დიდი ხანია მუსირებს აზრი იმის შესახებ, რომ საქართველოში არსებული ერთადერთი მაშტაბური ფოტო კონკურსი "ქოლგა" არასათანადოდ აფასებს მიღებულ ფოტოებს. ბევრს ეჭვი ეპარება ორგანიზატორებისა თუ ჟიურის კეთილსინდისიერებაში და ფოტოგრაფთა წრეში ყოველთვის ისმის გაუთავებელი კრიტიკა ამ კონკურსის მიმართ. გაჩნდა აზრი, რომ გაიხსნას თემა სადაც დავდებთ იმ ფოტოებს, რომლებიც არ მიიღეს კონკურსზე, ასევე კარგი იქნება იმ ფოტოების დადება, რომლებიც მოხვდნენ კონკურსზე.
დავიწყებ ჩემი ფოტოებით. ვერ ვიტყვი, რომ ეს ჩემი ფოტოები აუილებლად უნდა მოხვედრილიყოთქო, მაგრამ გამიკვირდა ის თუ რომელი ფოტო გავიდა და რომლებზე თქვეს უარი.
პოსტებს გადავხედე, ზოგიერთების კომენტარი ეთიკის ფორმებს ნამდვილად გასცდა. ეს კონკურსია-ზოგის ფოტო გავიდა, ზოგის-ვერა, ამის გამო ასეთი აგრესიით დამუხტვა არ ღირს. ჟიური რომ მიკერძოებელი არ იყო ვიცით. არჩეული ფოტოები კარგია, უკეთესის და უკეთესის გამოვლენა კი გემოვნების ამბავია უკვე.
kesha, ბუნების კატეგორიიდან მართლა გავაგზავნე ერთი ფოტო, მაგრამ არ ვთვლი, რომ ის იმ ნამუშევრებზე საინტერესო იყო, რომლებიც ჟიურიმ აარჩია.
გამოფენაზეც მინდა ვთქვა ორიოდე სიტყვა-ძალიან ეფექტური გარემო იყო, საინტერესო სიტუაცია...