დიდი ხანია მუსირებს აზრი იმის შესახებ, რომ საქართველოში არსებული ერთადერთი მაშტაბური ფოტო კონკურსი "ქოლგა" არასათანადოდ აფასებს მიღებულ ფოტოებს. ბევრს ეჭვი ეპარება ორგანიზატორებისა თუ ჟიურის კეთილსინდისიერებაში და ფოტოგრაფთა წრეში ყოველთვის ისმის გაუთავებელი კრიტიკა ამ კონკურსის მიმართ. გაჩნდა აზრი, რომ გაიხსნას თემა სადაც დავდებთ იმ ფოტოებს, რომლებიც არ მიიღეს კონკურსზე, ასევე კარგი იქნება იმ ფოტოების დადება, რომლებიც მოხვდნენ კონკურსზე.
დავიწყებ ჩემი ფოტოებით. ვერ ვიტყვი, რომ ეს ჩემი ფოტოები აუილებლად უნდა მოხვედრილიყოთქო, მაგრამ გამიკვირდა ის თუ რომელი ფოტო გავიდა და რომლებზე თქვეს უარი.
- ჩვენ ჩამოვედით და გვინდა შევხვდეთ ქართველ ახალგაზრდა ფოტოგრაფებს, რომ ჩვენი გამოცდილება გავუზიაროთო.
მას არ უთქვამს რომ მასტერკლასებს ჩაგიტარებდათ. გიზიარებდნენ თავიანთ აზრს ფოტოების შესახებ, რომელთაც განახებდნენ. ისე გავიკითხე და მსგავსი სახის სემინარზე დასწრება აქ, გერმანიაში 170 ევრო ღირს, შენი ფოტოები თუ მიიტანე და განიხილეს, თითო ფოტოზე დამატებით 7,99 ევრო გაქვს გადასახდელი. თუ რომელიმე კლუბში გსურს გაწევრიანდეთ, ყოველთვიური საკლუბო შესატანი მინიმუმ 40-50 ევროა მაგარი ვიხალისე. მოკლედ გაუმარჯოს საქართველოს!!! ყველაფერი თითქმის უფასოდ გაქვთ.