დიდი ხანია მუსირებს აზრი იმის შესახებ, რომ საქართველოში არსებული ერთადერთი მაშტაბური ფოტო კონკურსი "ქოლგა" არასათანადოდ აფასებს მიღებულ ფოტოებს. ბევრს ეჭვი ეპარება ორგანიზატორებისა თუ ჟიურის კეთილსინდისიერებაში და ფოტოგრაფთა წრეში ყოველთვის ისმის გაუთავებელი კრიტიკა ამ კონკურსის მიმართ. გაჩნდა აზრი, რომ გაიხსნას თემა სადაც დავდებთ იმ ფოტოებს, რომლებიც არ მიიღეს კონკურსზე, ასევე კარგი იქნება იმ ფოტოების დადება, რომლებიც მოხვდნენ კონკურსზე.
დავიწყებ ჩემი ფოტოებით. ვერ ვიტყვი, რომ ეს ჩემი ფოტოები აუილებლად უნდა მოხვედრილიყოთქო, მაგრამ გამიკვირდა ის თუ რომელი ფოტო გავიდა და რომლებზე თქვეს უარი.
გუშინ ვიყავი მანდ და... წინა წლისას კი სჯობდა მემგონი, მაგრამ რაც მომეწონა ნამდვილად, 15-16 ფოტო იქნებოდა სულ...
ნაბეჭდი იყო სრული კოშმარი, ნუ შავთეთრებს არაუშავდა კიდევ... სხვების ფონზე უფრო მეტი ფოტოს გამორჩევა შეიძლებოდა, მაგრამ არ ნიშნავს ეს ცემის აზრით "კარგს" არ ნიშნავს
რაც დამამახსოვრდა, ეკას პორტრეტი იყო, დიკარკას გადაღებული... ასევე ეკას გადაღებული ჭორფლებიანი გოგონა..
ჩალათას ფოტები... (სამწუხაროდ ბეჭდვისას ხარისხი გაუფუჭდა) და რამდენიმე იყოს უცხოელების გადაღებული
მამულიას ფოტოები ისეც ვიცოდი და რათქმაუნდა მომეწონა...
მეტი არ მახსენდება ავტორი მაგრამ რამდენიმე იყო კიდევ