
ჩვენს FB-ს გვერდზე 1 წლის განმავლობაში ჩატარდება ვიქტორინები და ფოტოკონკურსები ჩვენი ჯგუფის წევრებისთვის... ვიცი რომ ფორუმზე ბევრი ნიჭიერი ფოტოგრაფია და ამიტომ ვდებ კონკურსის ინფოს აქაც...
ამ კვირაში დაიწყო "ამბოლი"-ს ფოტოკონკურსი BMW და დისკი, რომლის საპრიზო ფონდია 600 ლარი.
იქნება 2 გამარჯვებული: 1) ყველაზე მეტი LIKE-ის მქონდე და 2) ამბოლის სიმპატია (აირჩევენ ფოტოხელოვნებაში პროფესიონალი პირები)...
წესები მდგომარეობს შემდეგში: ვაგზავნით საკონკურსო მხოლოდ 1 ცალ სურათს + ფოტოს ავტორს და მანქანის კუბატურას მაილზე gt@bmwclub.ge
და 23 ნოემბერს იტვირთება ყველა საკონკურსო ფოტო საქართველოს BMW-ს კლუბის Page-ზე BMW Club Georgia - Facebook Page .
27 ნოემბერს (23:30-ზე) კი გამოცხადდებიან გამარჯვებულები. ვდებთ მხოლოდ ჩვენს გადაღებულ სურათებს.
არ შეიძლება სხვისი გადაღებული სურათის დადება. შეგიძლიათ გამოაგზავნოთ სხვისი სურათი მხოლოდ ფოტოს ავტორთან შეთანხმებით.
ნებისმიერი საეჭვო სურათის შემთხვევაში მოვითხოვთ დამამტკიცებელ საბუთებს (გადაღებულ მანქანას, დროს, ორიგინალ ფაილს და ა.შ.).
კონკურსის გამარჯვებული სურათები დაიკიდება თბილისის ქუჩებში არსებულ ბანერებზე, რასაც ჩვენი პარტნიორი Outdoor.ge უზრუნველყოფს.
კომპანია ამბოლს და საქართველოს BMW-ს კლუბს აქვს უფლება ნებისმიერი გამოგზავნილი სურათი გამოიყენოს საკუთარი ორგანიზაციის სარეკლამოდ და შეხედულებისამებრ.

გისურვებთ წარმატებებს ამ ლამაზ კონკურსზე და დიდი მადლობა ჩვენს სპონსორებს ამ ლამაზი იდეის განხორციელებისათვის!
საქართველოს BMW-ს კლუბის ადმინისტრაცია