დიდი ხანია მუსირებს აზრი იმის შესახებ, რომ საქართველოში არსებული ერთადერთი მაშტაბური ფოტო კონკურსი "ქოლგა" არასათანადოდ აფასებს მიღებულ ფოტოებს. ბევრს ეჭვი ეპარება ორგანიზატორებისა თუ ჟიურის კეთილსინდისიერებაში და ფოტოგრაფთა წრეში ყოველთვის ისმის გაუთავებელი კრიტიკა ამ კონკურსის მიმართ. გაჩნდა აზრი, რომ გაიხსნას თემა სადაც დავდებთ იმ ფოტოებს, რომლებიც არ მიიღეს კონკურსზე, ასევე კარგი იქნება იმ ფოტოების დადება, რომლებიც მოხვდნენ კონკურსზე.
დავიწყებ ჩემი ფოტოებით. ვერ ვიტყვი, რომ ეს ჩემი ფოტოები აუილებლად უნდა მოხვედრილიყოთქო, მაგრამ გამიკვირდა ის თუ რომელი ფოტო გავიდა და რომლებზე თქვეს უარი.
ეხლა კიდევ ერთხელ ვუყურე იმ სიუჟეტს. კიდევ კარგი გერმანული ვიცი და ჟურნალისტის თარგმანის გარეშე მოვუსმინე Wolfgang Zurbor-ის საუბარს. ადამიანი ამბობს, გვინდა ჩვენი გამოცდილება გავუზიაროთ ქართველ ახალგაზრდა ფოტოგრაფებსო. მასტერკლასებზე საუბარი ქართველმა ჟურნალისტმა დაიწყო, გერმანელს ეგ არც უხსენებია. ასე რომ რუსთავი 2-ის ჟურნალისტმა შემიყვანა შეცდომაში.
ხოლო რაც შეეხება ჩემს ფრაზას: "ამ მარაზმატიკების დასაცინებიც რომ გავხდებით რა... ეხლა ჩამოვლენ გერმანიაში და იბაქიბუქებენ, ქართველებს მასტერკლასები ჩავუტარეთო" - უკან არ წავიღებ. და ამის თქმის საფუძველს ის წლები მაძლევს, რაც აქ გერმანიაში ვცხოვრობ და უკვე საკმაოდ კარგად ვიცნობ გერმანელებს, რომ მსგავსი დასკვნა გამოვიტანო. არ დავიწყებ ჩამოთვლას, თუ რატომ არიან მარაზმატიკები. მაგრამ ის ფაქტი, რომ გერმანელების უმრავლესობა, ვისაც საერთოდ წარმოდგენა არააქვთ საქართველოზე და ქართველებზე, ჩამორჩენილ, გაუნათლებელ ერად მიგვიჩნევს რელობაა. ნეტავ გენახათ გუშინწინ აზერბაიჯანმა ევროვიზია რომ მოიგო, რა დღეში იყვნენ. ეს ვინ მოიგოო, ავსტრია ან იტალია მაინც გასულიყოო, დაბოღმილები ტელევიზიითაც არ მალავდნენ თავიანთ ბოღმას... მოკლედ ეს თემა აქ საერთოდ არაფერ შუაშია.
batukela და Chalo გეთანხმებით ნაწილობრივ და მადლობა მოწოდებული ინფორმაციისთვის. მე საწინააღმდეგო კი არაფერი მაქვს, უბრალოდ არ მომწონს ის ფაქტი, ზოგიერთებს რომ ჰგონიათ, რომ, თუ ჟიური ან ლექციის ჩამტარებელი უცხოელია, აუცილებლად მაგარი უნდა იყოს. უცხოელი ნამდვილად არ ნიშნავს მაგარს. ნაგავიც ძალიან ბევრი ყავთ.
Archer ეს შენი აზრია. მე ეგ სერია საერთოდ არ მომეწონა.