დიდი ხანია მუსირებს აზრი იმის შესახებ, რომ საქართველოში არსებული ერთადერთი მაშტაბური ფოტო კონკურსი "ქოლგა" არასათანადოდ აფასებს მიღებულ ფოტოებს. ბევრს ეჭვი ეპარება ორგანიზატორებისა თუ ჟიურის კეთილსინდისიერებაში და ფოტოგრაფთა წრეში ყოველთვის ისმის გაუთავებელი კრიტიკა ამ კონკურსის მიმართ. გაჩნდა აზრი, რომ გაიხსნას თემა სადაც დავდებთ იმ ფოტოებს, რომლებიც არ მიიღეს კონკურსზე, ასევე კარგი იქნება იმ ფოტოების დადება, რომლებიც მოხვდნენ კონკურსზე.
დავიწყებ ჩემი ფოტოებით. ვერ ვიტყვი, რომ ეს ჩემი ფოტოები აუილებლად უნდა მოხვედრილიყოთქო, მაგრამ გამიკვირდა ის თუ რომელი ფოტო გავიდა და რომლებზე თქვეს უარი.
ყველაფერი გემოვნების ამბავია და ამ სამყაროში რამდენი მოაზროვნეც არსებობს, იმდენი გემოვნების ნაირსახეობაა. ის რომ ვიღაცას რაღაც არ მოსწონს, სრულიადაც არ ნიშნავს იმას, რომ ყველას არ უნდა მოსწონდეს. რაიმე კონკრეტულს არ ვგულისხმობ. უბრალოდ იმ ხალხს ვინც ეს ფოტოები გადაიღო და იმათაც ვინც ეს ფოტოები აარჩია, მოსწონთ ისინი. ეს არის და ეს. ეს იგივეა იმაზე ვიდაოთ, ბალახი რატომ არის მწვანე, რადგან ზოდიერთს ვარდისფერი მოსწონს და თოვლი რატომ არის თეთრი, რადგან ვიღაცას ჟრუნისფერი უნდა რომ იყოს. ამაშია მთელი სამყაროს სილამაზეც და მრავალფეროვნებაც, რომ ყველა ერთნაირად არ ფიქრობს და ყველას ერთნაირი გემოვნება არააქვს.
ჩემი თხოვნა იქნება, პატივი ვცეთ ერთმანეთს და ერთმანეთის აზრს! ეს არის მთავარი.
საერთოდ ყველა ინტელექტუალურ კონკურსს ჰყავს თავისი მომხრე და მოწინააღმდეგე. დამეთანხმებით ალბათ, რომ თუ მოხერხდა და ახალი კონკურსი შეიქმნა, იმასაც ეყოლება თავისი მაქებარ-მაძაგებელი. ამიტომ ის რომ ქოლგის საწინააღმდეგო არგუმენტები და ფაქტები იდება ამ ფორუმზე თუ სხვაგან, ვფიქრობ არ ნიშნავს იმას, რომ ქოლგამ საერთოდ უნდა შეწყვიტოს ფუნქციონირება. აქ მთავარი კონკურენციაა და ეს სიტყვა მხოლოდ ქიშპობას რომ არ ნიშნავს თქვენც ჩემზე კარგად მოგეხსენებათ.
ეხლა კი საქმეზე:
გუშინ ვესაუბრე ერთ-ერთი აქაური (გარმანული) ჟურნალის რედაქტორს, რომელიც დაინტერესებულია სამხედრო თემატიკით და სიამოვნებით გამოთქვა სურვილი პრიზის დაწესებაზეც და ფოტოების შეძენაზეც, ოღონდ კლიშეები დააწესა, რომ თემატიკა უნდა იყოს მხოლოდ და მხოლოდ სამხედრო. თქვენ წარმოიდგინეთ, რამდენი ასეთი ნომინაციის ჩამოყალიბება შეიძლება, მხოლოდ ჟურმალ-გაზეთების სურვილების გათვალისწინებით. ეს ხომ ფოტოგრაფებსაც წაადგებათ, თუ მათ ფოტოებს იყიდიან და ქოლგასაც ეყოლება კონკურენტი, თუნდაც იმ მხრივ, რომ ამ კონკურსის შესაძლებლობები მხოლოდ კონკურსის ბოლოს კატალოგის გამოშვებით არ შემოიფარგლება და ფოტოებს თვიანთი დანიშნულებაც მოეძებნებათ. არა მგონია საქართველოში რომელიმე ჟურნალ-გაზეთმა უარი თქვას მსგავს კონკურსში მონაწილეობის მიღებაზე, ამა თუ იმ ნომინაციაზე თუნდაც მხოლოდ პრიზის დაწესების კუთხით. ასე რომ ძლიერნო ამა კლუბისა , ამოქმედდით. დროა საქართველოში, თუდნაც ფოტოგრაფიის კუთხით მაინც არ გვქონდეს ერთპიროვნულობა და მონოპოლიზმი.