დიდი ხანია მუსირებს აზრი იმის შესახებ, რომ საქართველოში არსებული ერთადერთი მაშტაბური ფოტო კონკურსი "ქოლგა" არასათანადოდ აფასებს მიღებულ ფოტოებს. ბევრს ეჭვი ეპარება ორგანიზატორებისა თუ ჟიურის კეთილსინდისიერებაში და ფოტოგრაფთა წრეში ყოველთვის ისმის გაუთავებელი კრიტიკა ამ კონკურსის მიმართ. გაჩნდა აზრი, რომ გაიხსნას თემა სადაც დავდებთ იმ ფოტოებს, რომლებიც არ მიიღეს კონკურსზე, ასევე კარგი იქნება იმ ფოტოების დადება, რომლებიც მოხვდნენ კონკურსზე.
დავიწყებ ჩემი ფოტოებით. ვერ ვიტყვი, რომ ეს ჩემი ფოტოები აუილებლად უნდა მოხვედრილიყოთქო, მაგრამ გამიკვირდა ის თუ რომელი ფოტო გავიდა და რომლებზე თქვეს უარი.
უბრალოდ დილის 10 საათიდან ღამის 12 საათამდე პრეზიდენტის სამსახურში ვარ და მაგის მერეც თუ დავჭირდები. ხშირად საერთოდ არ ვარ თბილისში.. სწორედ ამის გამოა რომ ვერ ჩავუდგები სათავეში, თორემ მერწმუნე უამრავი ღონისძიება დამიწყია და დამიმთავრებია არ ვარ ზარმაცი ადამიანი
ამჯერად მხოლოდ სპონსორებთან მოლაპარაკება და ვიღაცებთან რეკომენდაციების გაწევა შემიძლია, თუ ვინმე იქნება შესაწუხებელი მაგასაც შევძლებ და ნებისმიერ ადამიანს მივაწვდი ხმას, რომელსაც გაითვალისწინებენ.. აი ფიზიკკურად ვერ ვივლი, თორემ ამდენს არ გავაჯანჯლებდი...