დიდი ხანია მუსირებს აზრი იმის შესახებ, რომ საქართველოში არსებული ერთადერთი მაშტაბური ფოტო კონკურსი "ქოლგა" არასათანადოდ აფასებს მიღებულ ფოტოებს. ბევრს ეჭვი ეპარება ორგანიზატორებისა თუ ჟიურის კეთილსინდისიერებაში და ფოტოგრაფთა წრეში ყოველთვის ისმის გაუთავებელი კრიტიკა ამ კონკურსის მიმართ. გაჩნდა აზრი, რომ გაიხსნას თემა სადაც დავდებთ იმ ფოტოებს, რომლებიც არ მიიღეს კონკურსზე, ასევე კარგი იქნება იმ ფოტოების დადება, რომლებიც მოხვდნენ კონკურსზე.
დავიწყებ ჩემი ფოტოებით. ვერ ვიტყვი, რომ ეს ჩემი ფოტოები აუილებლად უნდა მოხვედრილიყოთქო, მაგრამ გამიკვირდა ის თუ რომელი ფოტო გავიდა და რომლებზე თქვეს უარი.
error404, მე ისე ძალიან რომ მომწონსდეს ქოლგის ფოტოკონკურსი როგორც თქვენ არ მოგწონთ, ალბათ ფან-კლუბს გავუხსნიდი
მე არ ვამბობ რადიკალურად მომწონს თქო, თქვენ კი საკამოდ უარყოფითად ხართ განწყობილი, ამიტომ თქვენ უფრო უნდა აღწეროთ რატო არ მოგწონთ რომელიმე, ვიდრე მე თუ რატომ მომწონს.
შენი კომენტარი კითხვაზე თავის არიდებაა თორემ, რომელიმე ფოტოს მხატვრულად და კრიტიკულად აღწერა არ უნდა იყოს რთული, მითუმეტეს იმ ადამიანისათვის ვინც თავს ფოტოგრაფად თვლის.
პირველი გვერდიდანვე ამას ვთხოვ ყველას , იქნება აღწეროთ თქო, შენ კი მითხარი რომ ფოტო სხვადასხვა კრიტერიუმებით ფასდება, მაგრამ რა კირეტიუმებია ეს და რატომ ვერ აკმაყოფილებს ამ კრიტერიუმებს კონკურსზე გატანილი ფოტოები ეგ ვერ გავიგე.
არავის საწინააღმდეგო არაფერი არ მაქვს და არც მომხრე ვარ, მაგრამ მხოლოდ იმის ლაპარაკი რო ქოლგა ცუდი კონკურსია და იქ ცუდი ფოტოები გადის რომელბიც არ იმსახურებენ კონკურსზე გასვლას, ცოტა არ იყოს და ნაკლებად სარწმუნოა.