IPB WARNING [2] preg_replace(): The /e modifier is no longer supported, use preg_replace_callback instead (Line: 781 of /sources/lib/post_parser.php) IPB WARNING [2] preg_replace(): The /e modifier is no longer supported, use preg_replace_callback instead (Line: 781 of /sources/lib/post_parser.php)
Photoclub Boke -> არაქტიური იუზერები
ბევრჯერ ითქვა, მაგრამ არავინ აღარ განავრცო ეს თემა. ავიღებ ჩემს თავზე ამ საქმეს და ჩამოვწერ უამრავ იუზერს მაღალი სტატუსებით. მაინტერესებს, რას ფიქრობთ თქვენ, რა დამსახურებისათვის მიიღეს ეს სტატუსები და რამდენად ლოგიკურია უფუნქციო და არააქტიურ იუზერებზე მსგავსი სტატუსების დანაწილება და გაფლანგვა:
Photographer: ANUKA archigio chaba dat21 erekle GOREC Gottfried Lenz off Gruzinus_Vulgaris Kikala kotetbeli Liza Niniashvili mariami N-JIO n.n.n Nika Pkhakadze Nikala Olegito pantazia - შემოდის ხოლმე საიტზე, არ აფასებს, ფოტოს არ დებს, არ აკომენტარებს. Photoanima Photo_amateur qonguri Rasta sabai Sebastian Shota Megrelishvili TABASCO tabu Tato Unc
Amateur+ 7day alienoty beshqena BZIK Cyb devil fani GrigolS Guka_David Gilmour InvisibleM Irakli Medoshvili kakhabera Kamikadze keto kitesa krea Lasha Ghughunishvili lika Maia Chkhaidze Mia MRme Nata NeoArt nicalagua nikka nikusha Nikusha23 Nino Tabutsadze November Rain oshkhe Otar Ratiani riko sandriko Sebastiao_Salgado Sikvdila Sophie Berdzenishvili squee Tarkhan Gasviani toma vaxtanga vaxxx zurikela _vato_
Moderator Moderator Moderator-1 Moderator-2 Moderator-3 Moderator-4 Moderator-5 Moderator-6 Moderator-7 Moderator-8
(ძალიან ბევრი იუზერი ამოვშალე ამ სიიდან, მხოლოდ იმიტომ, რომ მახსოვს 2 წლის წინ იყენებდნენ ამ სტატუსებს, თორე სია გაცილებით ბევრია.)
სიტუაცია არის ძალიან მარტივი: მეც და ბევრ სხვასაც რატომღაც სასწაულად გამიჭირდა რაღაც სტატუსის მიღება, მაშინ როდესაც უამრავია, ვისაც არც კი უნახავს ეს სტატუსები რომ მიიღო ან, მას შემდეგ რაც ეს სტატუსი აქვთ, 2 წელი გავიდა და არც კი გამოუყენებიათ. უამრავი ამატეური მეგულება ამ საიტზე ვისა არასოდეს უნახავს ეს ნიკები ანტებული ბოკეზე. მეც კი ბევრი მათგანი არასოდეს მინახავს აქტიურ ფაზაში, არადა 2007 წლიდან ამ საიტზე ვარ !
უნდა გადახალისდეს საიტი,, ასე არ შეიძლება.
რაც შეეხება სხვა პრობლემას: ხალხნო, ნუ გეზარებათ კომენტარების და შეფასებების წერა! ფოტოგრაფი იმიტომ იღებს ფოტოს, რომ ჰყავდეს მნახველი, თქვენ ფოტოების გახსნაც გეზარებათ და თან ამ დროს აქტიური საიტი გინდათ. ახალმოსულებს არაფრად არ აგდებთ, გეგონება თქვენ ეგრევე პროფესიონალურად დაიწყეთ გადაღება. თუ არ მოინდებთ, არაფერიც არ შეიცვლება ამ საიტზე. მე მინდა, რომ შეიცვლოს უკეთესობისკენ და თქვენც სცადეთ.
მემგონი საერთოდ ვერ მიხვდით რატომ გავხსენი ეს თემა: იქნებ, უფრო მეტი დაინახოთ, ვიდრე ყურით მოთრეული "სტატუსზე წუწუნი"? ჩემი სტატუსი აბსოლუტურად მაკმაყოფილებს და არ გავკადნიერდები, ამაზე მეტი მოვითხოვო, თუ გალერეის ლიმიტი არ შემზღუდავს.
ვიღებ ძალიან ბევრს, კარგი/ნორმალური ფოტოებიც გამომდის ხანდახან, სიამოვნებასაც ვიღებ. მაგრამ იმედია ყველა ვთანხმდებით, რომ ფოტოგრაფი, რაც არ უნდა კარგად იღებდეს, მას სჭირდება მნახველი და ამიტომ ვტვირთავთ ფოტოებს საიტებზე. ჩვენ, ვისაც გვიყვარს ეს საიტი და გვინდა, რომ აქ გვყავდეს დამთვალიერებელი, ვითხოვთ სულ მცირე რამეს. ადამიანი რომ 2-3 წელი საიტზე გყავს და არაა ცუდი ფოტოგრაფი, მას სტიმული სჭირდება. ამ ადამიანს წყინს, რომ ხედავს ვირაცას, ვინც 6 თვის წინ შემოვიდა საიტზე და უცებ მიაკერეს მწვანე ფერი. ბევრმა წაშალა გალერეა და საერთოდ აღარ შემოდიან. ეს არის მენჯმენტის არარსებობის ბრალი. ერთი იუზერის თავზე ხელის გადასმით, არ უნდა დაკარგო ათი მომხმარებელი. ვინც ამდენს ვერ ხვდება, საერთოდ ნუ გამოეხმაურება ამ თემას რა!
სწორედ მაგის გამო ჩამოვწერე ის გრძელი სია არააქტიური წევრების, რომლებსაც არეფრში არგიათ ეგ სტატუსები, მიეცით მას, ვინც არის საიტზე, ვინც საიტს აცოცხლებს, შემფასებლებიც იქნებიან, დღის ფოტოც ხშირად გამოიცვლება და საერთოდ უფრო მიჯაჭვულები იქნებიან საიტზე, ვიდრე აქამდე იყვნენ. მე თუ აღარ მინდა ეს ბოკე და საერთოდ არ შემოვსულვარ 3 წელია, რა ჭირად მარგია ეს სტატუსი, საფლავში წავიღებ თუ გადავდნობ?? მემკვიდრეობით გადაეცემა კაცო??
ერთ-ერთი მთავარი თემა არის მოდერაციის არარსებობა საიტზე: მიეცით ვინმეს ეს მოდერატორის იუზერი, ვისაც ექნება სურვილი და დრო. რა გახდა საიტზე ერთი მოდერატორი?
error404, შენ რომ დღემდე ამატეური იყო და მე მასტერი, რომელიც აშკარად ვერ ვიღებ შენზე უკეტესად დამიჯერე გაგიტყდებოდა და გაგიჩნდებოდა დაუფასებლობის შეგრძნება. დაფასება და წახალისება ძალიან ბევრ რამეს ნიშნავს. არ სეიძლება სეფარდებითი სამართლიანობა.
ეს პოსტი ჩემთვის არ დამიწერია, გაიგეთ ბოლოს და ბოლოს !! სადაა ლოგიკა? ჩემმა დამ რომ ფეისბუქზე პოსტი დაწერა და 240 კომენტარი დაიწერა და ყველა რომ შემოცვივდა ბოკეზე, ჩემს დას თავისთვის კი არ გაუკეთებია ეგ!!