დიდი ხანია მუსირებს აზრი იმის შესახებ, რომ საქართველოში არსებული ერთადერთი მაშტაბური ფოტო კონკურსი "ქოლგა" არასათანადოდ აფასებს მიღებულ ფოტოებს. ბევრს ეჭვი ეპარება ორგანიზატორებისა თუ ჟიურის კეთილსინდისიერებაში და ფოტოგრაფთა წრეში ყოველთვის ისმის გაუთავებელი კრიტიკა ამ კონკურსის მიმართ. გაჩნდა აზრი, რომ გაიხსნას თემა სადაც დავდებთ იმ ფოტოებს, რომლებიც არ მიიღეს კონკურსზე, ასევე კარგი იქნება იმ ფოტოების დადება, რომლებიც მოხვდნენ კონკურსზე.
დავიწყებ ჩემი ფოტოებით. ვერ ვიტყვი, რომ ეს ჩემი ფოტოები აუილებლად უნდა მოხვედრილიყოთქო, მაგრამ გამიკვირდა ის თუ რომელი ფოტო გავიდა და რომლებზე თქვეს უარი.
1. შეიძლება ითქვას რომ გეთანხმები, ზედმეტად გადამწვარი ჩანს ფოტო, ყოველ შემთხვევაში ჩემს კომპში. მე 100ულში გავიყვანდი.
2. არ ვიცი რატომ მისცეს მაგრამ საინტერესო ფოტოა, თუნდაც იმიტომ რომ რაღაც ეგზოტიკურის ემოციას იწვევს.
3. ვერ გეტყვი, ალბათ ქოლგის ჟიური უნდა ვიყო რომ ეგ ავხსნა
4. მსგავსი ფოტო რო გადამეღო კომპშიც არ შევიტანდი ეგრევე წავშლიდი. თუნდაც ის განათების "შნური" ცუდად არის შემოჭრილი. და ფერებიც არ ვიცი :&
5. სხვა რა პორტრეტები იყო წარდგენილი არ ვიცი მაგრამ ეს ძალიან კარგი პორტრეტია, სახასიათო სახე აქვს ამ ქალს და გამომეტყველება. შეიძლება ითქვას თავის პატარა ისტორიას ყვება მისი სახე, ყოველ შემთხვევაში მისი იმჟამინდელი განწყობა მაინც კარგადაა გადმოცემული. ტექნიკურადაც გამართული ფოტოა, და სხვა რას ითხოვ პორტრეტისაგან?
6. არც მე მომწონს. თან ძალიან არ მომწონს. არ ვიცი რატომ :/
7. მანდ რაღაცა ხდება.
8. მაგალითად ნარიყალა? ახალი ხიდი? თუ კიდე რაიმე მსგავსი პაპსა ნაგებობა. მე ეს ფოტო ძალიან მომწონს, სიმეტრიულადაა დალაგებული კორპუსები და კადრიც კარგადაა შერჩეული. განსაკუთრებით მომწონს ის ანტენები. საინტერესო ფოტოა თავის კატეგორიაში მითუმეტეს.
9 ფოტოს სამწუხაროდ არ მიხსნის.
10. სტანდარტული? ბევრი ეგეთი ფოტო აქვთ ქათველებს გადაღებული? მანახე მსგავსი ფოტო უკეტესად გადაღებული, მართლა მაინტერესებს. შენ გეტყობა სიმატრიას დიდად არ სწყალობ და არ გიზიდავს
11. შეიძლება უშგულში ჟიური არაა ნამყოფი. მეც მხოლოდ ფოტოები მაქვს ნანახი. შეიძლება უშგულის საუკეთესო ფოტო არაა მაგრამ მშვენიერი ფოტა, ფერები ძალიან მომწონს და განათება ხო საერთოდ. რაღაც მისტიკური უშგული წარმომიდგა მე თვალწინ.
12. ამ ფოტოს აზრი ვერ გავიგე და შენი მოსაზრებაც არ არის მთლად უსაფუძვლო
13. ძალიან სახასიეთო სახე აქვს ამ ქალს და ფოტც ძალიან მომწონს. რატომღაც. ალბათ უკედ რო ვერკვეოდე უკედ ავხსნიდი.
14. არც ისე ცუდი კადრი არაა.
15, ძალიან ძალიან მომწონს! დააკვირდი თითოეულის გამომტყველებას, ძალიან კარგი კომპოზიციაა, ეს მამაკაცის წინ წამოწევა პირდაპირ ხაზს უსვავს მის დომინანტობას ოჯახში, თორემ აბა წარმოიდგინე კაცი რო ქალის ადგილას იდგეს საერთოდ დაიკარგებოდა იდეა. ფოტოს უყურებ და შეგიძლია მთელი მათი ცხოვრება წაიკითხო.
ხედავ? არც მე მომწონს ყველა ფოტო, და ვერც ერთ კონკურსს ვერ დამისახელებ სადაც მეც შენც და კიდე ნებისმიერს ყველა ფოტო მოეწონოს და ღირსეულად თვლიდეს. უბრალოდ ფოტოებს ზედაპირულად არ უნდა უყუროთ და მისი იდეის წაკითხვა სცადოთ.
პირველად რომ შუმერების პრიმიტიული ნახატები ვნახე ბავშვის ნაჟღაბნს მივამგვანე და ვერ ვიგებდი რა იყო ამაში გენიალური, მაგრამ როცა კარგად შევისწავლე მათი ხელოვნება, დავინახე თუ რამდენად გენიალური მხატვრობა აქვთ შუმერებს. და მათ პრიმიტივიზმში რამხელა განვითარება ჩანს.