დიდი ხანია მუსირებს აზრი იმის შესახებ, რომ საქართველოში არსებული ერთადერთი მაშტაბური ფოტო კონკურსი "ქოლგა" არასათანადოდ აფასებს მიღებულ ფოტოებს. ბევრს ეჭვი ეპარება ორგანიზატორებისა თუ ჟიურის კეთილსინდისიერებაში და ფოტოგრაფთა წრეში ყოველთვის ისმის გაუთავებელი კრიტიკა ამ კონკურსის მიმართ. გაჩნდა აზრი, რომ გაიხსნას თემა სადაც დავდებთ იმ ფოტოებს, რომლებიც არ მიიღეს კონკურსზე, ასევე კარგი იქნება იმ ფოტოების დადება, რომლებიც მოხვდნენ კონკურსზე.
დავიწყებ ჩემი ფოტოებით. ვერ ვიტყვი, რომ ეს ჩემი ფოტოები აუილებლად უნდა მოხვედრილიყოთქო, მაგრამ გამიკვირდა ის თუ რომელი ფოტო გავიდა და რომლებზე თქვეს უარი.
არ ვყოფილვარ ბოლომდე, წამოვედი შუა სემინარის დროს.. ) და თუნდაც ის 2 საათ ნახევარი იმიტო ვიჯექი იმ ლექსციაზე რო ველოდებოდი იქნებ გავიგო რაიმე საინტერესოთქო. მაგრამ ვერაფერი. შეიძლება მე რო წამოვედი მერე თქვეს რაიმე მაგარი და მერე იყო რაც იყო, მაგრამ რავიცი მე რაც ვნახე აი ნამდვილად არაფრისმომცემი ყოფილა.
კიდევ ვიმეორებ გვანახებდნენ 2საათნახევრის განმავლობაში ფოტოებს, რომლებიც არანაირად იყვნენ არც ძლიერები და არც მაგრები, უბრალოდ შეემთხვევით თუ გამოერეოდა კარგი ფოტო. აი ერთი ფოტო იყო კიდე ჩაქუჩი იდო შავ ზედაპირზე და გადაღებული იყო იმაზე ფოტო, სრული საზიზღრობა. :|| იქნებ მე ვარ სულელი და ვერ გავიგე რამე წესიერად რასაც ის ჯიური ამბობდა
ჰო და რა ფოტოებსაც გვანახებდნენ გვეუბნებოდნენ ვისი გადაღებული იყო და რა ადგილას... ვსო!
ჰო და უნივერსიტეტში სასარგებლოს მაინც მივიღებ და სასწავლად ვიქნები იქ, თუმცაღა მანდაც რამე ახლის მისაღებად ვიყავი მისული მაგრამ ვერაფერი ახალი ვერ მივიღე მაგათი ვიზიტკის გარდა