დიდი ხანია მუსირებს აზრი იმის შესახებ, რომ საქართველოში არსებული ერთადერთი მაშტაბური ფოტო კონკურსი "ქოლგა" არასათანადოდ აფასებს მიღებულ ფოტოებს. ბევრს ეჭვი ეპარება ორგანიზატორებისა თუ ჟიურის კეთილსინდისიერებაში და ფოტოგრაფთა წრეში ყოველთვის ისმის გაუთავებელი კრიტიკა ამ კონკურსის მიმართ. გაჩნდა აზრი, რომ გაიხსნას თემა სადაც დავდებთ იმ ფოტოებს, რომლებიც არ მიიღეს კონკურსზე, ასევე კარგი იქნება იმ ფოტოების დადება, რომლებიც მოხვდნენ კონკურსზე.
დავიწყებ ჩემი ფოტოებით. ვერ ვიტყვი, რომ ეს ჩემი ფოტოები აუილებლად უნდა მოხვედრილიყოთქო, მაგრამ გამიკვირდა ის თუ რომელი ფოტო გავიდა და რომლებზე თქვეს უარი.
აუ ნეტავი გამაგებინა იმ ხალხის ვინაობა, ვინც მანდ "მასტერკლასები" ატარა ამ მარაზმატიკების დასაცინებიც რომ გავხდებით რა... ეხლა ჩამოვლენ გერმანიაში და იბაქიბუქებენ, ქართველებს მასტერკლასები ჩავუტარეთო. კარგით რა...
ერთი გერმანელი სამსახურში მიხსნიდა, 30 წლის კაცს, რომ თურმე ძაღლი სულ შინაური ცხოველი კი არ ყოფილა, არამედ მოიშინაურა ადამიანმა, თორე მანამდე როგორც მელა, გარეული ცხოველი იყოო. ამათ ჩვენ გონება ჩამორჩენილები თუ იდიოტები ვგონივართ, ვერ გავიგე. მემგონი თავად ახალი გაგებული ქონდა ეს ინფორმაცია ძაღლის შესახებ და მე მიხსნიდა ეხლა და ასეთი რამდენიც გინდა იმდენია. ხო და ჩვენებიც იწვევენ ასეთებს ჟიურიში და მასტერკლასების ჩასატარებლად და იმათაც გონიათ სადღაც ჩამორჩენილ ქვეყანაში მოდიან, და გვეპყრობიან კიდევაც როგორც გონებაჩამორჩენილებს... მეტის ღირსები ვართ...