დიდი ხანია მუსირებს აზრი იმის შესახებ, რომ საქართველოში არსებული ერთადერთი მაშტაბური ფოტო კონკურსი "ქოლგა" არასათანადოდ აფასებს მიღებულ ფოტოებს. ბევრს ეჭვი ეპარება ორგანიზატორებისა თუ ჟიურის კეთილსინდისიერებაში და ფოტოგრაფთა წრეში ყოველთვის ისმის გაუთავებელი კრიტიკა ამ კონკურსის მიმართ. გაჩნდა აზრი, რომ გაიხსნას თემა სადაც დავდებთ იმ ფოტოებს, რომლებიც არ მიიღეს კონკურსზე, ასევე კარგი იქნება იმ ფოტოების დადება, რომლებიც მოხვდნენ კონკურსზე.
დავიწყებ ჩემი ფოტოებით. ვერ ვიტყვი, რომ ეს ჩემი ფოტოები აუილებლად უნდა მოხვედრილიყოთქო, მაგრამ გამიკვირდა ის თუ რომელი ფოტო გავიდა და რომლებზე თქვეს უარი.
რაც არის მინუსი ის იწერება, და რახან ერთიდაიგივე იწერება, ესეიგი მართლა ეგრეა
წუწუნი არაფერ შუაშია და სიმართლე გითხრა ისიც არ მაინტერესებს მაინდამაინც ვისი ფოტო გავიდა და ვისი არა.. არც გამიტანია მეთვითონ არაფერი, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს მაგას...
სიმართლე ვთქვა უარესს ველოდი ბევრად და შეიძლება ითქვას "სასიამოვნოდ გაკვირვებული" დავრჩი
მაგრამ ვთვლი, რომ ასეული იყო რბილად რომ ვთქვა "უცნაურად" შერჩეული, რისი აბსოლუტური კულმინაციაც იყო "სერია - შავი ზღვის პირას" არც გამიკვირდება მაგან რო გაიმარჯვოს...
პეიზაჟები არ გაუტანიათო ეტყობაო... მე ვიცი რამოდენიმე ძალიან კარგი ფოტო, რომელიც ვერ მოხვდა ასეულში
ჩალათას გარეჯის სერიაზე კიდე გული მეტკინა ისე იყო დაბეჭდილი.. სხვა ფოტოებიც მაგრად გააფუჭეს...
განათების იდეა მომეწონა ნამდვილად..
დასკვნა: შარშანდელს ჯობდა, მაგრამ კარგამდე ჯერ ძააააალიან ბევრი უკლია Added @ პ.ს. ყველას თავისი აზრი აქვს