დიდი ხანია მუსირებს აზრი იმის შესახებ, რომ საქართველოში არსებული ერთადერთი მაშტაბური ფოტო კონკურსი "ქოლგა" არასათანადოდ აფასებს მიღებულ ფოტოებს. ბევრს ეჭვი ეპარება ორგანიზატორებისა თუ ჟიურის კეთილსინდისიერებაში და ფოტოგრაფთა წრეში ყოველთვის ისმის გაუთავებელი კრიტიკა ამ კონკურსის მიმართ. გაჩნდა აზრი, რომ გაიხსნას თემა სადაც დავდებთ იმ ფოტოებს, რომლებიც არ მიიღეს კონკურსზე, ასევე კარგი იქნება იმ ფოტოების დადება, რომლებიც მოხვდნენ კონკურსზე.
დავიწყებ ჩემი ფოტოებით. ვერ ვიტყვი, რომ ეს ჩემი ფოტოები აუილებლად უნდა მოხვედრილიყოთქო, მაგრამ გამიკვირდა ის თუ რომელი ფოტო გავიდა და რომლებზე თქვეს უარი.
ვერსია ნომერი ორი: ლევან, მაშინ პოსტებს არ კითხულობ. "არ წამიკითხავს, მაგრამ ვგმობ" : ))) შენი ფოტო გავიდა. ამაშია ძაღლის თავი დამარხული და ამასთან დაკავშირებით გითხრეს კიდეც მანამდე. მაგრამ მართლა არ წაგიკითხავს ეტყობა, თორემ წესით უპასუხოდ არ უნდა დაგეტოვებინა. თემის პირველი გვერდიდან მოყოლებული მარტო ის მომხმარებლები იცავენ ქოლგას და აპროტესტებენ თემას და პოსტებს, ვისი ფოტოებიც გავიდა წელს. კარგით რა.. კი გასაგებია. ასე ვთქვათ, ბუნებრივიც კია, სამწუხაროდ, მაგრამ ტეხავს რა.. ერთ და ორ ფოტოზე გაყიდვა... Added @ აქ კონკურსის სისტემაზე და პრინციპებზე ვდავობთ და არ ვიწონებთ. ამას რატომრაც ლამის პირად შეურაცხყოფად აღიქვამთ და კიდევ აქეთ გაქვთ პრეტენზია, პირადი ბოღმებიო.