დიდი ხანია მუსირებს აზრი იმის შესახებ, რომ საქართველოში არსებული ერთადერთი მაშტაბური ფოტო კონკურსი "ქოლგა" არასათანადოდ აფასებს მიღებულ ფოტოებს. ბევრს ეჭვი ეპარება ორგანიზატორებისა თუ ჟიურის კეთილსინდისიერებაში და ფოტოგრაფთა წრეში ყოველთვის ისმის გაუთავებელი კრიტიკა ამ კონკურსის მიმართ. გაჩნდა აზრი, რომ გაიხსნას თემა სადაც დავდებთ იმ ფოტოებს, რომლებიც არ მიიღეს კონკურსზე, ასევე კარგი იქნება იმ ფოტოების დადება, რომლებიც მოხვდნენ კონკურსზე.
დავიწყებ ჩემი ფოტოებით. ვერ ვიტყვი, რომ ეს ჩემი ფოტოები აუილებლად უნდა მოხვედრილიყოთქო, მაგრამ გამიკვირდა ის თუ რომელი ფოტო გავიდა და რომლებზე თქვეს უარი.
შთაბეჭდილება მექმნება, რომ ჩვენი კლუბის წევრებმა არ იციან რას გულისხმობს სიტყვა "კრიტიკა". ეს არის როგორც უარყოფითი, ასევე დადებითი მხარეების წარმოჩენა-განხილვა რომელიმე ობიექტთან მიმართებაში. ანუ არსებობს როგორც ცუდი ასევე კარგი კრიტიკა. ჩვენში რატომღაც ეს მხოლოდ ცუდთან ასოცირდება.
ზოგიერთს ალბათ კრიტიკული აზრის მოსმენა არ სიამოვნებს, არადა საფუძვლიანი კრიტიკა, წინსვლის და განვითარების წინაპირობაა. თუ კრიტიკოსი არ გყავს, ან ღმერთი ხარ, ან არარაობა. ამიტომ ჩემი აზრით კრიტიკა საჭიროა ყველგან და ყველაფერში.
ჩვენი კლუბის წევრების 99% ერიდება ნამუშევრების უარყოფით კრიტიკას, მხოლოდ დადებითს წერენ. იმიტომ კი არა რომ არ შეუძლია უარყოფითად გაკრიტიკება, არამედ იმიტომ, რომ არ უნდათ კრიტიკის ობიექტი თავადაც გახდნენ. ეს კი ჩემი აზრით ძალიან ცუდია. როდემდე უნდა ვტკეპნოთ ერთი და იგივე ადგილი?