დიდი ხანია მუსირებს აზრი იმის შესახებ, რომ საქართველოში არსებული ერთადერთი მაშტაბური ფოტო კონკურსი "ქოლგა" არასათანადოდ აფასებს მიღებულ ფოტოებს. ბევრს ეჭვი ეპარება ორგანიზატორებისა თუ ჟიურის კეთილსინდისიერებაში და ფოტოგრაფთა წრეში ყოველთვის ისმის გაუთავებელი კრიტიკა ამ კონკურსის მიმართ. გაჩნდა აზრი, რომ გაიხსნას თემა სადაც დავდებთ იმ ფოტოებს, რომლებიც არ მიიღეს კონკურსზე, ასევე კარგი იქნება იმ ფოტოების დადება, რომლებიც მოხვდნენ კონკურსზე.
დავიწყებ ჩემი ფოტოებით. ვერ ვიტყვი, რომ ეს ჩემი ფოტოები აუილებლად უნდა მოხვედრილიყოთქო, მაგრამ გამიკვირდა ის თუ რომელი ფოტო გავიდა და რომლებზე თქვეს უარი.
ხმამაღლა ვერ ვიტყვი რომ კარგი გემოვნება მაქვს და ვარჩევ კარგ და ცუდ ფოტოებს,თუმცაღა მეც მაქვს ჩემი გარკვეული თუ გაურკვეველი გემოვნება...
აქ ისტერიკა ხალხი არაა შეკრებილი და არც ბოღმა,იმიტომ გაიხსნა ეს თემა რომ გვენახა თუ რა ვერ გავიდა და მოვახდინოთ ჩვენის მხრიდან შეფასება და გაგება იმისა რომ რა გემოვნებისაა ჟიური უმეტესობამ ვიცით რაც ფოტოები გავიდა,და რაც გავიდა იმათი უმეტესობა ისეთია,მე მომიტევეთ ქედმაღლობა და ეგეთ ფოტოებს აპარატში მახ 20 წამი ვაჩერებ,არც ვიტოვებ,ვშლი მე არ გამიტანია ფოტოები,ვთვლი რომ არ მაქვს იმ დონის ფოტოები რომ ქოლგაზე მოხვდეს(რაც არ უნდა დაბალ დონედ ჩავთვალოთ) მიმაჩნია რომ ვერ ვარ ის დონე რომ ძალიან ბევრის(კარგი ფოტოგრაფის) გვერდით ჩემი ფოტო დაიდოს(თუნდაც გავიდეს ჟიურის გადაწყვეტილებით) აქ რაც ვნახე,უმეტესობა საკმაოდ კარგი,ზოგი ნორმალურია და რამოდენიმე ძალიან მაგარია გამოფენაზე წავალ ვნახავ ფოტოებს,მაინტერესებს რა გავიდა,იმედი ის ნაწილი რაც ნანახი არ მაქვს უკეთესი იქნება,ვნახოთ...ღმერთმა ქნას იმედები არ გამიცრუვდეს