დიდი ხანია მუსირებს აზრი იმის შესახებ, რომ საქართველოში არსებული ერთადერთი მაშტაბური ფოტო კონკურსი "ქოლგა" არასათანადოდ აფასებს მიღებულ ფოტოებს. ბევრს ეჭვი ეპარება ორგანიზატორებისა თუ ჟიურის კეთილსინდისიერებაში და ფოტოგრაფთა წრეში ყოველთვის ისმის გაუთავებელი კრიტიკა ამ კონკურსის მიმართ. გაჩნდა აზრი, რომ გაიხსნას თემა სადაც დავდებთ იმ ფოტოებს, რომლებიც არ მიიღეს კონკურსზე, ასევე კარგი იქნება იმ ფოტოების დადება, რომლებიც მოხვდნენ კონკურსზე.
დავიწყებ ჩემი ფოტოებით. ვერ ვიტყვი, რომ ეს ჩემი ფოტოები აუილებლად უნდა მოხვედრილიყოთქო, მაგრამ გამიკვირდა ის თუ რომელი ფოტო გავიდა და რომლებზე თქვეს უარი.
ნორმალური პეიზაჟი, ნინოს ბოდიშს ვუხდი და იმედია არ ეწყინება, მაგრამ არა წლის საუკეთესო 100 ფოტოსათვის.. მერე იტყვიან გული ნუ დაგწყდებაო
იმის თავში ჩამახედა ვინც ის ტელეფონი ან იმ ძაღლის ფოტო გაიტანა და მერე ვინაც ეგენი საუკეთესო ასეულისათვის აირჩია.. ძალიან კომპეტენტური იყო აშკარად ჟიური..
ქეთას, ჩალათას და დინას ვულოცავ მთელი გულით
სხვა ყველაფერი იყო პაზორი.. გამარჯვებული აბსოლუტური ნულია.. როგორც წინა წელს.. რა კუთხითაც არ უნდა შევხედო, ვერც ერთ არგუმენტს ვერ მოვიძიებ, რომელიც გაამართლებს გამარჯვებულს..