დიდი ხანია მუსირებს აზრი იმის შესახებ, რომ საქართველოში არსებული ერთადერთი მაშტაბური ფოტო კონკურსი "ქოლგა" არასათანადოდ აფასებს მიღებულ ფოტოებს. ბევრს ეჭვი ეპარება ორგანიზატორებისა თუ ჟიურის კეთილსინდისიერებაში და ფოტოგრაფთა წრეში ყოველთვის ისმის გაუთავებელი კრიტიკა ამ კონკურსის მიმართ. გაჩნდა აზრი, რომ გაიხსნას თემა სადაც დავდებთ იმ ფოტოებს, რომლებიც არ მიიღეს კონკურსზე, ასევე კარგი იქნება იმ ფოტოების დადება, რომლებიც მოხვდნენ კონკურსზე.
დავიწყებ ჩემი ფოტოებით. ვერ ვიტყვი, რომ ეს ჩემი ფოტოები აუილებლად უნდა მოხვედრილიყოთქო, მაგრამ გამიკვირდა ის თუ რომელი ფოტო გავიდა და რომლებზე თქვეს უარი.
მაგ ლინკების დადებით არავის ვაყენებ შეურაცხყოფას, ღმერთმა დამიფაროს..
ძალიან საწყენია რომ ეკატერინას რომელსაც ძაალიან კარგი მაკროები აქვს, ყვავილების, იმ ფოტოებს უწუნებენ და ეს გადის.. ჟანრი ეკატერინას საუკეთესო ასპარეზი არაა და უკეთესი იქნებოდა ფართო მასებს მისი უფრო წარმატებული მიმართულება ენახა, რაც უცხოა ქართულ სივრცეში.. ასეთ ელემენტარულს ვერ ხვდება ჟიური.. ჩაცუკვლა ადამიანებზე უკვე კომპლექსს ჰგავს, სხვა ჟანრების არ დანახვა ნიშნავს რომ ფოტოგრაფიის გაგებაში არაა არც ჟიური და არც ორგანიზატორი..
მე დავწერე ერთხელ და კიდევ გავიმეორებ, ცუდი ფოტოები არაა, მაგრამ არც საუკეთესო არაა. დიტო, მე თუ დავწერე ერთხელ კომენტარი "ვა რა მაგარია" არ ნიშნავს, რომ მე ვისურვებდი იმ ფოტოს საუკეთესო 100 ფოტოს ჩამონათვალში. მემგონი ყველა წელს იყო მაგ შადრევანთან გადაღებული ფოტო ქოლგის კატალოგში და არ გამკვირვებია კიდევ ერთი მსგავსი სურათი რომ გავიდა ამ წელსაც. ეტყობა ეგ ბესო ხაინდრავას საყვარელი შადრევანია.
მე ისევე როგორც თქვენ მაქვს აზრის გამოხატვის უფლება და ზოგიერთზე ალბათ უფრო მეტადაც და ფართო მასებისთვისაც შემიძლია ხმის მიწვდენა. ჩემი დის ფოტოც გავიდა, ვთვლი რომ ის ნორმალური ფოტოა, მაგრამ არა საუკეთესო რაც გაიტანა. გაცილებით კარგი კადრები აქვს მიტანილი. და რა ვქნა ახლა აღარ ვთქვა რომ უგემოვნობაა ქოლგაზე და უცნაური მიკერძოებულობა?
ძალიან არ მაინტერესებს თუ ვინმეს წყინს ის რასაც აქ ვწერ. ეგ ჩემი პრობლემა არაა. თუ ზოგიერთი ვერ ამჩნევს, რომ ვერ გასული ფოტოების დიდი ნაწილი გაცილებით საინტერესოა ვიდრე ისინი რაც გავიდა, მე ვურჩევ შეეშვას საერთოდ ფოტოგრაფიას და რამე სხვა საქმეს მიხედოს.