დიდი ხანია მუსირებს აზრი იმის შესახებ, რომ საქართველოში არსებული ერთადერთი მაშტაბური ფოტო კონკურსი "ქოლგა" არასათანადოდ აფასებს მიღებულ ფოტოებს. ბევრს ეჭვი ეპარება ორგანიზატორებისა თუ ჟიურის კეთილსინდისიერებაში და ფოტოგრაფთა წრეში ყოველთვის ისმის გაუთავებელი კრიტიკა ამ კონკურსის მიმართ. გაჩნდა აზრი, რომ გაიხსნას თემა სადაც დავდებთ იმ ფოტოებს, რომლებიც არ მიიღეს კონკურსზე, ასევე კარგი იქნება იმ ფოტოების დადება, რომლებიც მოხვდნენ კონკურსზე.
დავიწყებ ჩემი ფოტოებით. ვერ ვიტყვი, რომ ეს ჩემი ფოტოები აუილებლად უნდა მოხვედრილიყოთქო, მაგრამ გამიკვირდა ის თუ რომელი ფოტო გავიდა და რომლებზე თქვეს უარი.
ყველაფერს თავი რომ დავანებოთ მე ვერ ვხვდები ერთ რამეს - რატომ იღებენ მონაწილეობას უცხოელი ფოტოგრაფები - ეს ხომ ქართული კონკურსია თუმცა ჭორების დონეზე გავიგე რომ ქოლგა საერთაშორისო გახდაო - ძაან გამეცინა ) პირველ რიგში დონე უნდა იყოს საერთაშორისო და არა მარტო დასახელება ))) მოკლედ. დღემდე ჩემთვის გაუგებარია ქოლგაზე რა პრინციპით არჩევენ ფოტოებს - სავარაუდოდ პრინციპი არც არსებობს, არც ლოგიკა ) ავტორებთან ნამდვილად არანაირი პრეტენზია არ მაქვს - ვის რა შეუძლია იმას აკეთებს და ნუ არცჰევანი ხომ კონკურსის ჟიურიზეა - აი მანდ კი გავჩერდები ) და არაერთხელ ითქვა რომ "ქოლგამ ამოჩემება იცის"-ო ))) ეგ აშკარადშევატყვე პირველი ორ იადგილის შემთხვევაშუ (თუ არ მეშლება) ))) ... "ვაიმე კარგი გოგოა/ბიჭია, ნახე რამდენს შრომობს, წავახალისოთ" - ცინიზმში არ ჩამითვალოთ მაგრამ რაღაც კულისებს მიღმა აშკარად მსგავსი ტექტსები ტრიალებდა )))
პ.ს. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ - ავტორებთან არანაირი პრეტენზია.