დიდი ხანია მუსირებს აზრი იმის შესახებ, რომ საქართველოში არსებული ერთადერთი მაშტაბური ფოტო კონკურსი "ქოლგა" არასათანადოდ აფასებს მიღებულ ფოტოებს. ბევრს ეჭვი ეპარება ორგანიზატორებისა თუ ჟიურის კეთილსინდისიერებაში და ფოტოგრაფთა წრეში ყოველთვის ისმის გაუთავებელი კრიტიკა ამ კონკურსის მიმართ. გაჩნდა აზრი, რომ გაიხსნას თემა სადაც დავდებთ იმ ფოტოებს, რომლებიც არ მიიღეს კონკურსზე, ასევე კარგი იქნება იმ ფოტოების დადება, რომლებიც მოხვდნენ კონკურსზე.
დავიწყებ ჩემი ფოტოებით. ვერ ვიტყვი, რომ ეს ჩემი ფოტოები აუილებლად უნდა მოხვედრილიყოთქო, მაგრამ გამიკვირდა ის თუ რომელი ფოტო გავიდა და რომლებზე თქვეს უარი.
ლაპარაკი ძირითადად იმაზეა თუ როგორ ვერ გავიდა ჩვენი ფოტოები, ეს როგორ მოხდა
და შემდეგ კი გარჩევა მიდის ქოლგის კონკურსის, რომ უსამართლობი არიან და ამიტომ არ მიიღეს ფოტოებიო მეტს მე ვერაფერს ვხედვ
ვერ დაგეთანხმები. ეტყობა ძალიან ზედაპირულად გადაიკითხე პოსტები. შეიძლება ზოგიერთი პოსტის ავტორის ნაწერში მართლა იგრძნობა პროტესტის გრძნობა, ქოლგის კომპეტენტურობის მიმართ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვინმე დაბოღმილია ან გამწარებული იქნევს მუშტებს. გთხოვ არ მიწყინო, მაგრამ ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა, რომ შენ მხოლოდ პატარ-პატარა რეპლიკები გადაიკითხე ზოგიერთი პოსტიდან და ასე შეგექმნა შთაბეჭდილება ამ თემის გარშემო. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამ თემას ბევრი ისეთი ადამიანიც განიხილავს, ჩემის ჩათლით, რომელსაც ქოლგასთან საერთოდ შეხებაც კი არ ქონია, არათუ ფოტოები გაუგზავნია ამ კონკურსზე. და ბოლოს და ბოლოს, ისწავლოს უნდა ქართველობამ, რომ ჯანსაღი კრიტიკა საქმეს კი არ აფუჭებს, არამედ უკეთესობისკენ უბიძგებს კრიტიკის ობიექტს.