დიდი ხანია მუსირებს აზრი იმის შესახებ, რომ საქართველოში არსებული ერთადერთი მაშტაბური ფოტო კონკურსი "ქოლგა" არასათანადოდ აფასებს მიღებულ ფოტოებს. ბევრს ეჭვი ეპარება ორგანიზატორებისა თუ ჟიურის კეთილსინდისიერებაში და ფოტოგრაფთა წრეში ყოველთვის ისმის გაუთავებელი კრიტიკა ამ კონკურსის მიმართ. გაჩნდა აზრი, რომ გაიხსნას თემა სადაც დავდებთ იმ ფოტოებს, რომლებიც არ მიიღეს კონკურსზე, ასევე კარგი იქნება იმ ფოტოების დადება, რომლებიც მოხვდნენ კონკურსზე.
დავიწყებ ჩემი ფოტოებით. ვერ ვიტყვი, რომ ეს ჩემი ფოტოები აუილებლად უნდა მოხვედრილიყოთქო, მაგრამ გამიკვირდა ის თუ რომელი ფოტო გავიდა და რომლებზე თქვეს უარი.
მონაწილეობა მე ტურიზმის დეპარტამენტის მიერ მოწყობილ კონკურსშიც მივიღე, მაგრამ ეგ იმას არ ნიშნავს რომ ის ვარგოდა ან კარგი იყო.. საერთოდ კარგი კონკურსი არ გვაქვს საქართველოში. მონაწილეობის მიღება არ ნიშნავს რომ ეთანხმები და მოგწონს ყველაფერი..
კიდევ ერთხელ დავწერ მაგალითს და იმედია უფრო კარგად გაავლებს ხალხი პარალელს: მოსახლეობა მუდმივად მიდის არჩევნებზე, ძალიან ბევრი უკმაყოფილოა და ძალიან ბევრი კმაყოფილია სედეგებით.. მაგრამ შედეგების შეცვლა უკანონო გზებით ან გადატრიალებებით არ ხდება, არც არჩევნების იგნორირებით არ მიიღწევა შეწდეგი.. ერთადერთი გამოსავალია, რომ მეტმა ადამიანმა მიიღოს მონაწილეობა, რომ მეტი იყოს არჩევანი, რომ მეტს გთავაზობდეს თვითონ არჩევნები.
ამ შემთხვევაში ქოლგასთან ანალოგია ასეთია: უფრო მრავალფეროვანი იყოს ჟიურიური, უფრო მეტ კატეგორიას მიეცეს ადგილი 100 საუკეთესოში, უფრო წარმომადგენლობითი იყოს ავტორების ჩამონათვალი ვინც გავიდა ქოლგაზე, ტეხავს როცა ერთი ავტორის გადის 2 ფოტოზე მეტი. შარშან საერთოდაც 5-6 ფოტო იყო გასული რამდენიმე ადამიანის.
ის რომ უფრო კარგი გარემო გვინდა არაა გასაკავირი, ჩაწყობას ხომ არ ვითხოვთ, აბ ავტორიტეტების ცნობას. მონაწილეობა შეიძლება შემდეგ წელსაც მივიღო, მაგრამ ეგ იმას არ ნიშნავს, რომ ვსიო, ქოლგაზე პრობლემები აღარაა. სილაში თავის ჩარგვა სირაქლემასავით არაა კარგი. თუ რამეა პრობლემაა, უნდა თქვა. თორემ ხომ იცი, რაც უფრო ღრმადაა თავი სილაში ჩაყოფილი, მით უფრო ნაკლებადაა უკანალი დაცულიო...
უბრალოდ განვიხილავთ. წუწუნი არაა ის რასაც მე აქ ვწერ. ზოგადად არ მჩვევია წუწუნი. თუ რამე მომწონს ვამბობ, რაც არ მომწონს იმასაც ვამბობ და თანაც პირში ვეუბნები ორგანიზატორსაც და მონაწილეებსაც.. ვისათან რა მაქვს დასამალი. არ ვცხოვრობ ისეთი ცხოვრებით და არ მაქვს ისეთი რეპუტაცია რომ ვინმესთან რამის თქმის მერიდებოდეს ან ვინმეს ზურგს უკან ვილაპარაკო..