მოგესალმებით ყველას და ამავდროულად მაინტერესებს თქვენი აზრი იმ ყველაფრის შესახებ რაც მიმდინარე კვირას გახდა ჩვენთვის ყველასთვის ცნობილი ანუ დაკავებულ ფოტორეპორტიორებთან დაკავშIრებით . მაინტერესებს ვის რა პოზიცია გაქვთ ამ ყველაფერთან დაკავშირებით პ.ს. პირადათ ჩემი აზრია რომ ისინი სრულიად უსფუძვლოტ არიან დაკავებულები!!!!!!
ზურაბ ქურციკიძე თურმე 2004 წლიდან ჯაშუშობს. ტელეფონით ელაპარაკება გრუ-ს აგენტებს, მართალია სამინისტრომ ამ სატელეფონო საუბრების შინაარსი არ იცის (!), მაგრამ მაინც!.. მათ იციან, რომ ამდენი წელია ქურციკიძე ჯაშუშია და მას ისე შეუძლია საიდუმლო დოკუმენტაციის მოპოვება, როგორც დაგიბარებია. რა კარგია?!