დიდი ხანია მუსირებს აზრი იმის შესახებ, რომ საქართველოში არსებული ერთადერთი მაშტაბური ფოტო კონკურსი "ქოლგა" არასათანადოდ აფასებს მიღებულ ფოტოებს. ბევრს ეჭვი ეპარება ორგანიზატორებისა თუ ჟიურის კეთილსინდისიერებაში და ფოტოგრაფთა წრეში ყოველთვის ისმის გაუთავებელი კრიტიკა ამ კონკურსის მიმართ. გაჩნდა აზრი, რომ გაიხსნას თემა სადაც დავდებთ იმ ფოტოებს, რომლებიც არ მიიღეს კონკურსზე, ასევე კარგი იქნება იმ ფოტოების დადება, რომლებიც მოხვდნენ კონკურსზე.
დავიწყებ ჩემი ფოტოებით. ვერ ვიტყვი, რომ ეს ჩემი ფოტოები აუილებლად უნდა მოხვედრილიყოთქო, მაგრამ გამიკვირდა ის თუ რომელი ფოტო გავიდა და რომლებზე თქვეს უარი.
მართალია პირველად ვიყავი ქოლგის გამოფენაზე, მაგრამ ფოტოებიდან მაინც მაქვს ზოგადი წარმოდგენა და შემიძლია ვთქვა რო ამ გამოფენამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა ორგანიზების მხრივ, მითუმეტეს, თბილისი ცენტრალი მთლად საფოტოგრაფო გარემოდ ვერ წარმომედგინა და საკმაოდ უარყოფითად ვიყავი განწყობილი.
ფოტოებს რაც შეეხება, ჩემი აზრით, ბევრი კარგი ფოტო იყო, ქართულიც და უცხოურიც. : )) ერთადერთი რაც ზუსტად მახსოვს რო არ მომეწონა, იყო სერია "შავი ზღვის პირას", ნამდვილად არ ვიცი ვინაა ავტორი, იმედია თუ ნახავს არ ეწყინება უბრალოდ მართლა ვერ დავუმუღამე მაგ სერიას. სხვა ფოტობიც იყო მაგრამ ასე კონკრეტულად არ მახსოვს.
კიდე იყო რაღაც ნიუანსები, მაგალითად ორი პრინციპში ანალოგიური პორტრეტი, რომელიც მარტო მე კი არა თითქმის ყველას საკმაოდ ცუდად მოხვდა თვალში.
საერთო ჯამში, ერთი ნახვით, მომეწონა. განსაკუთრებით იმოქმედა ჩემზე ფოტომ thank You Facebook ) კიდე ბევრმა, ზუსტად ასე სახელები არ მახსოვს : )