დიდი ხანია მუსირებს აზრი იმის შესახებ, რომ საქართველოში არსებული ერთადერთი მაშტაბური ფოტო კონკურსი "ქოლგა" არასათანადოდ აფასებს მიღებულ ფოტოებს. ბევრს ეჭვი ეპარება ორგანიზატორებისა თუ ჟიურის კეთილსინდისიერებაში და ფოტოგრაფთა წრეში ყოველთვის ისმის გაუთავებელი კრიტიკა ამ კონკურსის მიმართ. გაჩნდა აზრი, რომ გაიხსნას თემა სადაც დავდებთ იმ ფოტოებს, რომლებიც არ მიიღეს კონკურსზე, ასევე კარგი იქნება იმ ფოტოების დადება, რომლებიც მოხვდნენ კონკურსზე.
დავიწყებ ჩემი ფოტოებით. ვერ ვიტყვი, რომ ეს ჩემი ფოტოები აუილებლად უნდა მოხვედრილიყოთქო, მაგრამ გამიკვირდა ის თუ რომელი ფოტო გავიდა და რომლებზე თქვეს უარი.
ამ მარაზმატიკების დასაცინებიც რომ გავხდებით რა... ეხლა ჩამოვლენ გერმანიაში და იბაქიბუქებენ, ქართველებს მასტერკლასები ჩავუტარეთო.
ისე ვფიქრობ, არასწორია ასეთი მიდგომა. ეს არაა მასტერკლასი, ეს იყო უბრალოდ ლექცია, რომლის მეშვეობითაც თავისი გამოცდილება გაგვიზიარეს. არც პირველად ჩატარებულა ასეთი რამ. შარშანდელი ქოლგის პოლონელმა ჟიურიმაც იგივე სახის ლექცია ჩაატარა წინა წელს. ანუ ესენი არ მოუწვევიათ ცალკე, მოდით და მასტერკლასი ჩაატარეთო. მიუხედავად იმისა რომ ერთის მხრივ დამღლელი იყო ამდენი საათი ფოტოების თვალიერება, მაგრამ მაინც ვფიქრობ ეს ყველაფერი სარგებლობის მომტანი უფრო იყო ვიდრე რამე უარყოფითის და მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის.
სხვათაშორის მასე ზემოდან არც არავინ იუყურებოდა და პირიქით, აღნიშნეს რომ, გერმანელ ფოტოგრაფებზე მეტად ქართველების ფოტოები ბევრად უკეთესები და დახვეწილი იყოო.
რატომ გამოიწია ამ ყველაფერმა ასეთი უარყოფითი დამოკიდებულება ვერ ვხდები, რომელი ერთი ქართველი ფოტოგრაფები ატარებენ მასე ხშირად მასტერკლასებს, მგონი არც ისე განებივრებულები ვართ მასეთი სახის ლექციებით.