დიდი ხანია მუსირებს აზრი იმის შესახებ, რომ საქართველოში არსებული ერთადერთი მაშტაბური ფოტო კონკურსი "ქოლგა" არასათანადოდ აფასებს მიღებულ ფოტოებს. ბევრს ეჭვი ეპარება ორგანიზატორებისა თუ ჟიურის კეთილსინდისიერებაში და ფოტოგრაფთა წრეში ყოველთვის ისმის გაუთავებელი კრიტიკა ამ კონკურსის მიმართ. გაჩნდა აზრი, რომ გაიხსნას თემა სადაც დავდებთ იმ ფოტოებს, რომლებიც არ მიიღეს კონკურსზე, ასევე კარგი იქნება იმ ფოტოების დადება, რომლებიც მოხვდნენ კონკურსზე.
დავიწყებ ჩემი ფოტოებით. ვერ ვიტყვი, რომ ეს ჩემი ფოტოები აუილებლად უნდა მოხვედრილიყოთქო, მაგრამ გამიკვირდა ის თუ რომელი ფოტო გავიდა და რომლებზე თქვეს უარი.
აუ ვაფშე არ მწყდება გული ქოლგაზე რომ ჩემი ფოტოები ვერ გავიდა. პირიქით ეხლა ვხვდები რომ ყველა ქოლგაში გასულ ფოტოზე მაგარი ფოტოები მაქვს
კიარადა ქოლგამ დამარწმუნა რომ ყველაზე მაგარი როჟა ვარ
ვისი ფოტოც გავიდა მინდა იცოდნენ რომ იმიტომ გავიდა თქვენი ფოტოები რომ მაგათ ფონზე გამარჯვებული კარგი გამოჩენილიყო. გამარჯვებული ვინ უნდა ყოფილიყო? 4 თვის წინ იყო ცნობილი.. აქედან გამომდინარე ვიციც ვერ გავიდა (ანუ ჩემი) ძალიამ მაგარი ფოტოებია. და რატომ ვერ გავიდა? იმიტომ რომ მაშინ უნდა გაემარჯვა მაგარ ფოტოს, ეს კიდე ვის აწყობს? არავის..
ვაფშე არ მშურს თქვენი პირიქით ვამაყობ რომ ჩემი ფოტოები იმის გამო დაიწუნეს რომ ძალიან მაგრებია