დიდი ხანია მუსირებს აზრი იმის შესახებ, რომ საქართველოში არსებული ერთადერთი მაშტაბური ფოტო კონკურსი "ქოლგა" არასათანადოდ აფასებს მიღებულ ფოტოებს. ბევრს ეჭვი ეპარება ორგანიზატორებისა თუ ჟიურის კეთილსინდისიერებაში და ფოტოგრაფთა წრეში ყოველთვის ისმის გაუთავებელი კრიტიკა ამ კონკურსის მიმართ. გაჩნდა აზრი, რომ გაიხსნას თემა სადაც დავდებთ იმ ფოტოებს, რომლებიც არ მიიღეს კონკურსზე, ასევე კარგი იქნება იმ ფოტოების დადება, რომლებიც მოხვდნენ კონკურსზე.
დავიწყებ ჩემი ფოტოებით. ვერ ვიტყვი, რომ ეს ჩემი ფოტოები აუილებლად უნდა მოხვედრილიყოთქო, მაგრამ გამიკვირდა ის თუ რომელი ფოტო გავიდა და რომლებზე თქვეს უარი.
Chalo, ვიცი რო ეკატერინესია მაგრამ მაგას რატომ აღნიშნავ? სულაც ჩემი რო იყოს გვერძე კიდე ანალოგიური სხვისი ფოტო რო დაედოთ ნამდვილად ცუდად მომხვდებოდა თვალში. ჯობდა ერთერთი გაეყვანათ.
ტონალობის რაღაც ცვლილებას რაც შეეხება, გეთანხმები მაგაში მგონი ყველა ერთსულოვანია მაგრამ ეგ არაფერი, ეპატიებათ ამ ეტაპზე.
მემგონი სიბნელე რომ არ ყოფილიყო ფოტოებს ნაკლები ეფექტი ექნებოდა, მაგ სიბნელის მინუსი ის იყო რო შეიძლება უცებ ვიღაცას ზედ გადაევლო თორე ფოტოების მხრივ მე მომეწონა სიბნელე.
დღეს გავეცანი ზუსტად თავად ჟიურის ფოტოებს და ნუ რავიცი,,, კომენტარსაც ვერ გავაკეთებ. მაგრამ ის უეჭველი ვიცი რო ბოკეელებს არ მოწეონებათ ბევრს მაინც... : ))
ვნახოთ ხვალ რა მოხდება.
Avtandil Mamulia, შენი ოთხი ფოტო გავიდა, კაკ მინიმუმ 10 მაინც გექნებოდა მიტანილი, და ეგეთი დაბალი დონის კონკურსზე ფოტოების გასატანად 20 ლარი არ დაგენანა??