობ ეგ ყველაზე ბოლო მიზეზია რომლის მოყვანაც შეიძლებოდა, ახლა თუ "პრიჩინაზე"ა საქმე მაშინ საერთოდ რა აზრი აქვს ამ თემას.
მარტივი დასკვნა გააკეთე: ცუდი საიტი ცუდი ადმინისტრაცია თავის იუზერებით და ყველაფერს რომ თავი დავანებოთ სხვა საიტებიც არის და აქ რა დამკარგვია.მორჩა პრობლემები , აიწყობ უდარდელ ცხოვრებას.
))) მარტო ჩემთანაა გათიშული"ალბათ"
არ გავაგრძელებ,ისედაც ნახევარ საიტებზე ბანი მაქვს
backspace
Apr 9 2012, 01:27
კარგი თემაა... მე არაფერი მეთქმის ჩემს სტატუსზე. მაგრამ არის კარკვეული ნაწილი, რომელიც უდავოდ იმსახურებს უფრო მაღალ სტატუსს. ამ უკანასკნელს თუ აზრი არ აქვს, რისთვისაა ? ვფიქრობ. საკმაოდ კარგი სტიმულია მაღალი სტატუსი... საიტს პრობლემები აქვს ხოლმე, მაგას ვერ უარვყოფთ, მაგრამ ისეც არა, როგორც ჭალომ თქვა. ჩემი აზრით, ამ პრობლემის მოგვარებაზე ყველამ უნდა ვიზრუნოთ, რათა გამოცოცხლდეს საიტი
Mikheil Samkharadze
Apr 9 2012, 11:13
მემგონი საერთოდ ვერ მიხვდით რატომ გავხსენი ეს თემა: იქნებ, უფრო მეტი დაინახოთ, ვიდრე ყურით მოთრეული "სტატუსზე წუწუნი"?
ჩემი სტატუსი აბსოლუტურად მაკმაყოფილებს და არ გავკადნიერდები, ამაზე მეტი მოვითხოვო, თუ გალერეის ლიმიტი არ შემზღუდავს.
ვიღებ ძალიან ბევრს, კარგი/ნორმალური ფოტოებიც გამომდის ხანდახან, სიამოვნებასაც ვიღებ. მაგრამ იმედია ყველა ვთანხმდებით, რომ ფოტოგრაფი, რაც არ უნდა კარგად იღებდეს, მას სჭირდება მნახველი და ამიტომ ვტვირთავთ ფოტოებს საიტებზე. ჩვენ, ვისაც გვიყვარს ეს საიტი და გვინდა, რომ აქ გვყავდეს დამთვალიერებელი, ვითხოვთ სულ მცირე რამეს. ადამიანი რომ 2-3 წელი საიტზე გყავს და არაა ცუდი ფოტოგრაფი, მას სტიმული სჭირდება. ამ ადამიანს წყინს, რომ ხედავს ვირაცას, ვინც 6 თვის წინ შემოვიდა საიტზე და უცებ მიაკერეს მწვანე ფერი. ბევრმა წაშალა გალერეა და საერთოდ აღარ შემოდიან. ეს არის მენჯმენტის არარსებობის ბრალი. ერთი იუზერის თავზე ხელის გადასმით, არ უნდა დაკარგო ათი მომხმარებელი. ვინც ამდენს ვერ ხვდება, საერთოდ ნუ გამოეხმაურება ამ თემას რა!
სწორედ მაგის გამო ჩამოვწერე ის გრძელი სია არააქტიური წევრების, რომლებსაც არეფრში არგიათ ეგ სტატუსები, მიეცით მას, ვინც არის საიტზე, ვინც საიტს აცოცხლებს, შემფასებლებიც იქნებიან, დღის ფოტოც ხშირად გამოიცვლება და საერთოდ უფრო მიჯაჭვულები იქნებიან საიტზე, ვიდრე აქამდე იყვნენ. მე თუ აღარ მინდა ეს ბოკე და საერთოდ არ შემოვსულვარ 3 წელია, რა ჭირად მარგია ეს სტატუსი, საფლავში წავიღებ თუ გადავდნობ?? მემკვიდრეობით გადაეცემა კაცო??
ერთ-ერთი მთავარი თემა არის მოდერაციის არარსებობა საიტზე: მიეცით ვინმეს ეს მოდერატორის იუზერი, ვისაც ექნება სურვილი და დრო. რა გახდა საიტზე ერთი მოდერატორი?
error404,
შენ რომ დღემდე ამატეური იყო და მე მასტერი, რომელიც აშკარად ვერ ვიღებ შენზე უკეტესად დამიჯერე გაგიტყდებოდა და გაგიჩნდებოდა დაუფასებლობის შეგრძნება. დაფასება და წახალისება ძალიან ბევრ რამეს ნიშნავს. არ სეიძლება სეფარდებითი სამართლიანობა.
ეს პოსტი ჩემთვის არ დამიწერია, გაიგეთ ბოლოს და ბოლოს !!
სადაა ლოგიკა?
ჩემმა დამ რომ ფეისბუქზე პოსტი დაწერა და 240 კომენტარი დაიწერა და ყველა რომ შემოცვივდა ბოკეზე, ჩემს დას თავისთვის კი არ გაუკეთებია ეგ!!
Liza Niniashvili
Apr 10 2012, 12:10
სტატუსების გაფლანგვა ?
პურს გთხოვს რომელიმე ამ უიზერთაგანი, ხელფას უხდი თუ რა ?
პირადად მე ვხედავ ჩემს სახელს ამ სიაში და მინდა გითხრათ რომ თამამად შეგიძლიათ ჩამომიქვეითოთ რადგან უფუნქციო და არააქტიური იუზერი ვარ : ))) პლიუს ამას იმ ასაკში აღარ ვარ საიტზე სტატუსი ბევრს ნიშნავდეს ჩემთვის.
რაც შეეხება სხვა პრობლემას: ხალხნო, ნუ გეზარებათ კომენტარების და შეფასებების წერა! -----
ამაზე მინდა გითხრა რომ ხუთი და ექვსი წლის წინ როდესაც ვაქტიურობდით და კვირა არ გადიოდა ფოტო არ გადაგვეღო ან კომენტარი არ დაგვეწერა ვიყავით სტუდენტები, სკოლის მოსწავლეები. ახლა სხვა პრიორიტეტები გვაქვს ცხოვრებაში.
Liza Niniashvili
Apr 10 2012, 12:25
QUOTE
nachkebia
Avtandil Mamulia
Apr 10 2012, 13:58
ყველა ადამიანს თავისი სტატუსი აქვს ცხოვრებაში, აქ რა ექნება ჩემთვის დიდი მნიშვნელობა არაქვს. ზოგი ამატეურია და იმ ფოტოგრაპზე უკეთ იღებს

მთელი რიგი რეფორმები და რეკონსტრუქციები რო უნდა ამ საიტს ნათელია
IkaKhargelia
Apr 10 2012, 23:23
მე კიდევ მხოლოდ ფორუმში ვაკტიურობ... გალერას 1ხელ დავათვალიერებ, ვისაც შესაფასებელი აქვს იმას ვუფასებ და გადმოვდივარ ფორუმში... იმის გამო რომ 3 დღეში 1ხელ ვდებ ფოტოს, ხანდახან მავიწყდება ფოტო რო მაქვს ასატვირთი და ყოფილა შემთხვევები როცა თვეზე მეტიც იყო გასული გალერეაში რო არ ვიყავი
მოკლედ მე მინდა ლიმიტის გაზრდა
P.S ჩემი აზრით გალერეაში ლიმიტები უნდა შემცირდეს... რა ამბავია მაგის დედა ვატირე 3 დღე
LOOSER
Apr 11 2012, 12:06
reformation neeeeeeeeeeeeeeeeeeeeed
Mikheil Samkharadze
Apr 11 2012, 19:37
რადგან ყველა ვთანხმდებიტ (მეტნაკლებად), რომ საიტზე არის რაღაცები გამოსასწორებელი, მოვიფიქროთ, დავსხდეთ, ვისაც ეცლება ადმინისტრაციიდან და ვისაც სურვილი ექნება ზოგადად შევიკრიბოთ და ვისაუბროთ. კარგი შეკრებაც გამოვა და იმედია ნაყოფიერიც იქნება
ჰმ, ბოკეს ზეობის ხანის ყველაზე ყველაზე ხალხის სია!
დარწმუნებული ხართ, სხვების ჩამოქვეითებით მოგემატებათ სტატუსები?
გადაიღეთ, ატვირთეთ, შეაფასეთ, გაუზიარეთ ერთმანეთს ცოდნა, გამოცდილება, დაუსვით კითხვები, იაქტიურეთ და გექნებათ ესოდენ საოცნებო სტატუსები. დღეს სეიძლება უმრავლესობა აღარ აქტიურობს, მაგრამ მაშინ, როცა მიიღეს ეს სტატუსები, ფაქტიურად მეორე სახლი იყო ბოკე.
ერთი სული მქონდა ლიმიტის დრო როდის გავიდოდა რომ ახალი ფოტო ამეტვირთა. მე პირადად ჩემს სტატუსს ვაჩუქებ ვისაც უნდა, ნაკლებად მნიშვნელოვანია სახელის ქვემოთ რა მეწერება.
პაწა მეწყინ-მეტკინა ეს თემა ახლა
Mikheil Samkharadze
Apr 17 2012, 12:31
keto,
მემგონი, ძალიან გაუგებარი დარჩა ამ თემის იდეა უმეტესობისათვის:
აქ არაა საუბარი ჩემს სტატუსზე, მე მყოფნის ეს ლიმიტი. კიდევ რამდენიმე წელი მეყოფა. არც თქვენი სტატუსის ჩამოქვეითებაზე არაა დამოკიდებული ვინმეს სტატუსის მომატება. ეს ორი რამ საერთოდაც არაა დაკავშირებული ერთმანეთთან. არალოგიკურია. აქ საუბარი იყო იმაზე, რომ, ვინც აქტიურია, მას სჭირდება ეგ სტატუსი და შესაბამისი დაფასება. ის, ვინც ოდესღაც ბოკეზე რაღაცას აკეთებდა, საიტს ქმნიდა, კარგ ფოტოებს იღებდა და ხალხს აღაფრთოვანებდა, დღევანდელი იუზერების 70 პროცენტს თვალითაც არ უნახავს. იმიტომ, რომ თვითონ ამ იუზერბმა აირჩიეს ეგ გზა. აღარ აქვთ დრო, სურვილი და ასე შემდეგ. რა ვქნათ, ველოდოთ, როდის გაუღვივდებათ ისევ ბოკესადმი სურვილი? თუ წავიდეთ წინ როგორღაც? ჩაბარდა ეგ ხალხი ისტორიას, ახლა საიტს ახალი ხალხი ჰყავს და ახალ ხალხზე უნდა გადანაწილდეს ბოკე. ესაა ამ თემის მთავარი იდეა, საიტი უნდა წავიდეს წინ და არ უნდა დარჩეს იმ "ძველ სახლად", სადაც ოდესღაც კარგი დრო გაგიტარებიათ და ბევრი მოგონება გაქვთ. წახვედით ამ სახლიდან თქვენ და სხვა ხალხი ცხოვრობს უკვე აქ
Lasha Palavandishvili
Apr 17 2012, 16:15
მე არ მაინტერესებს ეგ საკითხი...
შეგიძლიათ, მეც ჩამამატოთ სიაში.... -_-
ისა, მე პენსია არ მეკუთვნის?
Avtandil Mamulia
Apr 18 2012, 00:59
Gogia

იდეაში წინ უნდა მიდიოდეს ბოკე გეთანხმები )))
Levan Sikharulidze
Apr 18 2012, 01:56
მოდით დავხატოთ ფოტო საიტის იდეალური ვარიანტი.
მე ვიქნებოდი სიამოვნებით ისეთ საიტზე სადაც იქნებოდნენ მხოლოდ პროჶები!
შეიძლება დამწყები ფოტოგრაფებისთვის ყოფილიყო თვეში ერთხელ კონკურსი და საიტზე რეგისტრაციის მხოლოდ 5 კვოტა. საიტზე რა თქმა უნდა არანაირი სტატუსი! მხოლოდ სახელი და გვარი მისი გალერეა, მორჩა. ჩემი აზრით, როცა წრე შევიწროვდება და საიტზე იქნება ის ხალხი ვისაც აინტერესებს მართლა თავისი პროფესიული განვითარება, თავისი იდეების თუ ნამუშევრების გაზიარება საიტი გახდება უფრო საინტერესო. იმიტომ რომ, 4-5 გვერდს არ გადაფურცლავ ნორმალური ფოტოს ძიებაში. იმაზე ვერავინ შემეკამათება რომ ნებისმიერი ევენთის თუ კარიკატურის თუ ფილმობანა თუ რა გინდა უფრო რეიტინგული ტოპიკები იყო ვიდრე რომელიმე ფოტოგრაფის ბიოგრაფია. და როდესაც გაჩნდა ისეთი სოციალური ქსელი როგორიც არის ჶეისბუქი ეს ხალხი და მე საკუთარ თავსაც ვგულისხმობ ამ ხალხში გადავიდა ყველა იქით. მაგრამ აი დავუშვად მე გავაკეთებ ჶეისბუქზე ჯგუფს და იმ ჯგუფში დავპატიჟებ იმ ფოტოგრაფებს რომლებიც მაინტერესებს და ასე შემდეგ. და ამ ჯგუფში ჩვენ ყველა ერთმანეთს ჩვენს ნამუშევრებს გავუზიარებთ. მორჩა დამთავრდა ეგ არის.
ამიტომ კითხვა რა აქვს ბოკეს ისეთი რაც არ აქვს ჶეისს? გარდა იმისა რომ ბევრს გვიყვარს ეს საიტი და ბევრ ტკბილ ამბებს და მწარე ამბებსაც გვახსენებს, ბოლოს და ბოლოს აქ ვცხოვრობდით.
Added @ [mergetime]1334700153[/mergetime]
ისე არ გეგონოთ ეს ჩემი ჶ ჭ-ა თორემ სიტყვა პროჶები ნამეტანი არა კორეკტულად გამოიყურება: ))))
LOOSER
Apr 18 2012, 03:01
ბევრი ვუყურე ამ თემას, და 1 აზრი ჩამომიყალიბდა, რომ ბოკეზე საჭიროა წახალისებასთან ერთად საიტის ძრავის განახლება, გარკვეული კილომეტრაჟის შემდეგ ძრავში როგორც წესი იცვლება ზეთი, ასევეა საიტებსეც იცვლება ან იუზერი ან ზოგადად საიტის ძრავი, ეს ძრავი მქმედებს იმაში რომსაჭიროა აქტიური იუზერების წახალისება, მე მაგალითან ამ საიტზე მოვხვდი შემდეგ ნაირად, ადმინისტრატორ Nika ს ვიცნობ ჯერ კიდევ ოფროუდიდან, მე მაშინ გამიჩნდა ინტერესი ნიკას შემხედვარე ზოგადად ფოტგრაფიაზე. ვიღებდი მეც ფოტოებს, მერე 1 2 მა ადამიამა მითხრა რომ კარგი ხედვა გაქვსო. ნიკასგანაც ვისმენდი კრიტიკას და ჩამითრია ამ ყველაფერმა, მერე მინდოდა რომ უფრო მეტ ხალხს ენახა, მირჩია ამ საიზე დარეგისტრირება, მაგრამ შემდეგნაირად, გადახედა ჩემს გალერეას და ვიმსახურებდი თუ არა ამ საიტზე დარეგისტრირებას მან გადაწყვიტადა ის ეგამიხსნა ექაუნთი ბოკეზე (მაშინ სეწყვეტილი იყო რეგისტრაცია და მხოლოდ რეკომენდაციით ხდებოდა საიტზე ექაუნთის გახსნა)
მახსოვს MINI, ლევან ყიფიანი, არჩერი, ჯინჯერი, რიმანელი, სოფო ნადარეიშვილი, სკაუტი, ნინა მინზონი, მაძლევდნენ რჩევებს, იცი ჩემო ლევან ეს ასე აჯობებს ეს ასე აჯობებს, ეს ზედმეტია, ეს კარგია ეს ცუდია.
მე კრიტიკას ვიღებდი ისეთს ამ საიტზე რომ იმის გამოსწორების მუღამი მქონდა და ინტერესი, რადგან მე ვთვლიდი იმ კრიტიკას მისაღებად.
კრიტიკა იყო დაწვრილებითი, კონკრეტული და მიზანშეწონილი, მე ბევრი რამე ვისწავლე ზემოთ ჩამოთვლილი იუზერებისგან ვისიც დღემდე მე დიდ მადლიერი ვარ და მათ ნაშრომს ყოველთვის პატივისცემით ვექცევი.
რეებს ვიღებდი ეხლა რომვუყურებ რამის სიცილით გავსკდე, ეხლა კი თურმე რამდენი რამე უსწავლებია ბოკეს ჩემთვის. აქ ვისწავლე კრიტიკის პატივისცემა, და თუ დაუკვირდებით ჩემს გალერეაში ყველა ფოტოზე აწერია "ველქამ კრიტიკებიოოო".
მახსოვს მინის ვუგზავნიდი ფოტოებს, და მიმუშავებდა ხოლმე, და შემდეგ ვდებდი ბოკეზე, ეს იმას კი არ ნიშნავდა რომ მე რახან მინის დამუშავებული ფოტო მედო ბოკეზე მაგარი როჟა ვიყავი, არამედ მე მინისგან რომ ვხედავდი ამხელა ყურადღებას მაგის მუღამზევ ვიყავი რომ რა შენიშვნასაც მომცემდა და მირჩევდა რომ ლევან ასე ჯობია!!!!!!!!! მე გამეთვალისწინებინდა.
ეს ჩემთვის რამხელა სიხარული იყო ვერ აგიღწერთ, როცა ამატურ+ შენი ფოტოთი და ზოგადად შენით ინტერესდება და გეხმარება, ნუ გგონიიათ რომ რახან მე ეხლა უკვე მინის, სკაუტის, რიმანელის, მინზონის, და შეშემდეგ იუზრებისნაირი სტატუსი მაქვს მათი აზრიაღარაა ჩემთვის ღირებული. პირიქით უფრო მნიშვნელლოვნიცაა ვირე ადრე.
მე ამით იმის თქმა მინდა რომ ნიუბაისთვის, ამატუ+ და მასტერებისთვისაც ნებისმიერი ადამიანის აზრი მსიაღებია, და მითუმეტეს ე.წ ვანიჩოკებისთვის, რამხელა სტიმულია მათთვის სტატუსიანი (იგივე გამოცდილი ხალხის) რჩევა შეიძლება ამაზე წარმოდგენაც არ გქონდეთ.
ასე რომ სტატუსს ჩვენთვის თუ არა მათთვის აქვს მნიშვნელობა ზუსტად იმ პრინციპით რა პრიცნციპიც წეღან დავწერე.
სქემაა მარტივი: სტატუსი გაქვს მაღალი? რჩევას აძლევ ახალ სწვრს? ის აუცილებად იტთვალისწინებს.
სატუსი გაქვს მაღალი?: არ შეეკითხება ახალი წევრი ახალს რაიმე კითხვას ადგება და გამოცდილს შეეკითხება, გამოცდილი კიდევ სტატუის მიხედვით უნდა აარჩიოს.
და აი სწორედ აქ გადაიკვეთა ჩემი და ფოროგრაფიის ხაზი ერთმანეთზე. იმდედაც ჩამითრია მე ამ ყველაფერმა, (მინის რიმანელის ნინას ჯინჯერის რჩევებმა) რომ ეს ჩემი ნაწილი გახდა, მე გადავწყვიტე ჩამებარებინა თეატრალუში ფოტოგრაფიაზე და ამეთვისებინა ეს პროფესია როგორც ჩემს მომავალ საზრდო სარჩენ საქმედ. აწი უკვე დავამთავრე კიდეც უნივერსიტეტი ამ საქმიანობით და მე ვთვლი რომ არ შევმცდარვარ.
აი ამ ყველაფრით კი იმის თქმა მინდა რომ, ბოკეზე დარეგისტირებულმა ახალბედა დამწებმა შეიძლება ისე დახვეწოს ჩვენი რჩევით ეს პროფესია რომ ცხოვრების აზრად გაიხადოს. ისევე როგორც მე.
და როგორც აწ უკვე ბევრჯერ ხსენებული იუზერები დამეხმარნენ მე ისე დავეხმაროთ ჩვენც.
დააა კიდევ, ამ საიტზე სტატუსიც მნიშვნელოვანია, გალერეაც და კრიტიკა შეფასების კორექტულობაც. შეიძლება ჩვენთვის აღარ იმიტომ რომ საკმარისზე მეტი ვიცით მაგრამ სხვებისთვის უმნიშვნელოვანესი შეიძლება იყოს
.ამდენის გაკეთებაც თუ არ გვინდა რომ სხვას ვურჩიოთ რამე და შეცდომა შევუსწოროთ მაშინ აღარაფერი დაგვრჩენია ამ საიტზე. ჩვენ თუ გავიზარდეთ ამ საიტზე დროა ჩვენც გავზადროთ სხვები.
სწორედ ესაა საიტის აქიურიობა მეტკიარაფერი. არავითარი დღის ფოტოები და ასე შემდეგ, მე მენატრება 2 3 წლის წინადელი ბოკე სადაც ყველა ფოტოზე იწერებოდა 20 30 კომენტარი მაგრამ აქედან მინიმუ 15 აუცილებლად გასათვალისწინებელი იყო.
მე ეხლა ავღწერე ვრცლად თუ რამხელა საქმე გააკეთა ბოკემ ჩემს ცხოვრებაში. და შეიძლება ასე მოხდეს ნებისმიერი "ნავიჩოკისთვის" რაშიც უდიდესი წვლილის შეტანა შეგვიძლია.
Liza Niniashvili
Apr 18 2012, 10:57
QUOTE
წახვედით ამ სახლიდან თქვენ და სხვა ხალხი ცხოვრობს უკვე აქ
золотые слова. ты пишешь стихи ?
Mikheil Samkharadze
Apr 18 2012, 12:30
LOOSER,
ყოჩაღ!! მადლობა ასეთი კომენტარისათვის.
იგივე შემიძლია, დავწერო მეც: მე დღემდე არ წამიშლია ის ძველი ფოტოები, რითაც დავიწყე საიტზე აქტიურობა, რომ მუდმივად ვხედავდე, რით დავიწყე და სად ვარ. ამ საიტზე შემიყვარდა ფოტოგრაფია და დარეგისტრირების დღიდან აქ ვარ, აქ ვცხოვრობ. ძალიან მიკვირდა და დღემდე მიკვირს იმ ხალხის, ვისაც "კიდია" შეფასება, სტატუსი, აქტიურობა, ახალი იუზერები, მაგრამ არ ჰკიდიათ ბოკე. და ვერც კი ხვდებიან, რომ ბოკე სხვა არაფერია თუ არა ის, რაც "პაბალშომუ" ჰკიდიათ. ვისაც დახმარება არ უნდა, ხელს მაინც ნუ შეგვიშლიან. მინდა, რომ იყოს აქტიური საიტი, ვისაც არ უნდა, ნუ შემოვა ბატონო და დაგვაცადონ.
ფოტოსაიტი იგივე "ბაზარია", სადაც ყველა ჩვენ ჩვენს დახლებზე ვდებთ პროდუქტს, რომელსაც ათვალიერებენ, სინჯავენ, აგემოვნებენ, ირგებენ და ბოლოს და ბოლოს ყიდულობენ. როგორც ყველა პროდუქტი ბაზარში, აქაც ყველა ფოტოს აქვს თავის ფასი, ანუ ჩვენ დამთვალიერებელი განვსაზღვრავთ მის ღირებულებას ჩვენი შეფასებებით. იმის მტკიცება, რომ შეფასებები არაა მთავარი, არის სისულელე. მაშინ საიტი კი არა საგამოფენო სივრცე უნდა ერქვას. დღის ფოტო, თვის ფოტო და წლის ფოტოს გამარჯვებული ფოტოები შესაბამისად უნდა ითვლებოდეს ყველაზე ძვირადღირებულ პროდუქტად. ვისაც არ ესმის მარკეტინგი, ვერ გაიგებს რას ვწერ აქ. მე ამ საიტიდან მყავს კლიენტები, ჩემს ფოტოებს ეძებენ და ყიდულობენ. ეს ბოკე-ს და ფლიკრ-ის დამსახურებაა. და სისულელეა ახლა ვინმემ მიმტკიცოს, რომ მიმკვდარი საიტი სჯობს აქტიურ და ხალხით სავსე საიტს. საიტზე უნდა იყოს მნახველი, ბევრი იუზერი და სხვადასხვა ფასიანი პროდუქტი. ეს არის ფოტო საიტი, რომელსაც აქვს პოტენცია გაზარდოს კიდევ ბევრი თაობა, როგორც გაზარდა პირველი ფოტოაპარატიანი ტიპები ქვეყანაში, ბოკეს გაჩენამ ამ პროფესიის გააქტიურება გამოიწვია, ეს ფაქტია და ვერ გაექცევი. ამ საიტს აქვს პოტენცია გახდეს შემოსავლის წყარო, აქვს პოტენცია ჩაატაროს კონკურსები და უბრალოდ ისევ გახდეს ახალი სხვა იუზერებისათვის ის "სახლი", სადაც ძველ იუზერებს კარგი დრო უტარებიათ და მათაც გამოსცადონ ეს ყველაფერი. მე რომ დავრეგისტრირდი, უამრავი კარგი ფოტოგრაფი იყო საიტზე და მე მათი ნამუშევრების თვალიერებიტ ვისწავლე ბევრი რამ, ახლა ვისგან რა უნდა ისწავლონ?
სწორედ ამიტომ მოვითხოვე სტატუსების გადანაწილება. შეუძლებელია, ახლა ვინმეს აიძულო, ისევ იაქტიუროს, როგორც 5 წლის წინ, აღარ უნდა და მორჩა. ამიტომ უნდა მისცე სტატუსი იმას, ვინც აქტიურობს და აქვს პოტენციალი სხვას რამე ურჩიოს, თუნდაც მიზერული. Liza Niniashvili,
ვწერ ლექსებს და მოთხრობებსაც
Levan Sikharulidze
Apr 18 2012, 13:31
"და სისულელეა ახლა ვინმემ მიმტკიცოს, რომ მიმკვდარი საიტი სჯობს აქტიურ და ხალხით სავსე საიტს. საიტზე უნდა იყოს მნახველი, ბევრი იუზერი და სხვადასხვა ფასიანი პროდუქტი."
დაე იყოს
tandila
Apr 18 2012, 16:14
ზნაჩიტ მაგდებენ?
რუსთაველს პოეტობა ჩამოვართვათ 800 წელია არაფერი დაუწერია
ეს ისე, მაგრამ ცხონებულ ფოტოფრაფებს რას უშვებით?
იმის მაგივრად რო სხვისი ბინძური იქექოს, თქვენით გააკეთეთ ის რაც ძველმა ბოკემ გააკეთა, გაიზარდა და სხვა ეტაპზე გადავიდა,
ხალხს ზოგს სამუშაო აქვს და ზოგს ბავშვები, ზოგმაც დაალომბარდა აპარატი, დავსაჯოთ?
სამუდამოდ ფოტოს გადაღების აკრძალვა
გადაღებული ფოტოების საავტორო უფლებების ჩამორთმევა
\
მოდით რა ადმინისტრაციამ გადაწყვიტოს ინდივიდუალურად
TIHIRO
Apr 18 2012, 16:35
QUOTE(Levan Sikharulidze @ Apr 18 2012, 01:56)
მოდით დავხატოთ ფოტო საიტის იდეალური ვარიანტი.
მე ვიქნებოდი სიამოვნებით ისეთ საიტზე სადაც იქნებოდნენ მხოლოდ პროჶები!
შეიძლება დამწყები ფოტოგრაფებისთვის ყოფილიყო თვეში ერთხელ კონკურსი და საიტზე რეგისტრაციის მხოლოდ 5 კვოტა. საიტზე რა თქმა უნდა არანაირი სტატუსი! მხოლოდ სახელი და გვარი მისი გალერეა, მორჩა. ჩემი აზრით, როცა წრე შევიწროვდება და საიტზე იქნება ის ხალხი ვისაც აინტერესებს მართლა თავისი პროფესიული განვითარება, თავისი იდეების თუ ნამუშევრების გაზიარება საიტი გახდება უფრო საინტერესო. იმიტომ რომ, 4-5 გვერდს არ გადაფურცლავ ნორმალური ფოტოს ძიებაში. იმაზე ვერავინ შემეკამათება რომ ნებისმიერი ევენთის თუ კარიკატურის თუ ფილმობანა თუ რა გინდა უფრო რეიტინგული ტოპიკები იყო ვიდრე რომელიმე ფოტოგრაფის ბიოგრაფია. და როდესაც გაჩნდა ისეთი სოციალური ქსელი როგორიც არის ჶეისბუქი ეს ხალხი და მე საკუთარ თავსაც ვგულისხმობ ამ ხალხში გადავიდა ყველა იქით. მაგრამ აი დავუშვად მე გავაკეთებ ჶეისბუქზე ჯგუფს და იმ ჯგუფში დავპატიჟებ იმ ფოტოგრაფებს რომლებიც მაინტერესებს და ასე შემდეგ. და ამ ჯგუფში ჩვენ ყველა ერთმანეთს ჩვენს ნამუშევრებს გავუზიარებთ. მორჩა დამთავრდა ეგ არის.
ამიტომ კითხვა რა აქვს ბოკეს ისეთი რაც არ აქვს ჶეისს? გარდა იმისა რომ ბევრს გვიყვარს ეს საიტი და ბევრ ტკბილ ამბებს და მწარე ამბებსაც გვახსენებს, ბოლოს და ბოლოს აქ ვცხოვრობდით.
Added @ [mergetime]1334700153[/mergetime] ისე არ გეგონოთ ეს ჩემი ჶ ჭ-ა თორემ სიტყვა პროჶები ნამეტანი არა კორეკტულად გამოიყურება: ))))
ამ იდეალურ ბოკეზე ჩემი ადგილი არ იქნებოდა.არადა, იქნება რა მარგალიტი გავხდე დიდი წვალების მერე?

ყველაზე მეტად ჩემი ცუდი ნამუშევრების კრიტიკა მინდა. ვერ ვხვდები რატომ აიგნორებს ხალხი.ჩემია და რახან დავდე აქ მომწონს. მაგრამ ვხვდები რომ რახარ არც შეფასებაა და არც კომენტარი ვერაა რიგზე ყვლაფერი. კიდევ უამრავი კითხვა მაქვს და ფორუმი ისეა გადავსებული რომ იმის ძიებაში სად ვიკითხო კითხვა მავიწყდება. ახალი თემის გახსნა კიდევ ჯერჯერობით ვერ გამიბედავს
Added @ [mergetime]1334752642[/mergetime] .. ხო კიდევ 4 ბავშVი მყავს და შესაბამისად ბოკესთვის დრო რაც მექნება- წარმოიდგინეთ. შემოვალ ერთხელაც ღამე და წაშლილი ვიქნები?ეგრე თქვენ მე5ეს გამაჩენინებთ, სხვა საქმე რომ არ მექნება

)))))))))))))))))))))))
User-Nikala
Apr 18 2012, 18:49
ამდენი ხანი ვკითხულობ და ვფიქრობ სწორი დასკვნა გამოვიტანე, აქ არ არის საუბარი ვინმეს დაქვეითებაზე, აქ საუბარია სხვების წახალისებაზე და ზოგადად კ ჩორტუ სტატუსები, ზოგადად საიტის გამოცოცხლებაზეა საუბარი.
მოდით პირდაპირ ვთქვათ, აქ ხალხი შემოვა იმ შემთხვევაში თუ რაიმე კარდინალური ცხვლილება მოხდება, იმიტომ რომ ბოკემ (და არა მხოლოდ ბოკემ) ამოწურა თავისი თავი როგორც უბრალო ფოტო საიტმა - გალერეამ, რადგან გაჩნდა ფეისბუქი. უნდა მოხდეს ახალი სისხლის გადასხმა, ახალი ინტერესი, თუნდაც კომერციული, საიტმა უნდა შეიცვალოს სახე, გარდა გალერეისა უნდა ქონდეს სხვა დატვირთვა, სხვა შემთხვევაში გავა 1-2 წელი და საიტზე არც ის ხალხი აღარ შემოვა ვინც ეხლა შემოდის.
რა არის ამისთვის საჭირო? რათქმაუნდა დრო, დრო რომელიც დასვენებისთვის არის გამოყოფილი სამსახურის შემდეგ, რადგან უმრავლესობა საკუთარი სამსახურით და ოჯახით არის დაკავებული. ასევე მონდომება და რაც ყველაზე მთავარია იდეა!
ჩამოყარეთ იდეები! ოღონდ რეალური, შესრულებადი (ისეთი რომელსაც შეძლებთ) და შესთავაზეთ ადმინისტრაციას. დარწმუნებული ვარ საღ აზრს ნებისმიერი საიტის ნებისმიერი ადმინისტრაცია მიესალმება.
ზა ძელო ))
Levan Sikharulidze
Apr 18 2012, 21:54
tandila,
Nikoloz Mameishvili,
+ 1
Added @ [mergetime]1334772132[/mergetime] TIHIRO,
5 არ ვიცი მარა 4-ზე ესე 12 წელიწადში დაგეწევი: )
ჯერ მხოლოდ ერთი
4 რომ გყავს და ამხელა კომენტს რომ ასწრებ ბრავოოოო
Lasha Palavandishvili
Apr 18 2012, 23:53
ფორუმი, როგორც ინტერნეტპლატფორმა კრიზისს განიცდის...
რა შუაშია ბოკე საერთოდ? -დ
ფასიანი სერვისები.... -დ კაიფობთ? -დ
კაროჩე...
საქმე გააკეთეთ..
გამოფენები, "ტუსოვკები", გულავი, გასვლები, პროქტები და ეგაა... ;= ))))
Goderdzi Makharashvili
Apr 19 2012, 05:30
ამას მთლიანად ნამდვილად ვერ წავიკითხავ მოვკვდები და აღარც ბოკე მინდა აღარც სტატუსი.
ეს რა თქმა უნდა ხუმრობით.
საერთოდ რა თემაა ეს ? რა სტატუსი ?
მიხო იყო ცუდ ხასიათზე შემოვიდა და ჩვენ გვეჩხუბება მგონი.
შარშან რომ გავხსენი თემა სადმე წავიდეთ თქო და დღემდე რომ მარტო ჩემი პოსტია იქ ეს არ გაღელვებს.თ ?
რა დროს სტატუსია ხალხმა ერთმანეთი "დავიკიდეთ"
დავდივართ კუტოკებად .
გამოფენა იყო ლევანისი ყიფიანის გამიხარდა ჯერ ერთი დიდი ხანი ველოდი ამ გამოფენას და მეორე ადრე ხალხს ვნახულობდი გამოფენებზე და ვიფიქრე აქ მაინც დავიჭერდი რამოდენიმეს გადასაკოცნად.
მივედი და მაქსიმუმ 10 ადამიანი ვნახე ისიც ვერ.
ამაზე იფიქრეთ თქვენ და მერე სტატუსებიც იქნება და აქაც იაქტიურებს ხალხი.
გამოფენები დავიკიდეთ .საიტზე ვინმე ვინმეს რამეს დავუწერთ ?
უკან მივდივართ უკან !
ზოგადად თემა რომ ფორუმი უნდა გამოცოცხლდეს ვეტანხმები, მაგრამ რა საჭირო იყო არააქტიური მომხმარებლების ჩამოწერა ვერ მივხვდი, საწყენად არ მიიღო მაგრამ ამ ფაქტმა ჩემზეც იმოქმედა იმიტომ რომ ბევრი მეგობარი და ახლობელი ვნახე იმ სიაში, რომლებისგანაც ირადად მე ვისწავლე ფოტოგრაფიის ანა-ბანა და ბოკეს არსებობა.
მოდით უფრო მეტი "ჩვენ" გავაკეთოთ და ძველებს ამით ვცეთ პატივი, ხოლო მათი სტატუსები ჩემი სტატუსიანად თუ გინდა წყალს წაუღია!
Sofio Gokhelashvili
Apr 19 2012, 16:03
დავხვრიტოთ მიშა სამხარაძე ამ სახელების ჩამოწერისთვის და იმისთვისაც რომ არ კიდია ბოკე! აბა შევადგინოთ სია ვინაა თანახმა:
1_ სოფიო გოხელაშვილი_დუცი
2_ ?????
tandila
Apr 19 2012, 16:40
სიების შედგენას და პოპულისტური განცხადებების კეთებას, ადმინისტრაციასთან კონსულტაცია და საქმეში გარკვევა ჯობია.
ბოლოსდაბოლოს კერძო საიტია და ყველანი მუქთა სტუმრები ვართ
Added @ [mergetime]1334839386[/mergetime]
ხოდა კეშას თუ გონია რომ ვინმეზე კაი სურათს იღებს, ეგ არ ნიშნავს რომ ეგრეა
Sofio Gokhelashvili
Apr 19 2012, 16:49
რატომ ჩააცივდით ამ კეშას კაცო, რა დააშავა ამ ადამიანმა, თავის გულისტკივილს წერს კი არ ყვირის მე ყველაზე მაგარი ვარ ბოკეს წილი მომეცითო?!
პიროვნულად ნუ უკავშირებთ კეშას ნურაფერს რააა!!!!!!
რიგითი მომხმარებელია ამ საიტის.. და შეიძLებოდა ნებისმიერს დაეწერა იგივე