დიდი ხანია მუსირებს აზრი იმის შესახებ, რომ საქართველოში არსებული ერთადერთი მაშტაბური ფოტო კონკურსი "ქოლგა" არასათანადოდ აფასებს მიღებულ ფოტოებს. ბევრს ეჭვი ეპარება ორგანიზატორებისა თუ ჟიურის კეთილსინდისიერებაში და ფოტოგრაფთა წრეში ყოველთვის ისმის გაუთავებელი კრიტიკა ამ კონკურსის მიმართ. გაჩნდა აზრი, რომ გაიხსნას თემა სადაც დავდებთ იმ ფოტოებს, რომლებიც არ მიიღეს კონკურსზე, ასევე კარგი იქნება იმ ფოტოების დადება, რომლებიც მოხვდნენ კონკურსზე.
დავიწყებ ჩემი ფოტოებით. ვერ ვიტყვი, რომ ეს ჩემი ფოტოები აუილებლად უნდა მოხვედრილიყოთქო, მაგრამ გამიკვირდა ის თუ რომელი ფოტო გავიდა და რომლებზე თქვეს უარი.
ვიღაცის შთაბეჭდილებების შესაქმნელად არაა ეს პოსტები. აქ ჩვენ, ჩვენს აზრებს ვუზიარებთ ერთურთს ამ თემის გარშემო. დაბოღმილობას რაც შეეხება, აქ ისეთი ხალხიც ბევრი ვართ საერთოდ რომ არ გვქონია ქოლგასთან შეხება და არც ფოტო გაგვიგზავნია, ამიტომ დაბოღმილებიც ვერ ვიქნებით. ხოლო ის, რომ რაიმე თემის გარშემო ადამიანმა შენი აზრი გამოთქვა, თუნდაც კრიტიკული, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ დაბოღმილი ხარ და რაიმე ცუდი გინდა თემის ადრესატისთვის. ჩვენ ვმსჯელობთ იმიტომ, რომ თუ როდესმე საფუძველი ჩაეყარა სხვა ალტერნატიულ კონკურსს, ამ მსჯელობის და აზრების საფუძველზე მაინც გვეცოდინება თუ როგორი არ უნდა იყოს კონკურსი და რა შეცდომები არ უნდა იქნას დაშვებული. ეს არის და ეს, თურე არც ქოლგას, არც მის ორგანიზატორებს და არც ჟიურის ამ პოსტებით არაფერი შეემატებათ დარწმუნებული ვარ. რადგან ქარავანი ალბათ არასოდეს გაჩერდება, ძაღლმა რაც არ უნდა იყეფოს.