დიდი ხანია მუსირებს აზრი იმის შესახებ, რომ საქართველოში არსებული ერთადერთი მაშტაბური ფოტო კონკურსი "ქოლგა" არასათანადოდ აფასებს მიღებულ ფოტოებს. ბევრს ეჭვი ეპარება ორგანიზატორებისა თუ ჟიურის კეთილსინდისიერებაში და ფოტოგრაფთა წრეში ყოველთვის ისმის გაუთავებელი კრიტიკა ამ კონკურსის მიმართ. გაჩნდა აზრი, რომ გაიხსნას თემა სადაც დავდებთ იმ ფოტოებს, რომლებიც არ მიიღეს კონკურსზე, ასევე კარგი იქნება იმ ფოტოების დადება, რომლებიც მოხვდნენ კონკურსზე.
დავიწყებ ჩემი ფოტოებით. ვერ ვიტყვი, რომ ეს ჩემი ფოტოები აუილებლად უნდა მოხვედრილიყოთქო, მაგრამ გამიკვირდა ის თუ რომელი ფოტო გავიდა და რომლებზე თქვეს უარი.
ამ სტადიაში რა ვერ გავიგე იციით ეს დევნილების ფოტოები რატო გავიდა და ასე შემდეგ, ფოტო თუ გამართულია ემოციური და დოკუმენტალისტურია რა მნიშვნელობა აქვს დევნილზეა თუ მკვდარზე გადაღებული ? ან ჩამოვუარო და დევნილებს გადავუღო რო მქონდეს ეგეც ვერ მივხვდი რაშუაშია. ან აქციის ფოტო რატო უნდა გავიდეს კონკურსზე რო იძახიან ხოლმე აქ, ეგეც რა შუაშია თუ ძლიერი ფოტოა რა აზრი აქვს სადაა გადაღებული. ან როგორ ფიქრობ მარტო დანგრეულ კედელთან თუ გადაუღებ დევნილს მარტო ეგაა? თუ შენ ესე მარტივი გგონია სცადე მსგავსი ჟანრი და როგორ გაგიადვილდება ვნახავ ბევრად უფრო ადვილია პეიზაჟი გადაიღო იქ ის მთააა თუ ტბა არსად წავა და სუერთ ადგილასაა, რამდენიც გინდა უღე სუ იქ იქნება, აი ქუჩის ფოტოგრაფიაში და ჟანრში კი ყველაფერი სხვაგვარადაა ის კადრი რასაც იღEბ შეიძლება წამის მეასედი გრძელდებოდეს და ეგ უნდა დააფიქსირო, ამ დროს უნდა მოასწრო კადრის დანახვა აწყობა და ზუსტი განწყობის დაჭერა, ეს კადრი კი არასდროს დედამიწის არრსებობის მაNძილზე აღარ განმეორდება ერთადერთი და უნიკალური იქნება ყოველთვის. ხოლო იმ MთIს და ტბის ფოტო მილიონობით ადამიანს ექნება შენი მსგავსი ფოტო, აი ამიტომ ანიჭებენ უფრო მეტ მნიშვნელობას ჟანრულ და დოკუმენტალისტურ ფოტოებს ვიდრე მთის და ზღვის ფოტოებს