დიდი ხანია მუსირებს აზრი იმის შესახებ, რომ საქართველოში არსებული ერთადერთი მაშტაბური ფოტო კონკურსი "ქოლგა" არასათანადოდ აფასებს მიღებულ ფოტოებს. ბევრს ეჭვი ეპარება ორგანიზატორებისა თუ ჟიურის კეთილსინდისიერებაში და ფოტოგრაფთა წრეში ყოველთვის ისმის გაუთავებელი კრიტიკა ამ კონკურსის მიმართ. გაჩნდა აზრი, რომ გაიხსნას თემა სადაც დავდებთ იმ ფოტოებს, რომლებიც არ მიიღეს კონკურსზე, ასევე კარგი იქნება იმ ფოტოების დადება, რომლებიც მოხვდნენ კონკურსზე.
დავიწყებ ჩემი ფოტოებით. ვერ ვიტყვი, რომ ეს ჩემი ფოტოები აუილებლად უნდა მოხვედრილიყოთქო, მაგრამ გამიკვირდა ის თუ რომელი ფოტო გავიდა და რომლებზე თქვეს უარი.
ნუ შეიჭერით ახლა მართლა როლებში რა... რაღაც ისეთ ფორმას იღებს ზოგი პოსტი ნუ მაფიქრებინებთ, რომ ლუზერის და ოლალას პოსტები ლოგიკას მოკლებული არ იყო.
არცერთი ეგ ფოტო არაა ნაგავი! ზოგიერთი ფოტო სუსტია და ყველანაირი მიდგომით გაუგებარი, რა უნდა წლის საუკეთესი ასეულში, მაგრამ რამდენიმე კადრი ძალიანაც კარგი ფოტოა და ნაგვის თქმა არაკორექტულია უბრალოდ. ქოლგას ვაკრიტიკებთ და დიდი თავგამოდებით ვამტკიცებდი კონკურსის სისტემაზე და პრინციპებზე ვლაპარაკობთ-თქო და ერთმანეთს თუ დავეტაკეთ, კაი ამბავი... დასხდნენ აწი ქოლგის მესვეურები და იხითხითონ ჩვენზე, ისღა დარჩენიათ.....