დიდი ხანია მუსირებს აზრი იმის შესახებ, რომ საქართველოში არსებული ერთადერთი მაშტაბური ფოტო კონკურსი "ქოლგა" არასათანადოდ აფასებს მიღებულ ფოტოებს. ბევრს ეჭვი ეპარება ორგანიზატორებისა თუ ჟიურის კეთილსინდისიერებაში და ფოტოგრაფთა წრეში ყოველთვის ისმის გაუთავებელი კრიტიკა ამ კონკურსის მიმართ. გაჩნდა აზრი, რომ გაიხსნას თემა სადაც დავდებთ იმ ფოტოებს, რომლებიც არ მიიღეს კონკურსზე, ასევე კარგი იქნება იმ ფოტოების დადება, რომლებიც მოხვდნენ კონკურსზე.
დავიწყებ ჩემი ფოტოებით. ვერ ვიტყვი, რომ ეს ჩემი ფოტოები აუილებლად უნდა მოხვედრილიყოთქო, მაგრამ გამიკვირდა ის თუ რომელი ფოტო გავიდა და რომლებზე თქვეს უარი.
დინას თუ არ ეკუთვნოდა, სხვას ვის ნეტა??? შემიძლია თავი დავდო და ისე ვთქვა.. სრული პასუხისმგებლობით, რომ დინასნაირი ფოტოგრაფი ბევრი არ მეგულება მე საქართველოში. და არა უბრალოდ ჩვენს თაობაში და ახალგაზრდა ფოტოგრაფებში. უბრალოდ კარგი ფოტოებიც კი არ აქვს, როგორც ყველა ჩვენგანს, დინა კარგი ფოტოგრაფია და უკვე შემდგარი.
კონცეპტუალური ფოტოგრაფიის ნომინაციაზე რა ვთქვა.. გინდა გამარჯვებულზე და გინდა სხვა ნომინანტებზე. ისწავლეთ აწი, როგორია კონცეპტუალური ფოტოგრაფია ბოდიში მომითხოვია და პაზორ... ავტორი, როგორც მახსოვს ნატა სოფრომაძეა. შეიძლება მეშლება. მაგრამ დანარჩენ ნომინაციებთან პრეტენზია ვერ გვექნება. კარგი ფოტოები იყო. შეიძლება იყო ისეთებიც, რომელიც ჯობდა, მაგრამ დაუმსახურებელი გამარჯვებულები არ ყოფილან.