BOKE - Georgian PhotoClub for Professional and Amateur Photographers :: http://www.boke.ge Calibrate Your Monitor

[ ] · ·

> გადაღება აკრძალულია !, ..

| |
nodari82
post Jul 13 2011, 20:38
#1 

Amateur+ Amateur+
1,812


მოგესალმებით ყველას და ამავდროულად მაინტერესებს თქვენი აზრი იმ ყველაფრის შესახებ რაც მიმდინარე კვირას გახდა ჩვენთვის ყველასთვის ცნობილი ანუ დაკავებულ ფოტორეპორტიორებთან დაკავშIრებით .
მაინტერესებს ვის რა პოზიცია გაქვთ ამ ყველაფერთან დაკავშირებით
პ.ს. პირადათ ჩემი აზრია რომ ისინი სრულიად უსფუძვლოტ არიან დაკავებულები!!!!!!

 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
 
Reply to this topicStart new topicStart Poll
Mikheil Samkharadze
post Jul 24 2011, 00:28
#2 

Amateur+ Amateur+
22,472


QUOTE(Nino Baidauri @ Jul 15 2011, 18:38)
besos,

კი ბატონო, მეც გეთანხმებით.
ამიტომ უნდა მოისმინო ინფორმაცია, შეაგროვო ფაქტები, გამოიტანო დასკვნა და მერე ვიღაცის ანალიზს შეგიძლია ან დაეთანხმო, ან არა.
მე ასე ვიქცევი და ამიტომ გვჭირდება ყველას გამჭვირვალობა ამ საქმესთან დაკავშირებით. ხელისუფლებას ცარიელ სიტყვაზე დღეს ვერავინ ენდობა ამ ქვეყანაში.
ნუ.. ვერავინ რა.. ასეთებიც არიან, მაგრამ რაც გინდათ მითხარით, მაგრამ ეს არ არის ნორმალური.
საქმე რანაირად იქნება გახსნილი, როცა ბრალდება სახელმწიფო საიდუმლოების გაცემას ეხება მხოლოდ. მანამდე თუ კიდევ ნარკოტიკების რეალიზაცია შესტენეს ვინმეს და ეს საქმე გაგვიხსნეს, არ ვიცი...
Added @
26 მაისი რომ თენდებოდა, მაშინაც მშვიდად ეძინა ბევრს და მეორე დღეს მრავალს დავესწროთო, ერთმანეთს ულოცავდნენ.
მე არ მინდა ასეთი სიმშვიდე.
*



lol.gif სულ რაღაც სახელმწიფოებრივი საიდუმლობაა ტო
ამის გამო კაცის დაჭერა შეიძლება? DDDD.gif


ძალიან დიდი ბოდიში ყველასთან. ყველას აზრის წაკითხვა ვერ მოვასწარი იმდენად მომინდა ნინო ბადიაურისათვის პასუხის გაცემა:

ჩემო ნინო, ჩემო მეგობარო smile.gif იცი რომ ძალიან მიყვარხარ და ძალიან გაფასებ smile.gif მაგრამ გული მწყდება იმის გამო რასაც წერ. რა იცი ან შენ ან აქ მყოფებმა თუ ვის რაზე მიუწვდებოდა ხელი? smile.gif

ჩემთვის ძალიან მტკივნეული იყო ირაკლის დაკავების ცნობა, ჩემზე ახლოს არცერთი არ იყავით მასთან. დღეს გადავწყვიტე პირველად დამეფიქსირებინა ჩემი აზრი..

ირაკლი გედენიძე იყო არა დაქირავებული მუშაკი, არამედ - ოფიციალური თანამშრომელი, პირადი ფოტოგრაფი. ის იყო იმ ადამიანების მცირე ჩამონათვლაში, რომელიც არცთუ იშვიათად მგზავრობდა ქვეყნის პრეზიდენტის თვითმფრინავით, ესწრებოდა თითქმის ყველა შეხვედრას. იყო ინფორმაციისა და მოვლენების ცენტრში. ის შედიდა იმ მცირე ადამიანების სიაში ვინც უშუალო სიახლოვეს იყო ქვეყნის პირველ პირთან და სარგებლობდა ყველა უფლება-მოსილებით, რომ მისი საქმიანობა არასოდეს არანაირი მიზეზით არ შეყოვნებულიყო, ჰქონდა სრული თავისუფლება მოქმედებაში. არ იყო კარი რომლის შესასვლელშიც ეტყოდნენ რომ "იქ შესვლა არ შეიძლება".

ასე რომ არაა საჭირო ეს პათეთიკური გამოსვლები რა. ერთ სამსახურში ვმუშაობდით მე და ირაკლი და იქ ყველამ კარგად იცის როგორ ვმუშაობთ. ადამიანების სია ვინც უშუალოდ იღებს ინფოს მომავალი მოვლენების შესახებ (რაც მხოლოდ შიდა სამსახურებრივი მოხმარებისათვის გაიცემა და ისიც კონფიდენციალურად) საკმაოდ შეზღუდულია, ირაკლიც ერთ-ერთი იყო იმ მცირე ჩამონათვალიდან რომელსაც ჰქონდა მსგავსი უფლება პრეზიდენტის ადმინისტრციაში.

სხვა საკითხია ფოტოების გაყიდვა. ის მუშაობდა ადმინისტრაციისათვის და არავითარ შემთხვევაში არ ჰქონდა უფლება სამსახურებრივი საქმიანობის დროს გადაღებული სურათი ვინმე მესამე პირისათვის გადაეცა ან გაეყიდა. ამ ყველაფერს წესდება არეგულირებს. და ირაკლი ბავშვი არ იყო (42 წლის კაცია)რომ ეგეთი რამეები შეშლოდა.

ასე რომ თუ ვინმეს ჰგონია, რომ რუსეთის სპეცსამსახურებს არ აქვთ ინტერესი საქართველოში ჯაშუშური ქსელის გაფართოებისა, ის ძალიან ცდება და საერთოდ ვერ აღიქვამს სიტუაციის სირთულეს, ზოგადად საქართველოს როგორც ქვეყნის და სუვერენული სახელმწიფოს წინასე არსებულ საშიშროებას ვერც კი გრძნობს.

ხალხს ვისაც შეიძლება მიშა არ გიყვარდეთ, ამავდროულად თქვენდაუნებურად თქვენი ქვეყანაც არ გიყვართ. იმდენად გაბრმავებთ თქვენი სიბიეტური სწორხაზოვანი ხედვა, რომ ვერც კი აანალიზებთ რამდენად არასწორად უდგებით ერთი რიგირთი ჯაშუშის საქმეს.
ადამიანები, რომლებიც მოქმედებდნენ ქვეყნის საწინააღმრდეგოდ - ესე იგი მოქმედებს ამ ქვეყნის თითოეული მოქალაქის საწინააღმრდეგოდაც, არა აქვს მნიშვნელობა რა პროფესიის არიან ისინი. მე არ მეცოდება ეს ადამიანი, მიუხედავად იმისა, რომ ის ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარი იყო და ჩვენ ძალიან კარგი მზიანი სიცილითა და მხიარულებით სავსე მომენტები გვაკავშირებს. ეს დამიჯერეთ ძალიან მტკივნეულია.

როცა ქვეყანას აქვს საომარი სიტუაცია, ცოტა სხვანაირად უნდა აზროვნებდეს ხალხი და საზოგადოება (თუმცა ჩვენს ქეყანაში საზოგადოება არ არსებობს), თუმცა სამწუხაროდ ასე არ ხდება. არსებობს ხალხის მასა ვისაც სულაც არ მიჩნია, რომ საომარი სიტუაციაა და ფიქრობს რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლების ზრაპრებია smile.gif მშურს თქვენი სიბრმავის..

თვალხილულად ყოფნა ბევრად მტკივნეულია..
ასე რომ შეგიძლიათ მშვიდად იყოთ, თქვენ ეს არ გემუქრებათ smile.gif

 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·

Posts in this topic
nodari82   გადაღება აკრძალულია !   Jul 13 2011, 20:38
besos   ნოდარ, კონტრდაზვერვის დეპარტამენტი უ...   Jul 13 2011, 23:21
nodari82   100% Added @ [mergetime]1310658790[/b] ესეტი სიმართლის ღაღა...   Jul 14 2011, 19:51
Chalo   ნოდარ, კონტრდაზვერვის დეპარტამენტი უ...   Jul 14 2011, 02:33
Nino Baidauri   რუსთავი 2-ის გარდა ინფორმაციის სხვა წყ...   Jul 14 2011, 11:34
besos   პირიქით, აქედან უფრო ადვილია ცივ გონე...   Jul 14 2011, 17:57
Magdu   გაფრთხილებთ, პატივი ეცით ერთმანეთის ...   Jul 14 2011, 20:21
nodari82   რამე ამის საცინააღმდეგო წაიკითხე მა...   Jul 14 2011, 20:29
Magdu   nodari82, ტენდენცია შევამჩნიე და ამიტომ და...   Jul 14 2011, 20:40
LOOSER   ჩემი აზი პირადად ისაა რომ ამ ქვეყანაშ...   Jul 15 2011, 02:40
Nino Baidauri   besos, უკაცრავად და... ქუჩაში გადაღებას აკ...   Jul 15 2011, 11:36
Nino Baidauri   ზურაბ ქურციკიძე თურმე 2004 წლიდან ჯაშუშ...   Jul 15 2011, 11:52
LOOSER   Nino Baidauri, საიდან ეს ინფო?   Jul 15 2011, 12:25
Nino Baidauri   ლევან, ეგ მე არა, ვანოს უნდა ვკითხოთ. http:...   Jul 15 2011, 12:34
LOOSER   Nino Baidauri, რასაც ამბობენ ყველაფერი არ დაი...   Jul 15 2011, 12:42
Nino Baidauri   ვაი... :blink: ლევან, რო არ მჯერა, მაგას ვყვი...   Jul 15 2011, 12:56
LOOSER   Nino Baidauri :diax: :diax: :diax: ბოლომდე დიდი პოსტები...   Jul 15 2011, 13:05
D_A_D_A   ვაოფტოპიკებ მაგრამ რა კარგი იქნებოდა...   Jul 15 2011, 13:14
Lasha Palavandishvili   აგენტი ფოტოგრაფები... -დ   Jul 15 2011, 14:35
besos   Nino Baidauri, ბევრ რამეში გეთანხმები. მთავრობ...   Jul 15 2011, 15:51
Nino Baidauri   besos, კი ბატონო, მეც გეთანხმებით. ამიტომ ...   Jul 15 2011, 17:38
Lasha Palavandishvili   besos, სგ, სგ, სგ დსმი... კიდე დადე შენეული ა...   Jul 16 2011, 01:24
Gogia   besos, ქვეყნის გარედან მარტო საინფორმაც...   Jul 16 2011, 22:12
tavadi   ქვეყანაში სადაც მედიას თავიდან ბოლომ...   Jul 16 2011, 22:33
Lasha Palavandishvili   kesha, თო ბოკე იარსებსბს კიდევ კარგა ხანს...   Jul 24 2011, 04:19
tavadi   რატომ 7 წლის მერე, ახლაც შეიძლება მივუ...   Jul 28 2011, 22:03
LOOSER   სახალისო სტატიაა :))))) და არცთუისე აზრს...   Jul 24 2011, 10:28
Nino Baidauri   Lasha Palavandishvili, :D :D :D :jigarixar: კეშ, ჩემს პოსტში, რო...   Jul 24 2011, 13:38
Avtandil Mamulia   :D სააკაშვილის პირად ფოტოგრაფზე ვაკან...   Jul 24 2011, 13:56
Lasha Palavandishvili   Avtandil Mamulia, შანსი არ გაქვს... -დ დვორჟაკი იღ...   Jul 24 2011, 17:11
anika-zeppelin   LOOSER, მაგ სტაატიას კომენტარები "უკეთე...   Jul 24 2011, 23:30
tsumbusha   besos ერთია რომ ქვეყნის გარედან ცივი გონ...   Jul 29 2011, 12:51
Chalo   მიხარია თურმე ამ ქვეყანაში საღად მოა...   Jul 29 2011, 13:03
tsumbusha   მიშა შენ იმ აზრზე როგორ ახრ, რო იქნებ ჯ...   Jul 29 2011, 14:10
Archer   მე არც მჯერა არს არ მჯერა. უბრალოდ მკი...   Jul 30 2011, 00:38
Lasha Palavandishvili   http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=mecxre...11-2012%2011:59 თემა აქტუალურ...   Nov 26 2012, 13:17
tsumbusha   ნეტა ეხლა რაღას ტყვიან, თუ ზოზოგიერთე...   Nov 26 2012, 14:40
TIHIRO   :D მიტყდება ,მაგრამ მეცინება:)))მოვესწარ...   Nov 26 2012, 18:00
Lasha Palavandishvili   http://www.youtube.com/watch?v=Jotcrr2fMo4&feature=share :wub:   Dec 11 2012, 16:11


Reply to this topicTopic OptionsStart new topic
 

ვერსია გრაფიკის გარეშე ახლა არის: 1st May 2025 - 18:53

 Skin Redesign by Georgian PhotoClub 'Boke'