დიდი ხანია მუსირებს აზრი იმის შესახებ, რომ საქართველოში არსებული ერთადერთი მაშტაბური ფოტო კონკურსი "ქოლგა" არასათანადოდ აფასებს მიღებულ ფოტოებს. ბევრს ეჭვი ეპარება ორგანიზატორებისა თუ ჟიურის კეთილსინდისიერებაში და ფოტოგრაფთა წრეში ყოველთვის ისმის გაუთავებელი კრიტიკა ამ კონკურსის მიმართ. გაჩნდა აზრი, რომ გაიხსნას თემა სადაც დავდებთ იმ ფოტოებს, რომლებიც არ მიიღეს კონკურსზე, ასევე კარგი იქნება იმ ფოტოების დადება, რომლებიც მოხვდნენ კონკურსზე.
დავიწყებ ჩემი ფოტოებით. ვერ ვიტყვი, რომ ეს ჩემი ფოტოები აუილებლად უნდა მოხვედრილიყოთქო, მაგრამ გამიკვირდა ის თუ რომელი ფოტო გავიდა და რომლებზე თქვეს უარი.
მე ვიცი ასეთი შემთხვევა: "ქოლგის" ასეულში ვერგასულმა ფოტომ ევროპის ერთ-ერთ კონკურსში პირველი ადგილი დაიკავა!? თუ ჟიური ვერ ახერხებს ყველა ფოტოს ნახვას, მაშინ შეიზღუდოს ფოტოების რაოდენობა, მაგრამ ეს, ალბათ, უკვე ბიუჯეტს შეამცირებს. ბოღმა აქ არაფერ შუაშია - არჩევანის საშუალება უნდა გქონდეს!!! besos,გეთანხმები, თუ ასეთი მასშტაბური კონკურსი ერთადერთია, ბუნებრივია, მონოპოლისტად იქცევა, მით უმეტეს ჩვენს ქვეყანაში.