დიდი ხანია მუსირებს აზრი იმის შესახებ, რომ საქართველოში არსებული ერთადერთი მაშტაბური ფოტო კონკურსი "ქოლგა" არასათანადოდ აფასებს მიღებულ ფოტოებს. ბევრს ეჭვი ეპარება ორგანიზატორებისა თუ ჟიურის კეთილსინდისიერებაში და ფოტოგრაფთა წრეში ყოველთვის ისმის გაუთავებელი კრიტიკა ამ კონკურსის მიმართ. გაჩნდა აზრი, რომ გაიხსნას თემა სადაც დავდებთ იმ ფოტოებს, რომლებიც არ მიიღეს კონკურსზე, ასევე კარგი იქნება იმ ფოტოების დადება, რომლებიც მოხვდნენ კონკურსზე.
დავიწყებ ჩემი ფოტოებით. ვერ ვიტყვი, რომ ეს ჩემი ფოტოები აუილებლად უნდა მოხვედრილიყოთქო, მაგრამ გამიკვირდა ის თუ რომელი ფოტო გავიდა და რომლებზე თქვეს უარი.
Chalo, ხო მარინას საგანი გავიარე, და მაგიტომ ვთხოვდი ფოტოგრაფს აეღწერა ჩემთვის რომელიმე ფოტო, მაგრამ რავიცი, გადახედე და რასა ქვია აღწერა - მე აქ არ მომისმენია.
მემგონი ფოტოგრაფობაზე რო აქვს ადამიანს პრეტენზია მაშინ ფოტოგრაფიაში შეფასების კრიტერიუმებიც უნდა იცოდეს.
ჟანრს რაც შეეხება ეგ უბრალოდ ვიხუმრე, თორემ მშვენიერ პეიზაჟებს იღებენ ქართველები და ასევე კომერციული ფოტოებიც კარგად გამოსდით, ქოლგაზე რამდენად გააქვთ არ ვიცი.
და რატო არ გავიდა იმისი ფოტო ვისიც აადრე 10დან 10 გადიოდა არ ვიცი, ჟიურიმ აითვალწუნაო რო თქვათ რავიცი, არამგონია. : ))
ჟიურის კიდე საიდან არჩევენ არ ვიცი ნამდვილად და რატომ არჩევენ.
მოკლედ იმდენი ადამიანი აცხადებს პროტესტს ქოლგის წინააღმდეგ რომ ამ ხალხს ყოველ წელს ათობით ფოტო რომ არ გაჰქონდეთ ალბათ ჩავარდებოდა კიდეც ეს კონკურსი, ან იმდენად ცუდი იქნებოდა რამეს იღონებდნენ გამოსასწორებლად.
მე მომწონს ეგ კონკურსი და გავიტან ფოტოს და თუ გავა გამიხარდება, უკეთეს კი ნამდვილად მივესალმები. და ისეთ კონკურსზე სადაც ვთვლი რომ ცუდი ფოტოები გააქვთ, მდაბიო კატალოგები აქვთ, ჩაწყობაა და ა.შ. იქ ნამდვილად არ გავიტანდი არც ერთ ჩემს ფოტოს. : ))
აქ წერით კიდე არაფერი შეიცვლება, დაუკავშირდით ქოლგას ადმინისტრაციას და მის მიმართ გამოთქვით პროტესტი : )))