ჩვენს FB-ს გვერდზე 1 წლის განმავლობაში ჩატარდება ვიქტორინები და ფოტოკონკურსები ჩვენი ჯგუფის წევრებისთვის... ვიცი რომ ფორუმზე ბევრი ნიჭიერი ფოტოგრაფია და ამიტომ ვდებ კონკურსის ინფოს აქაც...
ამ კვირაში დაიწყო "ამბოლი"-ს ფოტოკონკურსი BMW და დისკი, რომლის საპრიზო ფონდია 600 ლარი. იქნება 2 გამარჯვებული: 1) ყველაზე მეტი LIKE-ის მქონდე და 2) ამბოლის სიმპატია (აირჩევენ ფოტოხელოვნებაში პროფესიონალი პირები)... წესები მდგომარეობს შემდეგში: ვაგზავნით საკონკურსო მხოლოდ 1 ცალ სურათს + ფოტოს ავტორს და მანქანის კუბატურას მაილზე gt@bmwclub.ge და 23 ნოემბერს იტვირთება ყველა საკონკურსო ფოტო საქართველოს BMW-ს კლუბის Page-ზე BMW Club Georgia - Facebook Page . 27 ნოემბერს (23:30-ზე) კი გამოცხადდებიან გამარჯვებულები. ვდებთ მხოლოდ ჩვენს გადაღებულ სურათებს. არ შეიძლება სხვისი გადაღებული სურათის დადება. შეგიძლიათ გამოაგზავნოთ სხვისი სურათი მხოლოდ ფოტოს ავტორთან შეთანხმებით. ნებისმიერი საეჭვო სურათის შემთხვევაში მოვითხოვთ დამამტკიცებელ საბუთებს (გადაღებულ მანქანას, დროს, ორიგინალ ფაილს და ა.შ.).
კონკურსის გამარჯვებული სურათები დაიკიდება თბილისის ქუჩებში არსებულ ბანერებზე, რასაც ჩვენი პარტნიორი Outdoor.ge უზრუნველყოფს. კომპანია ამბოლს და საქართველოს BMW-ს კლუბს აქვს უფლება ნებისმიერი გამოგზავნილი სურათი გამოიყენოს საკუთარი ორგანიზაციის სარეკლამოდ და შეხედულებისამებრ.
გისურვებთ წარმატებებს ამ ლამაზ კონკურსზე და დიდი მადლობა ჩვენს სპონსორებს ამ ლამაზი იდეის განხორციელებისათვის!
kesha, კეშა არც პატარა ბიჭუნა ვარ და არც ახლა ვერკვევი ფოტოგრაფიაში თუ მარკეტინგში... ძალიან კარგად ვიცი სურათების გადაღების პროცედურა და ფასი, რადგან მე თვითონ რეჟისორი ვარ (ვიდეო რეკლამების განხრით)...
ვიცი რომ მასიურად კიდიათ შენი გვერდი ვინც კონკურსის გამო LIKE-ს გაძლევს, მაგრამ ეს არ კიდიათ სპონსორებს... მე სპონსორებს ვაძლევ რეკლამას, ისინი აწესებენ საპრიზო ფონდს და თემაზე ყველაზე კარგ სურათს ვარჩევინებ (ამ საიტის კონკურენტ) მართლა მცოდნეებს... მე მარტო PR რომ მაინტერესებდეს 2 გამარჯვებულს არ დავაწესებდი... და ვინმეს თუ 300 ლარები უყრია და არ უღირს თუნდაც 1 საათიან მომზადებად - ეს თქვენი გზაა... რაც შეეხება სხვისი სურათის გამოყენებას - მე ინტერნეტიდან არავის დავადებინებ სურათს და სხვისი ნებართვით სურათის დადებაში იგულისხმება შემდეგი: მე მყავს კარგი მანქანა და დისკები ხო? ვაღებინებ კარგ ფოტოგრაფს და ვდებ მე... მე მართლა თქვენსკენ ვარ და თქვენ კიდე ამბიციებით და "პროფესიონალიზმით" მაღალფარდოვან აზრებს მესვრით... ჩემზე კარგად ნაღდათ არ იცით აქედან არცერთმა საქართველოში რა მასაა სარეკლამო სივრცეში და რა რა ღირს... გეუბნებით ეს თქვენთვის კარგი თემა უნდა იყოს და ღმერთმა ის არ მოგცეთ რაც არ გინდოდეთ!!