IPB WARNING [2] preg_replace(): The /e modifier is no longer supported, use preg_replace_callback instead (Line: 781 of /sources/lib/post_parser.php) IPB WARNING [2] preg_replace(): The /e modifier is no longer supported, use preg_replace_callback instead (Line: 781 of /sources/lib/post_parser.php)
Photoclub Boke -> არაქტიური იუზერები
ბევრჯერ ითქვა, მაგრამ არავინ აღარ განავრცო ეს თემა. ავიღებ ჩემს თავზე ამ საქმეს და ჩამოვწერ უამრავ იუზერს მაღალი სტატუსებით. მაინტერესებს, რას ფიქრობთ თქვენ, რა დამსახურებისათვის მიიღეს ეს სტატუსები და რამდენად ლოგიკურია უფუნქციო და არააქტიურ იუზერებზე მსგავსი სტატუსების დანაწილება და გაფლანგვა:
Photographer: ANUKA archigio chaba dat21 erekle GOREC Gottfried Lenz off Gruzinus_Vulgaris Kikala kotetbeli Liza Niniashvili mariami N-JIO n.n.n Nika Pkhakadze Nikala Olegito pantazia - შემოდის ხოლმე საიტზე, არ აფასებს, ფოტოს არ დებს, არ აკომენტარებს. Photoanima Photo_amateur qonguri Rasta sabai Sebastian Shota Megrelishvili TABASCO tabu Tato Unc
Amateur+ 7day alienoty beshqena BZIK Cyb devil fani GrigolS Guka_David Gilmour InvisibleM Irakli Medoshvili kakhabera Kamikadze keto kitesa krea Lasha Ghughunishvili lika Maia Chkhaidze Mia MRme Nata NeoArt nicalagua nikka nikusha Nikusha23 Nino Tabutsadze November Rain oshkhe Otar Ratiani riko sandriko Sebastiao_Salgado Sikvdila Sophie Berdzenishvili squee Tarkhan Gasviani toma vaxtanga vaxxx zurikela _vato_
Moderator Moderator Moderator-1 Moderator-2 Moderator-3 Moderator-4 Moderator-5 Moderator-6 Moderator-7 Moderator-8
(ძალიან ბევრი იუზერი ამოვშალე ამ სიიდან, მხოლოდ იმიტომ, რომ მახსოვს 2 წლის წინ იყენებდნენ ამ სტატუსებს, თორე სია გაცილებით ბევრია.)
სიტუაცია არის ძალიან მარტივი: მეც და ბევრ სხვასაც რატომღაც სასწაულად გამიჭირდა რაღაც სტატუსის მიღება, მაშინ როდესაც უამრავია, ვისაც არც კი უნახავს ეს სტატუსები რომ მიიღო ან, მას შემდეგ რაც ეს სტატუსი აქვთ, 2 წელი გავიდა და არც კი გამოუყენებიათ. უამრავი ამატეური მეგულება ამ საიტზე ვისა არასოდეს უნახავს ეს ნიკები ანტებული ბოკეზე. მეც კი ბევრი მათგანი არასოდეს მინახავს აქტიურ ფაზაში, არადა 2007 წლიდან ამ საიტზე ვარ !
უნდა გადახალისდეს საიტი,, ასე არ შეიძლება.
რაც შეეხება სხვა პრობლემას: ხალხნო, ნუ გეზარებათ კომენტარების და შეფასებების წერა! ფოტოგრაფი იმიტომ იღებს ფოტოს, რომ ჰყავდეს მნახველი, თქვენ ფოტოების გახსნაც გეზარებათ და თან ამ დროს აქტიური საიტი გინდათ. ახალმოსულებს არაფრად არ აგდებთ, გეგონება თქვენ ეგრევე პროფესიონალურად დაიწყეთ გადაღება. თუ არ მოინდებთ, არაფერიც არ შეიცვლება ამ საიტზე. მე მინდა, რომ შეიცვლოს უკეთესობისკენ და თქვენც სცადეთ.
LOOSER, ყოჩაღ!! მადლობა ასეთი კომენტარისათვის. იგივე შემიძლია, დავწერო მეც: მე დღემდე არ წამიშლია ის ძველი ფოტოები, რითაც დავიწყე საიტზე აქტიურობა, რომ მუდმივად ვხედავდე, რით დავიწყე და სად ვარ. ამ საიტზე შემიყვარდა ფოტოგრაფია და დარეგისტრირების დღიდან აქ ვარ, აქ ვცხოვრობ. ძალიან მიკვირდა და დღემდე მიკვირს იმ ხალხის, ვისაც "კიდია" შეფასება, სტატუსი, აქტიურობა, ახალი იუზერები, მაგრამ არ ჰკიდიათ ბოკე. და ვერც კი ხვდებიან, რომ ბოკე სხვა არაფერია თუ არა ის, რაც "პაბალშომუ" ჰკიდიათ. ვისაც დახმარება არ უნდა, ხელს მაინც ნუ შეგვიშლიან. მინდა, რომ იყოს აქტიური საიტი, ვისაც არ უნდა, ნუ შემოვა ბატონო და დაგვაცადონ.
ფოტოსაიტი იგივე "ბაზარია", სადაც ყველა ჩვენ ჩვენს დახლებზე ვდებთ პროდუქტს, რომელსაც ათვალიერებენ, სინჯავენ, აგემოვნებენ, ირგებენ და ბოლოს და ბოლოს ყიდულობენ. როგორც ყველა პროდუქტი ბაზარში, აქაც ყველა ფოტოს აქვს თავის ფასი, ანუ ჩვენ დამთვალიერებელი განვსაზღვრავთ მის ღირებულებას ჩვენი შეფასებებით. იმის მტკიცება, რომ შეფასებები არაა მთავარი, არის სისულელე. მაშინ საიტი კი არა საგამოფენო სივრცე უნდა ერქვას. დღის ფოტო, თვის ფოტო და წლის ფოტოს გამარჯვებული ფოტოები შესაბამისად უნდა ითვლებოდეს ყველაზე ძვირადღირებულ პროდუქტად. ვისაც არ ესმის მარკეტინგი, ვერ გაიგებს რას ვწერ აქ. მე ამ საიტიდან მყავს კლიენტები, ჩემს ფოტოებს ეძებენ და ყიდულობენ. ეს ბოკე-ს და ფლიკრ-ის დამსახურებაა. და სისულელეა ახლა ვინმემ მიმტკიცოს, რომ მიმკვდარი საიტი სჯობს აქტიურ და ხალხით სავსე საიტს. საიტზე უნდა იყოს მნახველი, ბევრი იუზერი და სხვადასხვა ფასიანი პროდუქტი. ეს არის ფოტო საიტი, რომელსაც აქვს პოტენცია გაზარდოს კიდევ ბევრი თაობა, როგორც გაზარდა პირველი ფოტოაპარატიანი ტიპები ქვეყანაში, ბოკეს გაჩენამ ამ პროფესიის გააქტიურება გამოიწვია, ეს ფაქტია და ვერ გაექცევი. ამ საიტს აქვს პოტენცია გახდეს შემოსავლის წყარო, აქვს პოტენცია ჩაატაროს კონკურსები და უბრალოდ ისევ გახდეს ახალი სხვა იუზერებისათვის ის "სახლი", სადაც ძველ იუზერებს კარგი დრო უტარებიათ და მათაც გამოსცადონ ეს ყველაფერი. მე რომ დავრეგისტრირდი, უამრავი კარგი ფოტოგრაფი იყო საიტზე და მე მათი ნამუშევრების თვალიერებიტ ვისწავლე ბევრი რამ, ახლა ვისგან რა უნდა ისწავლონ?
სწორედ ამიტომ მოვითხოვე სტატუსების გადანაწილება. შეუძლებელია, ახლა ვინმეს აიძულო, ისევ იაქტიუროს, როგორც 5 წლის წინ, აღარ უნდა და მორჩა. ამიტომ უნდა მისცე სტატუსი იმას, ვინც აქტიურობს და აქვს პოტენციალი სხვას რამე ურჩიოს, თუნდაც მიზერული.