IPB WARNING [2] preg_replace(): The /e modifier is no longer supported, use preg_replace_callback instead (Line: 781 of /sources/lib/post_parser.php) IPB WARNING [2] preg_replace(): The /e modifier is no longer supported, use preg_replace_callback instead (Line: 781 of /sources/lib/post_parser.php)
Photoclub Boke -> არაქტიური იუზერები
ბევრჯერ ითქვა, მაგრამ არავინ აღარ განავრცო ეს თემა. ავიღებ ჩემს თავზე ამ საქმეს და ჩამოვწერ უამრავ იუზერს მაღალი სტატუსებით. მაინტერესებს, რას ფიქრობთ თქვენ, რა დამსახურებისათვის მიიღეს ეს სტატუსები და რამდენად ლოგიკურია უფუნქციო და არააქტიურ იუზერებზე მსგავსი სტატუსების დანაწილება და გაფლანგვა:
Photographer: ANUKA archigio chaba dat21 erekle GOREC Gottfried Lenz off Gruzinus_Vulgaris Kikala kotetbeli Liza Niniashvili mariami N-JIO n.n.n Nika Pkhakadze Nikala Olegito pantazia - შემოდის ხოლმე საიტზე, არ აფასებს, ფოტოს არ დებს, არ აკომენტარებს. Photoanima Photo_amateur qonguri Rasta sabai Sebastian Shota Megrelishvili TABASCO tabu Tato Unc
Amateur+ 7day alienoty beshqena BZIK Cyb devil fani GrigolS Guka_David Gilmour InvisibleM Irakli Medoshvili kakhabera Kamikadze keto kitesa krea Lasha Ghughunishvili lika Maia Chkhaidze Mia MRme Nata NeoArt nicalagua nikka nikusha Nikusha23 Nino Tabutsadze November Rain oshkhe Otar Ratiani riko sandriko Sebastiao_Salgado Sikvdila Sophie Berdzenishvili squee Tarkhan Gasviani toma vaxtanga vaxxx zurikela _vato_
Moderator Moderator Moderator-1 Moderator-2 Moderator-3 Moderator-4 Moderator-5 Moderator-6 Moderator-7 Moderator-8
(ძალიან ბევრი იუზერი ამოვშალე ამ სიიდან, მხოლოდ იმიტომ, რომ მახსოვს 2 წლის წინ იყენებდნენ ამ სტატუსებს, თორე სია გაცილებით ბევრია.)
სიტუაცია არის ძალიან მარტივი: მეც და ბევრ სხვასაც რატომღაც სასწაულად გამიჭირდა რაღაც სტატუსის მიღება, მაშინ როდესაც უამრავია, ვისაც არც კი უნახავს ეს სტატუსები რომ მიიღო ან, მას შემდეგ რაც ეს სტატუსი აქვთ, 2 წელი გავიდა და არც კი გამოუყენებიათ. უამრავი ამატეური მეგულება ამ საიტზე ვისა არასოდეს უნახავს ეს ნიკები ანტებული ბოკეზე. მეც კი ბევრი მათგანი არასოდეს მინახავს აქტიურ ფაზაში, არადა 2007 წლიდან ამ საიტზე ვარ !
უნდა გადახალისდეს საიტი,, ასე არ შეიძლება.
რაც შეეხება სხვა პრობლემას: ხალხნო, ნუ გეზარებათ კომენტარების და შეფასებების წერა! ფოტოგრაფი იმიტომ იღებს ფოტოს, რომ ჰყავდეს მნახველი, თქვენ ფოტოების გახსნაც გეზარებათ და თან ამ დროს აქტიური საიტი გინდათ. ახალმოსულებს არაფრად არ აგდებთ, გეგონება თქვენ ეგრევე პროფესიონალურად დაიწყეთ გადაღება. თუ არ მოინდებთ, არაფერიც არ შეიცვლება ამ საიტზე. მე მინდა, რომ შეიცვლოს უკეთესობისკენ და თქვენც სცადეთ.
ბევრი ვუყურე ამ თემას, და 1 აზრი ჩამომიყალიბდა, რომ ბოკეზე საჭიროა წახალისებასთან ერთად საიტის ძრავის განახლება, გარკვეული კილომეტრაჟის შემდეგ ძრავში როგორც წესი იცვლება ზეთი, ასევეა საიტებსეც იცვლება ან იუზერი ან ზოგადად საიტის ძრავი, ეს ძრავი მქმედებს იმაში რომსაჭიროა აქტიური იუზერების წახალისება, მე მაგალითან ამ საიტზე მოვხვდი შემდეგ ნაირად, ადმინისტრატორ Nika ს ვიცნობ ჯერ კიდევ ოფროუდიდან, მე მაშინ გამიჩნდა ინტერესი ნიკას შემხედვარე ზოგადად ფოტგრაფიაზე. ვიღებდი მეც ფოტოებს, მერე 1 2 მა ადამიამა მითხრა რომ კარგი ხედვა გაქვსო. ნიკასგანაც ვისმენდი კრიტიკას და ჩამითრია ამ ყველაფერმა, მერე მინდოდა რომ უფრო მეტ ხალხს ენახა, მირჩია ამ საიზე დარეგისტრირება, მაგრამ შემდეგნაირად, გადახედა ჩემს გალერეას და ვიმსახურებდი თუ არა ამ საიტზე დარეგისტრირებას მან გადაწყვიტადა ის ეგამიხსნა ექაუნთი ბოკეზე (მაშინ სეწყვეტილი იყო რეგისტრაცია და მხოლოდ რეკომენდაციით ხდებოდა საიტზე ექაუნთის გახსნა)
მახსოვს MINI, ლევან ყიფიანი, არჩერი, ჯინჯერი, რიმანელი, სოფო ნადარეიშვილი, სკაუტი, ნინა მინზონი, მაძლევდნენ რჩევებს, იცი ჩემო ლევან ეს ასე აჯობებს ეს ასე აჯობებს, ეს ზედმეტია, ეს კარგია ეს ცუდია. მე კრიტიკას ვიღებდი ისეთს ამ საიტზე რომ იმის გამოსწორების მუღამი მქონდა და ინტერესი, რადგან მე ვთვლიდი იმ კრიტიკას მისაღებად.
კრიტიკა იყო დაწვრილებითი, კონკრეტული და მიზანშეწონილი, მე ბევრი რამე ვისწავლე ზემოთ ჩამოთვლილი იუზერებისგან ვისიც დღემდე მე დიდ მადლიერი ვარ და მათ ნაშრომს ყოველთვის პატივისცემით ვექცევი.
რეებს ვიღებდი ეხლა რომვუყურებ რამის სიცილით გავსკდე, ეხლა კი თურმე რამდენი რამე უსწავლებია ბოკეს ჩემთვის. აქ ვისწავლე კრიტიკის პატივისცემა, და თუ დაუკვირდებით ჩემს გალერეაში ყველა ფოტოზე აწერია "ველქამ კრიტიკებიოოო".
მახსოვს მინის ვუგზავნიდი ფოტოებს, და მიმუშავებდა ხოლმე, და შემდეგ ვდებდი ბოკეზე, ეს იმას კი არ ნიშნავდა რომ მე რახან მინის დამუშავებული ფოტო მედო ბოკეზე მაგარი როჟა ვიყავი, არამედ მე მინისგან რომ ვხედავდი ამხელა ყურადღებას მაგის მუღამზევ ვიყავი რომ რა შენიშვნასაც მომცემდა და მირჩევდა რომ ლევან ასე ჯობია!!!!!!!!! მე გამეთვალისწინებინდა. ეს ჩემთვის რამხელა სიხარული იყო ვერ აგიღწერთ, როცა ამატურ+ შენი ფოტოთი და ზოგადად შენით ინტერესდება და გეხმარება, ნუ გგონიიათ რომ რახან მე ეხლა უკვე მინის, სკაუტის, რიმანელის, მინზონის, და შეშემდეგ იუზრებისნაირი სტატუსი მაქვს მათი აზრიაღარაა ჩემთვის ღირებული. პირიქით უფრო მნიშვნელლოვნიცაა ვირე ადრე.
მე ამით იმის თქმა მინდა რომ ნიუბაისთვის, ამატუ+ და მასტერებისთვისაც ნებისმიერი ადამიანის აზრი მსიაღებია, და მითუმეტეს ე.წ ვანიჩოკებისთვის, რამხელა სტიმულია მათთვის სტატუსიანი (იგივე გამოცდილი ხალხის) რჩევა შეიძლება ამაზე წარმოდგენაც არ გქონდეთ. ასე რომ სტატუსს ჩვენთვის თუ არა მათთვის აქვს მნიშვნელობა ზუსტად იმ პრინციპით რა პრიცნციპიც წეღან დავწერე.
სქემაა მარტივი: სტატუსი გაქვს მაღალი? რჩევას აძლევ ახალ სწვრს? ის აუცილებად იტთვალისწინებს. სატუსი გაქვს მაღალი?: არ შეეკითხება ახალი წევრი ახალს რაიმე კითხვას ადგება და გამოცდილს შეეკითხება, გამოცდილი კიდევ სტატუის მიხედვით უნდა აარჩიოს.
და აი სწორედ აქ გადაიკვეთა ჩემი და ფოროგრაფიის ხაზი ერთმანეთზე. იმდედაც ჩამითრია მე ამ ყველაფერმა, (მინის რიმანელის ნინას ჯინჯერის რჩევებმა) რომ ეს ჩემი ნაწილი გახდა, მე გადავწყვიტე ჩამებარებინა თეატრალუში ფოტოგრაფიაზე და ამეთვისებინა ეს პროფესია როგორც ჩემს მომავალ საზრდო სარჩენ საქმედ. აწი უკვე დავამთავრე კიდეც უნივერსიტეტი ამ საქმიანობით და მე ვთვლი რომ არ შევმცდარვარ.
აი ამ ყველაფრით კი იმის თქმა მინდა რომ, ბოკეზე დარეგისტირებულმა ახალბედა დამწებმა შეიძლება ისე დახვეწოს ჩვენი რჩევით ეს პროფესია რომ ცხოვრების აზრად გაიხადოს. ისევე როგორც მე.
და როგორც აწ უკვე ბევრჯერ ხსენებული იუზერები დამეხმარნენ მე ისე დავეხმაროთ ჩვენც.
დააა კიდევ, ამ საიტზე სტატუსიც მნიშვნელოვანია, გალერეაც და კრიტიკა შეფასების კორექტულობაც. შეიძლება ჩვენთვის აღარ იმიტომ რომ საკმარისზე მეტი ვიცით მაგრამ სხვებისთვის უმნიშვნელოვანესი შეიძლება იყოს .ამდენის გაკეთებაც თუ არ გვინდა რომ სხვას ვურჩიოთ რამე და შეცდომა შევუსწოროთ მაშინ აღარაფერი დაგვრჩენია ამ საიტზე. ჩვენ თუ გავიზარდეთ ამ საიტზე დროა ჩვენც გავზადროთ სხვები.
სწორედ ესაა საიტის აქიურიობა მეტკიარაფერი. არავითარი დღის ფოტოები და ასე შემდეგ, მე მენატრება 2 3 წლის წინადელი ბოკე სადაც ყველა ფოტოზე იწერებოდა 20 30 კომენტარი მაგრამ აქედან მინიმუ 15 აუცილებლად გასათვალისწინებელი იყო.
მე ეხლა ავღწერე ვრცლად თუ რამხელა საქმე გააკეთა ბოკემ ჩემს ცხოვრებაში. და შეიძლება ასე მოხდეს ნებისმიერი "ნავიჩოკისთვის" რაშიც უდიდესი წვლილის შეტანა შეგვიძლია.