სალამი ყველას. თქვენი აზრი მაინტერესებს. რახანია ნორმალური კამერის ყიდვა მსურს და მაღაზიაში წავაწყდი ფასდაკლებას კამერაზე რომელიც ღირს 600 ევრო. კომპლექტაციაშია: მოდელი: Nikon D5000 (რა თქმა უნდა ახალი) კიტ ლინზა: AF-S VR DX 18-55mm 3,5-5,6G და მეორე ლინზა: AF-S VR DX 55-200mm 4,5-5,6G IF-ED. აგრეთვე ყველაფერი დანარჩენი რაც საწყის კომპექტაციაში შედის. აკუმლატორი, დამტენი, ქამარი, ლინზის საწმენდი, ხუფი.
იმის გათვალისწინებით რომ ახალია და თან 2 ახალი ლინზით, ფასი იბეის ფასებთან შედარებით იაფია. თან 2 წლიანი გარანტიით. უბრალოდ სანამ მოვიფიქრე და ინფორმაციებში ვიქექე, კი დამთავრდა ეგ ფასდაკლება. ყველა ერთ დღეში გაყიდულა არაუშავს, გამოჩნდება უკეთესებიც. გმადლობთ რომ აზრი გამიზიარეთ. წარმატებები ყველას