დიდი ხანია მუსირებს აზრი იმის შესახებ, რომ საქართველოში არსებული ერთადერთი მაშტაბური ფოტო კონკურსი "ქოლგა" არასათანადოდ აფასებს მიღებულ ფოტოებს. ბევრს ეჭვი ეპარება ორგანიზატორებისა თუ ჟიურის კეთილსინდისიერებაში და ფოტოგრაფთა წრეში ყოველთვის ისმის გაუთავებელი კრიტიკა ამ კონკურსის მიმართ. გაჩნდა აზრი, რომ გაიხსნას თემა სადაც დავდებთ იმ ფოტოებს, რომლებიც არ მიიღეს კონკურსზე, ასევე კარგი იქნება იმ ფოტოების დადება, რომლებიც მოხვდნენ კონკურსზე.
დავიწყებ ჩემი ფოტოებით. ვერ ვიტყვი, რომ ეს ჩემი ფოტოები აუილებლად უნდა მოხვედრილიყოთქო, მაგრამ გამიკვირდა ის თუ რომელი ფოტო გავიდა და რომლებზე თქვეს უარი.
http://kolga.ge/gam_05/landscape_05.html საკმაოდ შთამბეჭდავი პეიზაჟია, და ის მომაბეზრებელი ხედი არაა რომელსაც როგორწ წესი ჩვენი ფოტოგრაფები დაუზარებლად იღებენ და იღებენ და კიდევ იღებენ მიუხედავად იმისა რომ მსგავსი ხედი კიდევ ათას სხვა ფოტოგრაფს გადაუღია.
http://kolga.ge/gamarj/2008_2009_garndprix.html საკმაოდ ემოციური ფოტოა, კარგადაა გადაღებული და აზრიც კარგადაა გამოხატული. და ზუსტადაც რომ 2008 წლის ისტორიას ყვება. ტექნიკურადაც კარგადაა გამართული.
ახლა შენი ჯერია, მითხარი რატო არ მოგწონს თუ შეგიძლია მცირედ მაინც დასაბუთება, თუ ისევ თავს აარიდებ რომელიმე ფოტოს აღწერას. ჩვენ აქ დიალოგს აზრი არ ექნება
სხვა ფოტოებზეც ითქმის ალბათ რაღაც, და ამ ფტოებზეც ალბათ მეტს ვიტყოდი უფრო მეტად რომ ვერკვეოდე ფოტოგრაფიაში და სხვადასხვა კრიტერიუმებში. და ზუსტად ამას ველი თქვენგან რომ კარგად ერკვეოდეთ რახან ფოტოგრაფები ხართ. მარტო ფოტოების გადაღება არაა ფოტოგრაფია. და როცა რაღაცას იწუნებ ისიც უნდა იცოდე რატო იწუნებ.