დიდი ხანია მუსირებს აზრი იმის შესახებ, რომ საქართველოში არსებული ერთადერთი მაშტაბური ფოტო კონკურსი "ქოლგა" არასათანადოდ აფასებს მიღებულ ფოტოებს. ბევრს ეჭვი ეპარება ორგანიზატორებისა თუ ჟიურის კეთილსინდისიერებაში და ფოტოგრაფთა წრეში ყოველთვის ისმის გაუთავებელი კრიტიკა ამ კონკურსის მიმართ. გაჩნდა აზრი, რომ გაიხსნას თემა სადაც დავდებთ იმ ფოტოებს, რომლებიც არ მიიღეს კონკურსზე, ასევე კარგი იქნება იმ ფოტოების დადება, რომლებიც მოხვდნენ კონკურსზე.
დავიწყებ ჩემი ფოტოებით. ვერ ვიტყვი, რომ ეს ჩემი ფოტოები აუილებლად უნდა მოხვედრილიყოთქო, მაგრამ გამიკვირდა ის თუ რომელი ფოტო გავიდა და რომლებზე თქვეს უარი.
რავიცი მე მაგალითად მიხარია ჩემი გასვლა, მაგრამ ნამდვილად ბევრი ისეთი ფოტოგრაფის ფოტო ვერ მოხვდა რომ მეუხერხულება ცოტა არ იყოს, როცა ჩემი ფოტოები 100ეულშI იქნება და ის ფოტოგრაფები მხოლოდ თუნდაც დასათვალიერებლად მოვლენ, მაგრამ ყველაფრის და მიუხედავად რაც არ უნდა ლანძღოთ აქ ამ საიტზე ქოლგა არამგონია რომ რაიმე შეიცვალოს, ააქ ამდენის წერა და კლავიატურიდან კლავიშების ამოგდებას მგონი სჯობს რომ სხვა რაიმე მოიმოქმედოთ, ან მიხვდეთ ქოლგა-ს ორგანიზატორებთან და უთხრათ თუ როგორ დღეშია ეს კონკურსი, ფოტოებს ხომ ჟიური არჩევს და არა კონკურსის ორგანიზატორტა ჯგუფი?? იქნებ მათ არ იციან ეს "უბედურება" რომ ახლავს ამ კონკურსს?
მაგრამ ამავდროულად მშვენიერი იდეაა რაიმე ახალი მასშტაბური ფოტოკონკურსის შექმნა(თუ რაცაა)....
უბრალოდ ვკითხულობ კომენტარებს, ბევრს აზრიანსაც ამოვიკითხავ ხოლმე მაგრამ მგონი რომ ამ საიტს არ სცდება ეს დისკუსია...