დიდი ხანია მუსირებს აზრი იმის შესახებ, რომ საქართველოში არსებული ერთადერთი მაშტაბური ფოტო კონკურსი "ქოლგა" არასათანადოდ აფასებს მიღებულ ფოტოებს. ბევრს ეჭვი ეპარება ორგანიზატორებისა თუ ჟიურის კეთილსინდისიერებაში და ფოტოგრაფთა წრეში ყოველთვის ისმის გაუთავებელი კრიტიკა ამ კონკურსის მიმართ. გაჩნდა აზრი, რომ გაიხსნას თემა სადაც დავდებთ იმ ფოტოებს, რომლებიც არ მიიღეს კონკურსზე, ასევე კარგი იქნება იმ ფოტოების დადება, რომლებიც მოხვდნენ კონკურსზე.
დავიწყებ ჩემი ფოტოებით. ვერ ვიტყვი, რომ ეს ჩემი ფოტოები აუილებლად უნდა მოხვედრილიყოთქო, მაგრამ გამიკვირდა ის თუ რომელი ფოტო გავიდა და რომლებზე თქვეს უარი.
ფოტოკონკურსის ბიუჯეტის მხრივ თუ ვიმსჯელებთ კონკურსი არის დაბალი დონის. და რატომ უნდა მოვთხოვოთ ამაზე მეტი. წინსვლა მართლა აქვთ შარშანდელთან შედარებით. ბეჭდვის პრობლემა დარწმუნებული ვარ მომავალწელსაც იქნება ჩემი ფოტოები ვერ ვიცანი ძალიან ცუდად არის დაბეჭდილი. : | ფირმაჩების ფოტოები მეც მაგრად მომეწონა.!