ჩვენს FB-ს გვერდზე 1 წლის განმავლობაში ჩატარდება ვიქტორინები და ფოტოკონკურსები ჩვენი ჯგუფის წევრებისთვის... ვიცი რომ ფორუმზე ბევრი ნიჭიერი ფოტოგრაფია და ამიტომ ვდებ კონკურსის ინფოს აქაც...
ამ კვირაში დაიწყო "ამბოლი"-ს ფოტოკონკურსი BMW და დისკი, რომლის საპრიზო ფონდია 600 ლარი. იქნება 2 გამარჯვებული: 1) ყველაზე მეტი LIKE-ის მქონდე და 2) ამბოლის სიმპატია (აირჩევენ ფოტოხელოვნებაში პროფესიონალი პირები)... წესები მდგომარეობს შემდეგში: ვაგზავნით საკონკურსო მხოლოდ 1 ცალ სურათს + ფოტოს ავტორს და მანქანის კუბატურას მაილზე gt@bmwclub.ge და 23 ნოემბერს იტვირთება ყველა საკონკურსო ფოტო საქართველოს BMW-ს კლუბის Page-ზე BMW Club Georgia - Facebook Page . 27 ნოემბერს (23:30-ზე) კი გამოცხადდებიან გამარჯვებულები. ვდებთ მხოლოდ ჩვენს გადაღებულ სურათებს. არ შეიძლება სხვისი გადაღებული სურათის დადება. შეგიძლიათ გამოაგზავნოთ სხვისი სურათი მხოლოდ ფოტოს ავტორთან შეთანხმებით. ნებისმიერი საეჭვო სურათის შემთხვევაში მოვითხოვთ დამამტკიცებელ საბუთებს (გადაღებულ მანქანას, დროს, ორიგინალ ფაილს და ა.შ.).
კონკურსის გამარჯვებული სურათები დაიკიდება თბილისის ქუჩებში არსებულ ბანერებზე, რასაც ჩვენი პარტნიორი Outdoor.ge უზრუნველყოფს. კომპანია ამბოლს და საქართველოს BMW-ს კლუბს აქვს უფლება ნებისმიერი გამოგზავნილი სურათი გამოიყენოს საკუთარი ორგანიზაციის სარეკლამოდ და შეხედულებისამებრ.
გისურვებთ წარმატებებს ამ ლამაზ კონკურსზე და დიდი მადლობა ჩვენს სპონსორებს ამ ლამაზი იდეის განხორციელებისათვის!
IGT, იყო დრო როცა "პიარშიკად" ვმუშაობდი, მათ შორის კონკურსიც იყო, ფოტო, კინო, ლიტ და დოკუმენტური მასალების კონკურსი. გამოცდილება მაქვს და ვიცი, ეს რაც არის. მომეწონა შენი მცედლობა გამოიწვიო ადამიანი და "დაამტკიცებინო", რომ კარგად იღებს და სხვებზე უკეთესი შეუძლია გადაიღოს, ანუ შეჯიბრში გამოიწვიო. მაგრამ ეს მხოლოდ მცდელობა იყო.
რაც შეეხება კონკურსებს fb-ზე: 1. ეს კონკურსები თავისთავად გათვლილია კონკრეტული გვერდის გაპიარებისათვის და ლაიკების დამატებისათვის და არცერთი ორგანიზატორი ამის მეტს არ ფიქრობს, მათთვის მნიშვნელობა არ აქვს ვინ გაუმარჯვებს, ანუ ობიექტურობით არ ხართ დაინტერესებულები. 2. ეს კონკურსი არ ავლენს გამარჯვებულს - ის ავლებს ყველაზე უნიჭოს ვინც მტს ემათხოვრება ლაიკებს.. 3. მსგავსი კონკურსები არის უნიჭოების დოღი, რომლებიც ურცხვად სთხოვენ თავიან ასევე უნიჭო რაზმს დაალაიქოს რაღაც გვერდი. ვერასოდეს ვერ ვხდებოდი და ვერც მივხვდები რად გინდათ კომპანიებს ამდენი უნიჭო და კვერცხი დამლაიკებლის ყოლა, რომელსაც არც შენი BMW და არ მისი ქართული კლუბი იოტის ოდენადაც არ აინტერესებს. 4. "აირჩევენ ფოტოხელოვნებაში პროფესიონალი პირები" - ეს არის სასაცილო ფრაზა. კონკურსების 95% ამ წინადადების მიღმა აყენებს რაღაც კონკრეტული ადამაინების ჯგუფს რომლებიც ატარებენ ამ კონკურსს და არა რეალურად ფოტოხელოვან ხალხს. არსებობს კიდევ ერთი უკიდურესობა, ამ ფრაზის ქვეშ გულისხმობენ მეჩითოვს და სხვათა და სხვათა, რომლებიც რეკლამასთან და დისკებთან არაფერშუაში არ იქნება.
საერთოდ მიყვარს გამოთქმა: პური მეპურემ გამოაცხოს და "ჟეშტი" "ჟეშტიანშიკმა" გაჭრასო.
არასწორად იქცევი: ფოტომოყვარულთა საიტზე შემოდიხარ რაღაცის გაპიარების მიზნით და უტევ იმ რამდენიმე აამიანს ვინც გამოეხმაურა თემას. ეს მეტყველებს შენს მცირე ასაკზე და გამოუცდელობაზე. ყველა აზრი მართებულია, გააჩნია ვისთვის. არ არსებობს უსაფუძვლო და გაუმართლებელი აზრები. როდესაც სხვების თუნდაც უარყოფითი აზრის მოსმენას და მიღება/გათვალისწინებას ისწავლი მერე ჩაატარე კარგი კონკურსი.
და კიდევ: სხვისი ფოტოს გამოყენების უფლებას რომ აძლევ ადამიანებს უკვე უბიძგებ იმ უნიჭოების დოღს გუგლს ჩაუსხდნენ და სხვა ნამდვილ ხელოვან ხალხს ფოტოები მოპარონ. სწორედ ესაა არაპროფესიონალიზმის გამოვლინება: აი კონკრეტულად შენ და შენს მთელს ჯგუფს საერთოდ არ გესმით რა არის ფოტგრაფია და ფოტო. როგორ შეიძლება ვინმე გულნაზ გვალუამ მიგოს თუნდაც ჩემი ფოტოთი, თუნდაც ამის ნება დავრთო? ეს ხომ სასაცილოა, მუქთაღორობის იდეალური მაგალითია.
არ შეიძლება მიღებული ფოტოების ავტორების ნებართვის გარეშე ნებისმიერი სახით გამოყენება, ეს იმას მიუთითებს რომ არც კი იცი რა ღირს ფოტო. არც ერთ ნამდვილ ხელოვანს არ უღირს თავის ფოტოს მუქთად გაცემა.
სანამ ამდენს ისწავლი, ბევრი დრო გავა და სავარაუდოდ ვერც ვერასოდეს აითვისებ, გამჯდარი გაქვთ უკვე ეს ფეისბუქო-ლაიკო-მანია სისხლში.