Help - Search - Member List - Calendar
Full Version: გამიზიარეთ თქვენი აზრი
Photoclub Boke > საერთო ფორუმი > ფოტოტექნიკის ყიდვა-გაყიდვა, შეკეთება > ფოტო საქონელი
besos
სალამი ყველას.
თქვენი აზრი მაინტერესებს. რახანია ნორმალური კამერის ყიდვა მსურს და მაღაზიაში წავაწყდი ფასდაკლებას კამერაზე რომელიც ღირს 600 ევრო.
კომპლექტაციაშია:
მოდელი: Nikon D5000 (რა თქმა უნდა ახალი)
კიტ ლინზა: AF-S VR DX 18-55mm 3,5-5,6G
და მეორე ლინზა: AF-S VR DX 55-200mm 4,5-5,6G IF-ED.
აგრეთვე ყველაფერი დანარჩენი რაც საწყის კომპექტაციაში შედის. აკუმლატორი, დამტენი, ქამარი, ლინზის საწმენდი, ხუფი.

აი ფოტოც:
http://funphoto.ua/img/site/nikon-d5000.jpg

და ეს ყველაფერი ერთად ღირს 600 ევრო.

ვისაც ამ კამერასთან შეხება გქონიათ მირჩიეთ, ღირს ყიდვა?

gigibaliko
მე არ მომწონს, ნუ ფასთან შედარებით კარგია მაგრამ მაინც არ მომწონს
besos
სხვას ამის შესახებ აზრი არ გააჩნია?
Natalie30
მე მაქვს ეს კამერა. რა გითხრა აბა, მიჩვევის ამბავია. უკეთესებიც არის მაგრამ ფასებიც კარგი აქვთ smile.gif
მე მინდა ეხლა ლინზა ვიყიდო და ვერ გამიგია რომელი. ვინმეს თუ შეუძლია მირჩიოს. ნიკონის 35 მმ-იანი თუ 55-200 მმ-იანი? ორივე საჭიროა ვიცი, მაგრამ ... smile.gif
fotomane
გააჩნია რისთვის გინდა. მე რომ მკითხო ძვირი არაა. თან მე მგონი HD ვიდეოსაც იღებს...
ramaz
besos,
პმ-ში ლინკები ნახე, თუ არ გახსნა გამაგებინე.
Natalie30
მე მირჩიეს ეს კამერა როგორც დამწყებს... კარგია მისი ფასისთვის მე მგონი.
besos
იმის გათვალისწინებით რომ ახალია და თან 2 ახალი ლინზით, ფასი იბეის ფასებთან შედარებით იაფია. თან 2 წლიანი გარანტიით. უბრალოდ სანამ მოვიფიქრე და ინფორმაციებში ვიქექე, კი დამთავრდა ეგ ფასდაკლება. ყველა ერთ დღეში გაყიდულა DDDD.gif არაუშავს, გამოჩნდება უკეთესებიც. გმადლობთ რომ აზრი გამიზიარეთ.
წარმატებები ყველას
besos
დიდი მადლობა ყველას!
ადმინს ვთხოვ გააუქმოს ეს თემა.
გმადლობთ!!!
This is a "lo-fi" version of our main content. To view the full version with more information, formatting and images, please click here.
Invision Power Board © 2001-2025 Invision Power Services, Inc.