დიდი ხანია მუსირებს აზრი იმის შესახებ, რომ საქართველოში არსებული ერთადერთი მაშტაბური ფოტო კონკურსი "ქოლგა" არასათანადოდ აფასებს მიღებულ ფოტოებს. ბევრს ეჭვი ეპარება ორგანიზატორებისა თუ ჟიურის კეთილსინდისიერებაში და ფოტოგრაფთა წრეში ყოველთვის ისმის გაუთავებელი კრიტიკა ამ კონკურსის მიმართ. გაჩნდა აზრი, რომ გაიხსნას თემა სადაც დავდებთ იმ ფოტოებს, რომლებიც არ მიიღეს კონკურსზე, ასევე კარგი იქნება იმ ფოტოების დადება, რომლებიც მოხვდნენ კონკურსზე.
დავიწყებ ჩემი ფოტოებით. ვერ ვიტყვი, რომ ეს ჩემი ფოტოები აუილებლად უნდა მოხვედრილიყოთქო, მაგრამ გამიკვირდა ის თუ რომელი ფოტო გავიდა და რომლებზე თქვეს უარი.
DiiiToOo ჩაქუჩს და მსგავს რაღაც გაუგებარ ნივთებს რაც შეეხება.. ეგ ერთი ფრიად უცნაური ფოტოგრაფის ფოტოები იყო, ანუ იღებდა მუზეუმებში ისეთ ნივთებს რასაც ხალხი დიიდ პატივს მიაგებდა და ლამის თაყვანს სცემდა, მაგრამ იღებდა ისე, რომ მას ყველანაირი ღირებულება დაეკარგა და სრულიად გაუგებარი ყოფილიყო მისი დანიშნულება ადამიანისათვის. ეს იყო ძირითადი იდეა ) თორემ როგორც ფოტოები არაფერი იყო )