დიდი ხანია მუსირებს აზრი იმის შესახებ, რომ საქართველოში არსებული ერთადერთი მაშტაბური ფოტო კონკურსი "ქოლგა" არასათანადოდ აფასებს მიღებულ ფოტოებს. ბევრს ეჭვი ეპარება ორგანიზატორებისა თუ ჟიურის კეთილსინდისიერებაში და ფოტოგრაფთა წრეში ყოველთვის ისმის გაუთავებელი კრიტიკა ამ კონკურსის მიმართ. გაჩნდა აზრი, რომ გაიხსნას თემა სადაც დავდებთ იმ ფოტოებს, რომლებიც არ მიიღეს კონკურსზე, ასევე კარგი იქნება იმ ფოტოების დადება, რომლებიც მოხვდნენ კონკურსზე.
დავიწყებ ჩემი ფოტოებით. ვერ ვიტყვი, რომ ეს ჩემი ფოტოები აუილებლად უნდა მოხვედრილიყოთქო, მაგრამ გამიკვირდა ის თუ რომელი ფოტო გავიდა და რომლებზე თქვეს უარი.
მაგbesos, ეტყობა სხვა უკეთესი ფოტოგრაფები ვერ იპოვეს და იმიტომ გადაეკიდნენ მაგათ მე მაგ ფოტოგრაფებს შორის ერთ-ერთი ფოტოები ვნახე, რომელიც როგორც ჩანს სამოდელო, კომერციული ფოტებითაა დაკავებული და თან საკმაოდ კარგადაც გამოსდის, მაგრამ ქოლგაზე მსგავსი ჟანრი შეიძლება ითქვას საერთოდ არ გააქვთ.
მემგონი ძალიან რთულია 100ეულში ჩაატიო ყველა ჟანრი. მე ნამდვილად არ მგონია რომ ვინმე ქოლგას კატალოგს ქართული ფოტოგრაფიის სარკედ და ამოსავალ წერტილად უნდა თვლიდეს.
ყველაფერი იხვეწება კონკურენციის დროს და თუ ქოლგას არასოდეს ეყოლება კონკურენტები შეიძლება იფიქრონ კიდეც რომ ძალიან მაგრები არიან და აქ ბოკეზე დაწერილი 10-20 კაცის კრიტიკას ყურადღებას არც მიაქცევდნენ.
კიდევ იმათ ვისთვისაც ეს კონკურსი აუტანელია, ვურჩევდი რაიმე საერთაშორისო კონკურსზე გაიტანონ თავისი ფოტოები სადაც ჟიურის წევრებით მაინც ქინებიან კმაყოფილები. მემგონი თუ მოინდომებთ არ იქნება პრობლემა მსგავსი კონკურსის მოძებნა.
Chalo, მაგარ ფოტოგრაფებს რომ არ გაგაქვთ ფოტოები იმიტომაა რომ ქოლგის კატალოგი ასეთი მდარე ფოტოებითაა სავსე : ))
kesha, რამოდენიმე კაცის ზარი მაგას ვერ შეცვლის. დაიწეროს რაიმე სტატია მათი კრიტიკის რაიმე გავლენიან ჟურნალში ან ბლოგზე, გახსენით თუნდაც Facebook გვერდი, ნუთუ რთულია ამისი ორგანიზება? :/