დიდი ხანია მუსირებს აზრი იმის შესახებ, რომ საქართველოში არსებული ერთადერთი მაშტაბური ფოტო კონკურსი "ქოლგა" არასათანადოდ აფასებს მიღებულ ფოტოებს. ბევრს ეჭვი ეპარება ორგანიზატორებისა თუ ჟიურის კეთილსინდისიერებაში და ფოტოგრაფთა წრეში ყოველთვის ისმის გაუთავებელი კრიტიკა ამ კონკურსის მიმართ. გაჩნდა აზრი, რომ გაიხსნას თემა სადაც დავდებთ იმ ფოტოებს, რომლებიც არ მიიღეს კონკურსზე, ასევე კარგი იქნება იმ ფოტოების დადება, რომლებიც მოხვდნენ კონკურსზე.
დავიწყებ ჩემი ფოტოებით. ვერ ვიტყვი, რომ ეს ჩემი ფოტოები აუილებლად უნდა მოხვედრილიყოთქო, მაგრამ გამიკვირდა ის თუ რომელი ფოტო გავიდა და რომლებზე თქვეს უარი.
ესთეტიურობა და სილამაზე არ გულისხმობს მაინცდამაინც ნათელ ფერებში გადაღებულ ნაირ-ნაირ ფერის ბუშტებით ხელშეპყორბილი თეთრ კაბაში გამოწყობილ 13 წლის გოგოს სურათს.
ხოლო თქვა ის რომ არ მოგწონს ესთეტიური და ლამაზი ფოტო, უბრალოდ ნეგატივიზმის გამოვლინებაა და სხვა არაფერი.
ჩემთვის დრამატული ფოტოც ლამაზია.დრამატული და სევდიანია მაქქარის ფოტოები, მაგრამ ძალიან ლამაზია ამავე დროს.თუ ვერ ავღწერე კარგად რას ვგულსიხმობ კარგ ფოტოებში, 3-5 წლის წინანდელი World Press Photos გამარჯვებულები ნახეთ და მივხვდებით როგორი ფოტოებიც მომწონს.
რაც შეეხება მაგნუმს, მე არ მივიჩნევ მაგათ ეტალონურ ფოტობაზად.თუმცა ყველას თავის აზრი აქ,ზოგს შარლიზ ტერონი მოწონს გარეგნულად ზოგს მისი ელიოტი, მარა ეს არ უნდა ნიშნავდეს რომ უკნასკნელის კულტივირება დავწიყოთ საზოგადოებაში, რასაც, მაგალითად ნებით თუ უნებლიეთ ქოლგა სჩადის და აოგს ს გონია რომ კარგი ფოტოები სწორედ ისეთებია როგორიც ქოლგის ნომინანტთა უმრავლესობაა.