დიდი ხანია მუსირებს აზრი იმის შესახებ, რომ საქართველოში არსებული ერთადერთი მაშტაბური ფოტო კონკურსი "ქოლგა" არასათანადოდ აფასებს მიღებულ ფოტოებს. ბევრს ეჭვი ეპარება ორგანიზატორებისა თუ ჟიურის კეთილსინდისიერებაში და ფოტოგრაფთა წრეში ყოველთვის ისმის გაუთავებელი კრიტიკა ამ კონკურსის მიმართ. გაჩნდა აზრი, რომ გაიხსნას თემა სადაც დავდებთ იმ ფოტოებს, რომლებიც არ მიიღეს კონკურსზე, ასევე კარგი იქნება იმ ფოტოების დადება, რომლებიც მოხვდნენ კონკურსზე.
დავიწყებ ჩემი ფოტოებით. ვერ ვიტყვი, რომ ეს ჩემი ფოტოები აუილებლად უნდა მოხვედრილიყოთქო, მაგრამ გამიკვირდა ის თუ რომელი ფოტო გავიდა და რომლებზე თქვეს უარი.
ეგ კითხვა ქოლგის ადმინისტრაციას რომ დაუსვა აჯობებს. აქ მაგაზე ვინ უნდა გაქცეს პასუხი? თუ კონკურსს "საერთაშორისოს" სტატუსის ქონა სურს, მაშინ უცხოელებიც უნდა ამონაწილეოს. საქართველოში ხომ ყველას ყველაფერი საერთაშორისო დონეზე გვინდა რომ იყოს. ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ, უბრალოდ უცხოელი ქართველზე წინ არ უნდა დააყენო, როგორც ეს რატომღაც ქართველებს გვჩვევია ხოლმე.