დიდი ხანია მუსირებს აზრი იმის შესახებ, რომ საქართველოში არსებული ერთადერთი მაშტაბური ფოტო კონკურსი "ქოლგა" არასათანადოდ აფასებს მიღებულ ფოტოებს. ბევრს ეჭვი ეპარება ორგანიზატორებისა თუ ჟიურის კეთილსინდისიერებაში და ფოტოგრაფთა წრეში ყოველთვის ისმის გაუთავებელი კრიტიკა ამ კონკურსის მიმართ. გაჩნდა აზრი, რომ გაიხსნას თემა სადაც დავდებთ იმ ფოტოებს, რომლებიც არ მიიღეს კონკურსზე, ასევე კარგი იქნება იმ ფოტოების დადება, რომლებიც მოხვდნენ კონკურსზე.
დავიწყებ ჩემი ფოტოებით. ვერ ვიტყვი, რომ ეს ჩემი ფოტოები აუილებლად უნდა მოხვედრილიყოთქო, მაგრამ გამიკვირდა ის თუ რომელი ფოტო გავიდა და რომლებზე თქვეს უარი.
ძალიან დიდ სისულელედ მიმაჩნია ატარებდე ფოტო კონკურსს და არქმევდე მას "თავისუფალ თემას". ეს იგივეა 1 ბოთლი მტკნარი წყლის ასაღებად შუა ზღვაში შეცურო.
პირველ რიგში მიჩნდება აზრი, რომ "ქოლგის" ორგანიზატორებს თავად ნამდვილად აქვთ არჩეული თემა, რომელსაც არ ახმაურებენ, "დევნილების" არ იყოს, და ჟიურისაც ამასვე ტენიან, რომ ფოტოები აარჩიონ რაღაც გარკვეული თემატიკის მიხედვით. ნუ შესაძლოა გამონაკლისების დაშვებაც თუ ფოტომ ვიღაცა "გადარია". ეს კი ხელს უწყობს ძალიან ბევრი კარგი ფოტოს კონკურს გარეშე დატოვებას, რადგან მათ ჩაფიქრებულ თემას არ პასუხობს. ვფიქრობ რომ ეს ერთგვარი მახეა იმისთვის რომ ბევრი ფოტო არ მოხვდეს საკონკურსო ფოტოების სიაში და არჩევანის გაკეთება გაიადვილონ. მე ვმუშაობდი აქ ერთ-ერთ ორგანიზაციაში, სადაც ზუსტად ასეთი პრინციპით ხდებოდა "ინფორმაციის" დამუშავება და გაცხრილვა.
ჟიურის რაც შეეხება, ძალიან მაინტერესებს ვინ ყავთ ჟიურიში?! უცხოეთიდან ჩამოყვანილი ჟიური არ ნიშნავს, რომ კონკურსი მიუკერძოებელი იქნება. საერთოდ როდესაც უცხოეთიდან ვინმე ჩაგყავს, ის შენზეა დამოკიდებული, მას ფულს უხდი, აჭმევ-ასმევ, "აგულავებ" და ამიტომ ისე "დაგსდევს კუდში" როგორც წიწილა კრუხს. აქედან გამომდინარე ნურავის შეექმნება იმის ილუზია, რომ უცხოელი თუ იქნა, ნამდვილად მიუკერძოებელი იქნება. ცხადია არსებობენ გამონაკლისებიც, მაგრამ ეს ზღვაში წვეთია. სამწუხაროდ ჯერჯერობით საქართველოში არსებობს ეს ასე ვთქვათ "უცხოელების კულტი", მაგრამ დამერწმუნეთ ყველგან ერთი "ნაგავია". ამიტომ არ ღირს იმაზე დარდი, რომ ვიღაცამ ფოტო არ მიიღო ან არ მოიწონა. აკეთეთ თქვენი საყვარელი საქმე, მიიღეთ სიამოვნება და დრო მოვა ყველაფერი შესაბამისად შეფასდება და დაფასდება.
---------------------------------
რაც შეეხება შეფასებებს, აქ ერთმა მეგობარმა თქვა, რომ მეგობრები ერთმანეთს აძლევენ კარგ შეფასებებს და იმათაც მერე ილუზია უჩნდებათ, რომ მაგრები არიანო. მეც ძალიან დამაფიქრა იმ გარემოებამ, რომ იმ დღიდან, როდესაც ამ კლუბში გავწევრიანდი და პირველივე ფოტოზე ქულები დამიწერეს, არავინ არ დამიწერა რატომ მიწერდა ამა თუ იმ ქულას. არც დადებითს წერენ, არც უარყოფითს. ალბათ თქვენც დამეთანხმებით, რომ მსგავსი პოსტები, როგორიცაა მაგალითად "!!!" და "5/5" ბევრს არაფერს ნიშნავს. მეც და დარწმუნებული ვარ 90%-ს თუ 100-ს არა ჩვენი კლუბის წევრებისას ძალიან აინტერესებს რატომ "5/5" ან "!!!"?! ისეთი შემთხვევაც უამრავია, როცა ფოტო შეაფასა 15-მა წევრმა, მაგრამ ფოტოს სულ 3 პოსტი აქვს ქვეშ მიწერილი. დამეთანხმებით ალბათ, რომ უნაკლო ფოტო ძალიან ცოტაა, ნაკლოვანებებზე ლაპარაკს კი ყველა ერიდება. ეს კი საქმეს აფუჭებს, რადგან ნამუშევრის ავტორს მართლაც უჩნდება ილუზია, რომ მართლა უნაკლო ნამუშევარი შექმნა და აგრძელებს ამ ტემპში და ამ ნაკლოვანებებით.
აქედან გამომდინარე იქნებ ვთხოვოთ კლუბის ადმინისტრაციას, რომ შეფასებების წესებში შეიტანოს დამატება, რომ ყოველ შემფასებელს უნდა ევალებოდეს მოცემულ ფოტოზე, პოსტის სახით, თავისი შეფასების არგუმენტირებაც. თუ მოეწონა - რატომ მოეწონა, თუ არ მოეწონა - რატომ არ მოეწონა ან რა მოეწონა და რა არ მოეწონა. ამას ძალიან ცოტა თუ აკეთებს. ამითი ჯერ ერთი ჩემნაირ მოყვარულ და დამწყებ ფოტოგრაფებსაც შეუწყობს კლუბი ხელს ცოდნის გაღრმავებასა და დაოსტატებაში და მიკერძოებულობაც ადვილად გამოჩნდება.