დიდი ხანია მუსირებს აზრი იმის შესახებ, რომ საქართველოში არსებული ერთადერთი მაშტაბური ფოტო კონკურსი "ქოლგა" არასათანადოდ აფასებს მიღებულ ფოტოებს. ბევრს ეჭვი ეპარება ორგანიზატორებისა თუ ჟიურის კეთილსინდისიერებაში და ფოტოგრაფთა წრეში ყოველთვის ისმის გაუთავებელი კრიტიკა ამ კონკურსის მიმართ. გაჩნდა აზრი, რომ გაიხსნას თემა სადაც დავდებთ იმ ფოტოებს, რომლებიც არ მიიღეს კონკურსზე, ასევე კარგი იქნება იმ ფოტოების დადება, რომლებიც მოხვდნენ კონკურსზე.
დავიწყებ ჩემი ფოტოებით. ვერ ვიტყვი, რომ ეს ჩემი ფოტოები აუილებლად უნდა მოხვედრილიყოთქო, მაგრამ გამიკვირდა ის თუ რომელი ფოტო გავიდა და რომლებზე თქვეს უარი.
რაღაც ვერ ვამუღამებ ამ თემის გახსნის იდეას. ხალხმა უნდა ნახოს ვის ფოტოები არ მოხვდა ქოლგაზე და ვისი მოხვდა? ჩემს აზს დავწერ და არავინ ცუდად არ მიიღოთ ველოებოდი რომ გავიდოდა, აუცილებლად ველოდებოდი რომ გავიდოდა, როგორ თუ არ გავიდა, მინიმუმ 3-4 ფოტო მაინც უნდა გასულიყო. ბოდიშით და მაინცდამაინც რასაც ელოდებოდით რატომ უნდა გასულიყო? არ მოეწონა ჟიურის და ამაში რაღაც კატასტროფული არაფერია.
ხან მოხვდება ხან არ მოხვდება, ამით ქვეყანა არ იქცევა. ყველას თავისი ხედვააქვს ყველას თავისებურად მოსწონს, და აღიქვამს.
ამის წინა ქოლგაზე მეც გავუშვი ფოტოები. მარა არცერთი არ მოიწონეს. წარმოდგენა არ მქონდა რა ფოტოები გავიდა.
მივედი და ვნახე ძრითადად რაჟანრის ფოტოები იყო ქოლგაზე, წელსკი მეც გავგზავნე იგივე ჟანრის 5 ფოტო და 1 გავიდა. ცოოტა მეტი დაკვირვებაა ამ შემთხვევაში საჭირო (ნუ ჩემს შემთხვევაში გაამართლა).
რატომღაც ასე მგონია რომ ყველა ეს ფოტო რომ გასულიყო ქოლგაზე, რაც წინა გვერდებზეა, გაიხსნებოდა თემა თუ როგორ ვერ გავიდა საპრიზოზე ეს ფოტო და რატომ გავიდა ის ვიღაც სხვის. ჩაწყობებია თუ რაც ხდება მაგ კონკურსსში, ალტერ ქოლგის გაკეთება ცოტა არ იყოს და ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს ჩემში რომ აბაროტი უნდა ავუღოთ იმ ფოტოებით რაც ვერ მოხვდა. ეეს ბოღმის ამონთხევის მეთოდს გავს.
მე სხვა იდეას შემოგთავაზებთ, არანაირი ალტერ ქოლგა და მსგავსი კონკურსი არ იქნება მომგებიანი და წარმატებული. ამას უნდა დაჯდომა, გეგმის ჩამოყალიბება, იდეის შეკვრა, და შემდეგ უკვე სპონსორების ძიება და ბოლოს კონკურსის გამოცხადება, მარა უამრავი ნიუანსია, რაც ბევრ უცხოურ ფორუმებზე წერია კონკურსის წესები, დაჯექით რომელიც უფრო გამართულ და საღ კონკურსად მიგაჩნიათ შეხედეთ იმათ წესებს, ამოკრიფეთ და შეკარით ახალი იდეა.