დიდი ხანია მუსირებს აზრი იმის შესახებ, რომ საქართველოში არსებული ერთადერთი მაშტაბური ფოტო კონკურსი "ქოლგა" არასათანადოდ აფასებს მიღებულ ფოტოებს. ბევრს ეჭვი ეპარება ორგანიზატორებისა თუ ჟიურის კეთილსინდისიერებაში და ფოტოგრაფთა წრეში ყოველთვის ისმის გაუთავებელი კრიტიკა ამ კონკურსის მიმართ. გაჩნდა აზრი, რომ გაიხსნას თემა სადაც დავდებთ იმ ფოტოებს, რომლებიც არ მიიღეს კონკურსზე, ასევე კარგი იქნება იმ ფოტოების დადება, რომლებიც მოხვდნენ კონკურსზე.
დავიწყებ ჩემი ფოტოებით. ვერ ვიტყვი, რომ ეს ჩემი ფოტოები აუილებლად უნდა მოხვედრილიყოთქო, მაგრამ გამიკვირდა ის თუ რომელი ფოტო გავიდა და რომლებზე თქვეს უარი.
ჩემიც იყო გასული, რა მერე არაა მაგაში საქმე და მანამდეც დაიწერა არაერთხელ, რომ დაბოღმილი სასტავი არ ზის აქ და არ ჩხუბობს, მაინც და მაინც ჩემი ფოტო რატომ არ გავიდაო და არც დღეს არ დაგვიწყია ქოლგაზე ასეთი ლაპარაკი და თუ არ გჯერათ,.. ბოდიში აი დარდი.. თქვენი საქმეა : )) თქვენ წელს გაიგეთ ქოლგა და წლებია ვაკვირდებით და ვხედავთ, რაც ხდება წლიდან წლამდე.